ბელორუსი რუსული კრედიტით ატომურ რეაქტორებს ააშენებს

გგ5

რუსეთის მთავრობამ, ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს , ბელორუსისთვის 10 მილიარდიანი კრედიტის გამოყოფის პროტოკოლის დამტკიცება დაავალა. რუსული კრედიტი ბელორუსში ატომური ელექტრო სადგურის მშნებლობას მოხმარდება. ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, თანხა აღნიშნულ მშენებლობას 90% დააფინანსებს. ატომური ელექტრო სადგური ორი ბირთვული ბლოკისგან შემდგარ ესტაკადას წარმოადგენს და პირველი რეაქტორის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება, მეორე რეაქტორის სრულად დატვირთვას ბელორუსი სპეციალისტები 2019 წლისთვის გეგმავენ, რაც შეეხება პროექტის სრულ რეალიზებას, ევროპის შუაგულში ახლადშობილი ატომური ელექტრო სადგური 2020 წლიდან 100% დატვირთვით იმუშავებს.