„აწარმოე საქართველოში“ – ბიზნესი თუ კორუფცია?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსივრცეში ადვილი შესაძლებელია, თუმცა ერთად თავმოყრილი, ამასთან, კომპანიების მფლობელების შესახებ ხელმისაწვდომი მასალით შევსებული, ვფიქრობთ, უფრო საინტერესო იქნება.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროება ავტომატურად არ ნიშნავს კორუფციაში ბრალდებას.
ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის საინტერესოა, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ფლობენ კომპანიებს? რომელ ბიზნესთან აქვთ კავშირები? როგორი ურთიერთობა აქვთ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთან? რა ტიპის პროდუქციის წარმოებაა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული და რამდენად ეფექტიანია, ზოგადად, პროექტი „აწარმოე საქართველოში“?

#1

2018 წლის 28 თებერვალს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი გოფრირებული მილების მწარმოებელი ქარხანა, შპს „პოლიმერ 1“ გახსნა.
კომპანია 1985 წლიდან სასმელი წყლისა და გაზის მაგისტრალური სადენებისთვის პოლიეთილენის მილებს აწარმოებს, ხოლო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გოფრირებული მილების დამამზადებელი დანადგარების შეძენა, ახალი საწარმოს აშენება და წარმოების ასორტიმენტის გაფართოება შეძლო. შპს „პოლიმერ 1-ის“ მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს ეკოლოგიურად სუფთა, საიმედო პროდუქცია, რის მისაღწევადაც წარმოებაში მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული გამოიყენება.
საწარმოში, სადაც ამჟამად 90 ადამიანია დასაქმებული, წარმადობის ზრდასთან ერთად დამატებით 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. აღსანიშნავია, რომ შპს „პოლიმერ 1“ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გეგმავს.
2016 წლის სექტემბერში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ თბილისში, ქვედა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე 2990 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გადაეცა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 6 მლნ ლარზე მეტია.
„პოლიმერ 1“, დოკუმენტაციის თანახმად, დაფუძნებულია 2010 წელს. მისი სრული პაკეტის მფლობელი იყო ამირან ადეიშვილის კომპანია „პოლიმერი“.
2016-2017 წლებში ამირან ადეიშვილმა „ქართულ ოცნებას“ 110 000 ლარი შესწირა, 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის კამპანიას _ 60 000 ლარი.
ამჟამად კომპანიის მეწილეები არიან თავად ადეიშვილი 52%-ით;
ილია სეფიაშვილი 12%-ით („ქართული ოცნების“ შემომწირველი 90 000 ლარით, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის _ 50 000 ლარით).
რევაზ ქარჩავა 12%-ით („ქართული ოცნების“ შემომწირველი 90 000 ლარით, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის _ 50 000 ლარით);
ზაზა ხუციშვილი 6%-ით („ქართული ოცნების“ შემომწირველი 50 000 ლარით, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის _ 20 000 ლარით);
მორის ხუციშვილი 6%-ით („ქართული ოცნების“ შემომწირველი 60 000 ლარით, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის _ 30 000 ლარით);
გოჩა როხვაძე 12%-ით.
მისი კიდევ ერთი კომპანიაა „ჯორჯიან კორეან ფარმაცეუტიკალ კომპანი“ (77, 5%). თანამეწილეა ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე კიმ ინ სუ (22,5%).
„პოლიმერ 1-ს“ 9 ტენდერიდან მიღებული აქვს 701 078 ლარი. აქედან 7 ტენდერში მარტო მონაწილეობდა.
ასევე აქვს 85 გამარტივებული შესყიდვა (ადეკვატური ფასის ფარგლებში).

#2

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ფოთში ახალი საწარმო შპს „აჭარა ტექსტილე“ ამოქმედდა, რომელიც 22 თებერვალს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.
ქართული ექსპორტიორი კომპანია შპს „აჭარა ტექსტილე“ 2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მოღვაწეობს და წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და ა. შ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას, ქ. ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში არსებულ ორ სამკერვალო ქარხანაში, დასაქმებული ჰყავს 2500 საქართველოს მოქალაქე, თუმცა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიამ ასორტიმენტის გაფართოება და ქ. ფოთში ახალი საწარმოს აშენება შეძლო, რომლის ფარგლებშიც დამატებით 3000 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ ახალი საწარმოს ამოქმედების შედეგად, კომპანია თანამშრომლობას შეძლებს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა New Balance და Under Armour.
ამჟამად კომპანია, წლიურად, 10 000 000 ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს, რაც ახალი საწარმოს ამოქმედების შემდგომ კიდევ უფრო გაიზრდება.
შპს „აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური კომპონენტით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ფოთის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 40 მლნ ლარს შეადგენს და ამჟამად 700 ადამიანია დასაქმებული. ზემოხსენებული სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 80 მლნ ლარია.
P. s. საწარმო „აჭარა ტექსტილი“ საქართველოში 2009 წელს გაიხსნა. პირველი სამკერვალო ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში ამოქმედდა.
შპს „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებლები 2008 წელს არიან:
ჯემალ ბილგინგულლ უოღლუ (თურქეთის მოქალაქე)
სს „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმვე იათირიმ თიჯარეთ“.
ამჟამად, ჯენგიზ ოზქენდირ (თურქეთის მოქალაქე)
და სს „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმვე იათირიმ თიჯარეთ“.
ამ ბიზნესჯგუფთან დაკავშირებულია კიდევ რამდენიმე კომპანია:
შპს „ნომად აგრიქალჩერ ენდ გრიინ ჰაუს“ (100% წილი _ სს „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ“);
შპს „გარდენი“ (სს „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ“ _ 50%, ჯემალ ბილგინგულლუოღლუ _ 50%) დირექტორი ჯენგიზ ოზქენდირ;
შპს „აიკონ გრუპ“ (100% წილი _ სს „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ“) დირექტორი _ ჯენგიზ ოზქენდირ.

#3

ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „სინენსი“ შეემატა, რომელიც მინერალური წყლის ჩამოსხმას შეძლებს.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კომპანია უახლესი ტექნოლოგიის დანადგარების შეძენას შეძლებს, რაც მას საშუალებას მისცემს, მომხმარებელს მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ხელსაყრელ ფასად მიაწოდოს.
შპს „სინენსი“ წლიურად 100 000-ზე მეტი ბოთლის წარმოებას შეძლებს. საწარმო, პირველ ეტაპზე, 25 ადამიანს დაასაქმებს და საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე აპირებს, თუმცა სამომავლოდ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასთან ერთად, ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
აღნიშნული საწარმო მცხეთაში, სოფელ მუხრანში აშენდება და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1 200 000 ლარს შეადგენს.
კომპანიის მფლობელები არიან:
რუსლან გელაძე _ 50% (ამავე დროს, დირექტორიც),
ვაჟა უსანეთაშვილი _ 50%.
რუსლან გელაძის კომპანიები:
1. შპს „საქცენტრკომპლექტი“ (2007 წ.);
2. შპს „საქცენტრკომპლექტი“ (2007 წ.);
3. შპს „ბიოქიმსინთეზი“ (2014წ.) ორი თვის განმავლობაში.
ვაჟა უსანეთაშვილის სახელთან დაკავშირებულია რამდენიმე კომპანია:
1. შპს „ბ/ვ ჰოლდინგ ქორფორეიშენ“ _ 12, 25%;
2. შპს „კალასი“ _ 20%;
3. შპს „ლილო მოლი“ (დაფუძნების დროს შპს „ელსავაკო“) _ 14,29%;
4. შპს „ტერასა“ (დაფუძნების დროს შპს „სატავტოტრანსი“ 2) _ 33,07%;
5. შპს „ტაო 2052“ _ 14.29%;
6. შპს „უნივერსალ ტრანზიტ სერვის“ _ 25.00%;
7. შპს „ვაგი“ _ 33.34%;
8. შპს „რივა“ _ 49.98%;
9. შპს „ლილო კაპიტალი“ _ 10.00%;
10. შპს „ფანტასტიკა“ _ 50.20%;
11. შპს „დოლაბაური“ _ 25.00%;
12. შპს „არსაკიძე-2000“ _ 25.00%.
შპს არსაკიძე 2000-ს 2013 წლიდან 2018 წლამდე მოგებული აქვს 55 ტენდერი საგზაო სამუშაოებისთვის.
25 ტენდერი ისნის რაიონის გამგეობაში (13 316 350 ლარის),
25 _ სამგორის რაიონის გამგეობაში (10 697 544 ლარის),
4 _ კრწანისის გამგეობაში (597 639 ლარის) და _ საბურთალოს გამგეობაში (222 717 ლარის).
55 ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 24 834 250 ლარი.
ასევე 7 გამარტივებული შესყიდვა, საერთო ღირებულებით 3 389 433 ლარი.
ვაჟა უსანეთაშვილმა 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა 30 000 ლარი, 2017 წელს დამოუკიდებელ კანდიდატ გულო ზუმბაძეს _ 10 000 ლარი, „ქართულ ოცნებას“ კი 38 000 ლარი, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას _ 60 000 ლარი.

#4

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში შპს „ჯორჯია ბილდინგ გროუფ“ შეძლებს გაფართოებას.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანია კუთვნილ მიწაზე ბეტონის მწარმოებელი საწარმოს აშენებასა და უახლესი ტექნოლოგიის დანადგარების შეძენას გეგმავს, რაც მას საშუალებას მისცემს, ბაზარს მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს.
შპს „ჯორჯია ბილდინგ გროუფ“, რომელიც 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კი კომპანია 50 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 9 300 000 ლარს შეადგენს.
შპს „ჯორჯია ბილდინგ გროუფის“ მფლობელები არიან:
სს „კავკაზ ცემენტი“ _ 60%;
გიორგი ჟორდანია _ 40%;
დირექტორი კი გიორგი ერისთავი.
კომპანია შეიქმნა 2005 წელს.
გიორგი ერისთავი არის:
შპს ILTRANS-ის 50%-იანი წილის მფლობელი;
შპს „ლენდ მარკის“ 10%-იანი წილის მფლობელი.
„ლენდ მარკში“ მისი პარტნიორები არიან:
1. არჩილ ქავთარაძე (შპს „ვინდფორს მედია“ _ 100%,
შპს „ბლიც ფლეი“ _ 100%,
შპს „სამოცდათორმეტი“ _ 40%,
შპს „ფორტაქსი“ _ 25%,
შპს „ლენდ მარკი“ _ 30%;
2. ვლადიმერ ზეინკლიშვილი _ საქართველოს განვითარების დახმარების ფონდი;
შპს „აჭარა ბილდ“ _ 100%;
შპს „იმპორტ კაპიტალი“ _ 40%;
შპს „ლისი-2014“ _ 33,33%;
შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანები“ _ 80%;
შპს WALLS _ 37,5%;
შპს „დი ენ ჯგუფი“ 60%;
შპს „კოლმეურნე“ 30,5%;
შპს „ჯავა გრუპი“ 30%;
შპს „ლენდ მარკი“;
3. დავით კიკნაძე
შპს „დი ენ ჯგუფი“ _ 20%;
შპს „ელ ბე დე ჯგუფი“ _ 100%;
შპს „ლენდ მარკი“ _ 30%;
4. ზაალ ჩაჩავა
შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო“, ქუთაისი (პრეზიდენტი);
შპს „ინთერნეიშენალ სოქერ ჰაუს“ _ 100%;
შპს „ბეთანია 2008“,
საქართველოს წყალბურთის ფედერაცია (პრეზიდენტი);
შპს „ეარ ჯორჯია“ _ 50%;
შპს „ეი ენ არ სი ჯორჯია“;
შპს BATUMI STAR _ 49.00%;
შპს „ნობუ“ _ 8.00%;
შპს „ბესთი“ _ 50.00%;
შპს „ლისი-2014“ _ 33.34%;
შპს კომპანია „კაზინო აჭარაბეთი“, (Casino Adjarabet) _ 27.00%;
შპს WALLS _ 37.50%;
შპს „ჰაუზ დეკორი“ _ 60.00%;
შპს „ფელიქს სოლუშენზ ჯორჯია“ _ 33.00%;
შპს „კოლმეურნე“ _ 30.50%;
შპს „ჩიგო“ _ 33.00%;
შპს „სამორინე“ _ 100.00%;
შპს „კომპანიოლა“ _ 100.00%;
შპს „ჰორეკა 2010“ _ 24.36%;
შპს „გრანდი“ _ 9.86%;
შპს „ბელ დე ჟურ“ _ 22.36%;
შპს „ორი წუთი“ _ 50.00%;
შპს „ვუდიმპექსი“ _ 20.00%;
შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე“ _ 5.00%;
შპს AGT + _ 100.00%;
შპს „აზიური“ _ 25.00%;
შპს „პიერო ლე ფუ“ _ 25.00%;
შპს „ზარა გრუპ ჯორჯია“ _ 80.00%;
შპს „ლენდ მარკი“ _ 30%.
გიორგი ჟორდანიას სახელს უკავშირდება რამდენიმე კომპანია:
შპს „ევრაზია რორო ლაინ“ _ 100.00%;
შპს „არქი გრუპი“ _ 100.00%;
შპს „ჯ ჯ 2011“;
შპს „დიდუბე 2008“;
შპს „ევრაზია შიპინგ ენდ ლოჯისტიკ“.
სს „კავკაზ ცემენტი“ კი ფლობს წილებს კომპანიებში:
შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ _ 100.00%;
შპს „კავკაზ ცემენტ ვესტ“ _ 16.74%;
შპს „თბილცემენტი“ _ 61.80%.

#5

„აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი ბენეფიციარი არის შპს „ჯი სი ჯი“, რომლის დირექტორიც გახლავთ გიორგი ჩრდილელი.
ჩრდილელი სახელმწიფოს კუთვნილ სს „თამ“ _ „თბილავიამშენის“ წარმომადგენელი და „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი პრეზიდენტია.
„თბილიავიამშენი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ _ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა.
ასევე შპს „ჯი-სი-ჯიში“ წილებს ფლობენ:
შპს „ვი თი ჯგუფი“ _ 34%;
ირაკლი ფირცხალაიშვილი _ 16.5%;
გიორგი როგავა _ 16.5%, რომელიც ასევე შპს „ქართული კვების კომპანიის“ ხელმძღვანელია.
საუბარია 3.379 800 ლარის ინვესტიციაზე.

#6

პროექტის „აწარმოე საქართველოში“” ბენეფიციართა შორისაა კომპანია „ჯეუ გრუპი“, რომელიც ასფალტ-ბეტონის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავს.
ეს იქნება მობილური ასფალტ-ბეტონის ქარხანა, სადაც 24 ადამიანი დასაქმდება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 350 000 ლარია.
„ჯეუ გრუპს“ გამარჯვება მოპოვებული აქვს 29 ტენდერში, საერთო ღირებულებით 57 036 643 ლარი;
ასევე მიღებული აქვს 5 გამარტივებული შესყიდვა (6 792 396 ლარი).
კომპანიის მფლობელები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან:
ნინო კიკაბიძე _ 25 000 ლარი 2017 წელს;
გიორგი მარკოიშვილი _ 25 000 ლარი 2017 წელს.

#7

პროექტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ცხრაწყარო 2007“ სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას შეძლებს.
შპს „ცხრაწყარო 2007-ის“ მფლობელები არიან:
გიორგი თოფაძე 30%;
ირაკლი თოფაძე 35%;
გიორგი თოფაძე 7.5%;
სოფიო იოსელიანი 7.5%;
რევაზ არველაძე 20%.
ინვესტიციის ჯამური ღირებულება 3 მილიონი ლარია.
იგი მიზნად ისახავს ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში სასტუმროს მშენებლობას.

#8

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს კიდევ ერთი ბენეფიციარია კომპანია შპს „ტიფლის ტექსტილი“.
კომპანია შეძლებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის წინდების წარმოებას. საწარმოში, რომელიც თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით იქნება აღჭურვილი, პირველ ეტაპზე, 50-მდე ადამიანი დასაქმდება. ამასთანავე, სამომავლოდ კომპანია პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.
პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 000 000 ლარს შეადგენს.
კომპანიის მფლობელები არიან:
ნიკოლოზ ალანია (შპს „ოცდარვა“, შპს „ჯორჯიან ქონსთრაქშენ სისტემს“);
გიორგი გაჩეჩილაძე (შპს „სვანეთის სასტუმროები“, შპს ს.ს.თ, შპს „იუნიქვესთ დეველოპმენტსი“, შპს „ლოგ აუტ“, შპს „ზურულდი“).
ამავე დროს, გიორგი გაჩეჩილაძე იყო რამდენიმე კომპანიის გენერალური დირექტორი:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (2014 წლის დეკემბრამდე);
შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (2014 წლის აგვისტომდე);
შპს „რუსთავის წყალი“ (2014 წლის დეკემბრამდე);
შპს „მცხეთის წყალი“ (2014 წლის დეკემბრამდე).
ოთხივე კომპანიას ფლობს შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზ“.
შპს „ჯორჯიან ინჯინიერინგ ენდ მენეჯმენტ კომპანი“ (ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული, 2014 წლის აპრილიდან დეკემბრამდე).

#9

„ინოვასი“ არის კიდევ ერთი ქართული საწარმო, რომელიც 100%-ით გადაამუშავებს ქართულ ნედლეულს, სეზონზე კი დაასაქმებს 1000-დან 2000-მდე ადამიანს. ამ ფარმაცევტულ საწარმოში, დაახლოებით, 9 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტი დაიწყო გასულ წელს. ეს კომპანია იყო პირველი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და დღეს ჩვენ ვიხილეთ ძალიან წარმატებული თანამედროვე საწარმო. ამ საწარმოს მეპატრონეები დაბრუნდნენ საქართველოში და აქ დაიწყეს ბიზნესის კეთება, რაც ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, ყველას მოგილოცოთ ამ პროექტის ასე წარმატებით დასრულება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ინოვასი“ პირველია ბაზარზე, რომელიც ქართული ფლორის სამკურნალო პოტენციალს გამოიყენებს და ფარმაცევტული პროდუქციის მოპოვებას, გადამუშავებას, წარმოებასა და ექსპორტს განახორციელებს. კერძოდ, წარმოებაში 40-მდე სახეობის მცენარის გადამუშავებით 60-მდე სახის აქტიური სუბსტანცია მიიღება, რომელიც ფართოდ გამოიყენება ფარმაციაში, პარფიუმერიაში, ჰიგიენური საშუალებების წარმოებაში.
კომპანიის მფლობელები არიან:
დავით ებრალიძე, რომლის სხვა კომპანიებია:
შპს „ექროზ“ (ალბერტას ვალავიკიუს, თეა კვირიკაშვილი);
შპს „ჰანდელსტორ“ _ ამ კომპანიაში ებრალიძის პარტნიორები არიან:
კახაბერ ამაღლობელი _ სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია, “ შპს „რაკიინ ეგრიქალჩა დეველოპმენტი“ (2016 წლამდე), შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (2014 წლამდე);
თეა კვირიკაშვილი (შპს „ექროზ“, შპს YNNOVAS);
დავით საკანდელიძე;
საკანდელიძე შპს „გლობიმექსში“ უჩა მამაცაშვილის (საქართველოს მხარდაჭერისა და განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, შპს „ჯი სი ეფ პარტნიორები“) პარტნიორია.
„გლობიმექსს“, „ინოვასსა“ და ამ ბიზნესჯგუფთან დაკავშირებულ კიდევ ერთ კომპანია „შტოლცფარმას“ (დავით ებრალიძე) ერთი იურისტი ჰყავთ _ ნანა ლარცული, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატ იამზე ბურჯალიანის ქალიშვილი.
ასევე გურამ ცანავა (შპს „რაკიინ დეველოპმენტი“, შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ (2016 წლამდე);
პაატა გურგენიძე (შპს „ნეტ ფარმა საქართველო“, შპს „ლ.პ. და კომპანია“, შპს „იმპექსმედი“, შპს RPK & Company);
ირაკლი მეგრელიშვილი (შპს „ჰანდელსტორ“, შპს VIB).

ქეთევან ენუქიძე