ჯო ბაიდენი: „ამერიკამ აიძულა ევროპა, რუსეთის წინააღმდეგ წასულიყო“

ჯო

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ჰარვარდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აიძულა ევროკავშირი, უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო, რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ ეკონომიკური სანქციები შემოეღოთ. ინფორმაციას ტელეკანალი ,,WCVB 5 Boston“ -ი ავრცელებს. ,,ევროკავშირს ეს არ სურდა, მაგრამ ჩვენმა პრეზიდენტმა აიძულა ევროპელები რადიკალური ნაბიჯები გადაედგათ. დიახ ობამამ ჩააყენა უხერხულ სიტუაციაში ევროპა, უარი ეთქვა პირად ეკონომიკურ ინტერესებზე. რუსეთი იძულებული გახდა უკან დაეხია. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს რუსეთის ეკონომიკამ კრახი განიცადოს, უბრალოდ ჩვენ რუსეთის მოდერნიზება გვსურს. ეკონომიკურ პრობლემებს ბევრი ევროპული კორპორაცია განიცდის და უამრავ ბიზნესმენს მოუწია რუსული ბაზრის დატოვება , მაგრამ ამერიკა სხვა გზას ვერ ხედავდა, იმ დროს როდესაც საერთო ინტერესები პირადზე მაღლა უნდა დამდგარიყო, ჩვენ მოვახერხეთ ევროპის ერთ მუშტად შეკვრა“ – განაცხადა ბაიდენმა.