„კანონიერი ქურდი“ როლანდ გეგეჭკორი, შვილის „კორონაციას“ ზეიმობს

რე

როგორც ინტერნეტ გვერდი ,,Прайм Крайм“-ი იუწყება, რამოდენიმე დღის წინ ,,ქურდული ოჯახი“ ,,ახალშობილით“ შეივსო. ამჟამად რჩეულთა შორის რჩეულად,  57 წლის ,,კანონიერი ქურდის“ როლანდ გეგეჭკორის (როლანდ შლიაპა) შვილი რუსლანი დასახელდა. როგორც გაირკვა რუსლანის ,,ნათლობა“ კიპრზე, ოჯახური ,,ზეიმის“’ დროს ვიწრო წრეში შედგა. ,,ნათლობის საიდუმლო“ მამის მეგობარმა და კოლეგამ მერაბ მზარეულიამ აღასრულა, რომელსაც მხარს მეგრული ანკლავის წარმომადგენლები, მერაბ ფიფია (სუხუმსკი) და გეორგი ელერჯია (გია გალსკი) უმშვენებდნენ. ასე და ამგვარად ქურდულ სამყაროში ორი გვარია, რომელთა ღირსებასაც ცოცხალი და ერთმანეთის მხარდამხარ მდგარი მამაშვილების ტანდემი იცავენ. ასატრიანების და გეგეჭკორების დინასტია. თუმცა კულუალური ინფორმაციით, ედიკ ტბილისკის, შვილის ,,ნათლობაში“ მონაწილეობა არ მიუღია და როდესაც მისთვის სიახლე უმცნიათ, იმდენა აღშფოთებულა,რომ ,,მახარობელისათვის“ სილაც კი გაუწნავს, რამეთუ  ,,დასტოინი“ ზაკონნიკი შვილში სხვა პროფესიის მიმართულების გაღვივებას სცდილობდა თურმე. რუსლანის ბედის ბორბალი, ეტყობა დაბადებიდან იყო განსაზღვრული, მისი ბიძაც და ბაბუაც გავლენიანი ,,კანონიერი ქურდები“ გახლდნენ, ასე რომ რუსლანის სისხლის ყივილმა თავისი სათქმელი საქმით დაამტკიცა. ბნელ კორიდორებში მოსაუბრე ინკოგნიტო ენების თქმით, რუსლან უკვე როლანდევიჩის ,,ქურდულ ჩოხა ახალუხში“ გამოწყობა, საკმაოდ გააქტიურებული ,,თბილისური“ კლანის დასაბალანსებლად მოხდა. დათო სურგუთსკი, გიგი ბიბლიანი და ალეკო ჭურაძე, რომლებმაც აგვისტოს თვის დასაწყისში საკუთარი რიგები ,,სამი სული“ ქურდით, ირაკლი ჯაბუათი, რევაზ უბილავათი და მიხო ჯალაღონიათი შეავსეს, მოწინავე, შემტევ ფრთას აშკარად აძლიერებენ. რაც შეეხება მიხო ჯალაღონიას, ეს უკანასკნელი ,,ქურდული ოჯახის“ წევრი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა გამხდარიყო თუმცა, თურქეთში ,,სხოდკის“ გამართვას თურქი სამართალდამცავები შეეწინააღდეგნენ, მაშინ მის უფლებებს ზუგდიდელი ,,ზაკონნიკი“ ზურა დგებუაძე იცავდა, რომელიც ,,ქურდული ოჯახის“ წევრი სწორედ, მიხო ჯალაღონიას მამის, ასევე ,,კანონიერი ქურდის“ მეგონი ჯალაღონიას ხელდასმით გახდა. თუმცა ამ ამბებიდან ერთი წლის თავზე მიხო ჯალაღონიამ, უმნიშვნელო ბარიერების გადალახვის შემდეგ, ქურდული მანტია მაინც მოისხა. ბითუმად ჩატარებული ნათლობების ცერემოანიებს, რომლებსაც საკუთარ წრეებში კრიმინალური ავტორიტეტები, როგორც უნდათ ისე აწყობენ, (სხვა მხარის დაუკითხავად) წინ თურქეთში ასლან უსოიანის კლანის ყოფილი წევრების ისტორიული გაერთიანება უძღოდა. როლანდ გეგეჭკორს ,,ოჯახურ ზეიმში“ მონაწილეობის მისაღებად, თავად პიჩუგა და ვოსკრესიც მიუწვევია, თუმცა პასუხად მყარი უარი მიუღია. ასე რომ შვილის მომავლის ბედის განსაზღვრა მაინც საკუთარ მამას მოუწია. ,,ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“ როლანდ გეგეჭკორს ძველი ქართული ანდაზა ეტყობა ანდერძად აქვს შესისხლხორცებული. ასე რომ,  იხარე ჭერო მოკვდი მტერო!!!