კოლომოისკი სამი ქვეყნის მოქალაქეობას ადასტურებს

Capturefff

უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი აღიარებს, რომ ერთდროულად სამი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას «Радио Свобода» ავრცელებს. ,,უკრაინის გარდა?? დიახ მე ისრაელის და კვიპროსის მოქალაქეობასაც ვფლობ და აქ საგანგაშო არაფერია, ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია უფლებას მაძლევს, ერთდროულად რეგიონის გუბერნატორის თანამდებობაც მეჭიროს და პლუს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობაც ვატარო“ – განუცხადა ჟურნალისტებს დნეპროპეტროვსკის გუბერნატორმა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის პროკურატურამ იგორ კოლომოისკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, უკრაინელ ოლიგარქს ბრალად უკანონო ბანდ ფორმირებების შექმნა და დაფინანსება ედება, პარალელურად გამოძიება ოლიგარქის ეკონომიკურ დანაშაუელებზე ამახვილებს ყურადღებას.