ლადო ბედუკაძე-ზაზა დავითაია სკანდალური ფარული ჩანაწერი

news_10669

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მიერ დღეს გავრცელებულ სკანდალურ ფარულ ჩანაწერს ჟურნალისტ ზაზა დავითაიას გამოხმაურება მოყვა. მან გავრცელებული ჩანაწერი პირად დისკრედიტაციად მიიღო და „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი „თავისუფელი ზონის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ზაზა დავითაიას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ვიქტორ ჭელიძისა და ზაზა გაბედავას საუბრის ჩანაწერთან გაზეთის რედაქტორს მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ მან ჩანაწერი გააასაჯაროვა. საუბარს ყავს ორი მონაწილე, ორივე იდენტიფიცირებული, ერთ-ერთი მათგანი ახსენებს ზაზა დავითაიას და ვლადიმერ ხომერიკის ურთიერთობებს.

„ქრონიკა+“ საუბრის შინაარსზე, ცხადია პასუხს არ აგებს. ზაზა დავითაია ასევე მიიჩნევს, რომ სკანდალური ჩანაწერი ლადო ბედუკაძის დისკრედიტაციის მცდელობაა. სწორედ ამის გამო „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერის ფრაგმენტს ასაჯაროებს, სადაც ერთმანეთს ლადო ბედუკაძე და ზაზა დავითაია ესაუბრებიან.

პირადად მე, ელისო კილაძე საჯაროდ ვაცხადებ – ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც პირადი მეგობრების, ისე რესპონდენტების ფარული ჩაწერა, არასოდეს გამომიყენებია და არც სამომავლოდ ვაპირებ მსგავსი მეთოდებით ბრძოლას.