ხელფასის მესამედი – covid-19-თან ბრძოლის ფონდში!

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, რეგიონის რვავე  მუნიციპალიტეტი და საკრებულო,ქართული ოცნების“  გუნდის ინიციატივას უერთდება და  ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს covid-19-თან ბრძოლის ფონდში  ჩარიცხავსამის შესახებ  კახეთის გუბერნატორმაირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, რეგიონში ყველა საჯარო მოხელე მზად არის, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს და  ადამიანებს, რომელიც ამ  პროცესმა დააზარალა, ფინანსური მხარდაჭერა  ამ ფორმით  საჯაროდ გამოუცხადოს. 

სოლიდარობის აქტის შესახებ ცნობილი 2 აპრილს გახდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ.

მაკა მოსიაშვილი