„კირილიჩ, ია ჩტო ხაჩუ სპრასიც…“ – ზაზა გაბედავა – ვლადიმერ ხომერიკი ფარული ჩანაწერი

ki

„ქრონიკა+“ აგრძელებს სკანდალური ფარული ჩანაწერების გასაჯაროვებას. ფრაგმენტი, რომელიც 37-ე ნომერში გამოქვეყნდა, ეხება ვლადიმერ ხომერიკსა და ზაზა გაბედავას შორის შემდგარ საუბარს. (ნაწილი პირველი)

 

ზაზა გაბედავა  – ზ.გ.

ვლადიმერ ხომერიკი – ვ.ხ.

 

ზ.გ. კირილიჩ, ია ჩტო ხაჩუ სპრასიც, საკონსულოსთან რომ ვიყავით მაშინ, რომ მითხარი, ლადო ბედუკაძეს ჩემი ბიჭები ელაპარაკებიან მანდო, ვინ ელაპარაკება მოსკოვიდან ლადოს, ბედუკაძე როა?

ვ.ხ. რად გინდა, ვინ ელაპარაკება? ელაპარაკებიან მოსკოვიდანაც და თბილისიდანაც, კიდე ბელგიაში, ვისთანაც ცხოვრობდა ეგ. მართლა გაუტრაკეს… ჯერ მითხრეს, ყველაფერი კარგადაა, ცოლ-შვილი არიან თურქეთში.

ზ.გ. სტამბულში არიან, არავინ არ ეხმარება.

ვ.ხ. თურქეთში არიან. კარგად არიან სასტუმროში, ყველაფერი აქვთ და ადვოკატებიც მუშაობენ იმაზე, რომ გადააგზავნონ ბელგიაში. გუშინ მე მითხრა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ელაპარაკა, ვისთანაც ცხოვრობდა ბედუკიძე და მითხრა, რომ არ აინტერესებთ მაგენს.

ზ.გ. ვისთან იყო? ბლადაძესთან იყო, მერაბისთან, მაგრამ არაა მაგი მერაბისთან.

ვ.ხ. ახლა… (არ ისმის)

ზ.გ. კი მარა, ერთი რამე ვიცი, მანეთის საშუალება არა აქვს. კონფლიქტშია.

ვ.ხ. მაშინ რატომ ამბობ, კაი კაია, რაც მოხდა. იმ ხალხმა, ვისაც მოაგებინა, მიაგდეს, უკვე აღარ სჭირდებათ და ეს მთავრობა გამოგვადგება ჩვენ?

ზ.გ. რა ვიცი, აბა, ვინ უნდა იყოს, კირილოვიჩ, ვერ გავიგე?

ვ.ხ. არა, არა, შეხედე ახლა.

ზ.გ. სააკიანს ყველა ჯობია.

ვ.ხ. 94% ამ სკანდალმა მოაგებინათ არჩევნები, მაგათ მიშა არაფერს არ დაუთმობდა და შეჭამდა მაგენს ყველას.

ზ.გ. კი, მარა…

ვ.ხ. რომ არ ყოფილიყო ეს სკანდალი, მიშა დედას უტირებდა ყველას.

ზ.გ. ბედუკაძემ ამხილა ყველა, ციხის სისტემა.

ვ.ხ. რატომ მიაგდეს ეს კაცი, გამაგებინე? ჯერ ამბობდნენ, ფული აიღოო.

ზ.გ. არაფერი არ აუღია, კირილოვიჩ, ეტა ვსიო ვრანიო.

ვ.ხ. ახლა გადააგდეს, ხო, გუშინ გავიგე საღამოს, რომ ასე მითხრეს, რომ გადააგდეს, ეს უკვე არავის სჭირდებაო.

ზ.გ. შენ თვითონ ელაპარაკე? აბშენიე გქონდა ლადოსთან?

ვ.ხ. მე მას არ ველაპარაკე, სპეციალურად არ ვეხმიანებოდი, თორემ რა პრობლემა იყო? ჩემგან კაი ბიჭები ელაპარაკებოდნენ, მისი ახლობელი კაი ბიჭები.

ზ.გ. მოსკოვიდან ელაპარაკნენ.

ვ.ხ. თბილისიდან, ბელგიიდან, მოსკოვიდან. არა, ბელგიაში რომ ცხოვრობდა მერაბასთან ორი თვე, ჩვენი მეგობარია.

ზ.გ. მერაბა ბათუმელი?

ვ.ხ. ჰო.

ზ.გ. აღარ არის მაგი მერაბასთან დიდი ხანია.

ვ.ხ. ორი თვე იქ ცხოვრობდა, მერე სხვა ბიჭებმა მითხრეს თბილისში.

ზ.გ. ნუ ახლა თუ არ გინდა თქვა… მე ვიცი ერთი რამ, რასაც პატიმრები იძახიან: ყველას თურმე ეს კაცი პატივს სცემდა. ეს ვიცი 100%.

ვ.ხ. ია სტაბოი ნე სპორიუ.