პრორუსული შიზოფრენია

სალომე ზურაბიშვილმა გარმონი გაწელა და დაამღერა: „ასე მოხდა, თუ ასე არის, რომ მე ვარ ყველაზე ევროპელი პრეზიდენტი, რაც საქართველოს ჰყოლია“.
„ნაგლი ფრაერ ხუჟე ტანკა“, _ ასე იტყოდნენ მასზე ისინი, რეალურად ვისიცაა იგი.

ამ მართლაც პუტინის კნეინას, „კარტოშკით“ მოყვანილსა და „კარტოშკის“ მეშოკივით პოსტზე დადებულს, ჰყოფნის უტიფრობა და თავს აცხადებს ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილზე ევროპელ პრეზიდენტად.
მაინც, რა ნიშნითაა მათზე უფრო ევროპელი პრეზიდენტი? მხოლოდ იმ ნიშნით, რომ პარიზში დაიბადა, გაიზარდა და ჩაბერდა? თუ იმ ნიშნით, ლავროვზე რომ ცისკრის ვარსკვლავი ამოსდის? თუ იმით, ფრანგული რომ იცის? ფრანგულის ცოდნა შეიძლება წააყვედრო მამათელ ფერშალს, ამხანაგ ედუარდ შევარდნაძეს, მაგრამ ვერ წააყვედრი ვერც მიხეილ სააკაშვილს და მით უმეტეს, ვერც ბოდლერის პოეზიის აღიარებულ მთარგმნელს _ ზვიად გამსახურდიას.
ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილს ვინ ჩივის, ეს მალე მზიასაც გაეჯიბრება, _ მე უფრო ევროპელი ვარო და მეშინია, ვადის ამოწურვამდე ზეზვას გვერდით დავანებაც არ მოითხოვოს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, სადაც საკონტროლო პაკეტს სიმართლე ფლობს.
ისე, მაინც, სხვა რა ნიშნითაა ევროპელი? პოლიტიკურად? რამდენიც არ უნდა მალოს პუტინოიდური წარმომავლობა და რამდენიც არ უნდა ეცადოს, რომ თავი მოგვაჩვენოს ანტირუსად, მაინც ყველაფერი ცხადზე ცხადია.
მით უფრო, რომ ამ მცდელობებში უარეს შეცდომებს უშვებს, რაც კიდევ უფრო კომიკურს ხდის მის მდგომარეობას _ სირაქლემის პოზას.
ჯერ იყო და ტრამპის ის ტვიტი გადატვიტა, სადაც ტრამპი საქართველოს დიდ მეგობარ ჯო ბაიდენს უკბილო იუმორით დასცინის და მძინარას ეძახის. მერე სკანდალი ატყდა და ტვიტი წაშალა.
მერე იყო და ფეისბუკზე ისტერიკაში ჩავარდა, არიქა, მხატვარ ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებენო და ბოლოში 4 ნიშანიც „მისცა“ და სამი ტრაგიკული, სევდიან-დაძმარებული სმაილიკიც.
ამ ქალს, როგორც საკუთარ თავს ეძახის „ყველაზე ევროპელ პრეზიდენტს“, როგორც ჩანს, ჯერ ვერავინ შეაგნებინა და ვერ გააგებინა, რომ ქართულ ენაში ერთი ძახილის ნიშანი საკმარისია (მაქსიმუმ _ 3) და არც 2, არც 4 და მეტი არ იწერება. აი, ის კი იქვე აუხსნეს, რომ ამჯერადაც იაღლიში ჰქონდა არტყმული და ვარლამიშვილს არავინ ისაკუთრებდა, რომ ფელიქს ვარლამიშვილზე იქვე გარკვევით ეწერა, რომ ქართველი მხატვარია, ისიც რომ ქუთაისიდანაა და დამთავრებული აქვს თბილისის სამხატვრო აკადემია.
მოკლედ, უნდოდა, ტრამპისტად გაესაღებინა თავი და ტრამპაცუმპა უფრო გამოუვიდა. უნდოდა, ანტირუსად გაესაღებინა თავი და „გაპაზორდა“.
მოკლედ, ეს აცქაცუცქა ჩაუფლავდა, მაგრამ ერთიცაა, საერთოდ რაში სჭირდება ეს იაფფასიანი „მასკიროვკები“, როცა თავს ღიად იშიფრავს?
„ამერიკის ხმასთან“ საუბარში ღიად დააბრახუნა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის მშენებლობის წინააღმდეგია!
ამ მზიაზე ევროპელს რომ ჰკითხო, ამერიკული ბაზები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია და ტერორიზმის ალბათობას გაზრდის, რომ საქართველომ ამ ტიპის პროვოკაციული ნაბიჯები არ უნდა გადადგას.
მეფის რა მოგახსენოთ და პრეზიდენტი ნამდვილად შიშველია. უკვე ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია, თუ რამ აქამდე კიდევ არსებობდა. ჭირმა თავი ვერ დამალა, შუბი ხალთაში არ დაიმალა და ყველაფერი გაცხადდა. სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა პუტინის კიკუდ!
ზურაბიშვილის ამ „ქამინგაუთმა“ თვით „ოცნებაც“ კი დააფრთხო და დააბნია. ისე, რომ კახი კალაძემ პინგვინის ყივილამდე უარყო ის ზურაბიშვილი, რომლის საარჩევნო ბანერებს ზედ შპალერად იყო გადაკრული არჩევნების წინ. გამოვიდა და თქვა, _ ეგა დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეა და „ქართულ ოცნებასთან“ ნუ გააიგივებთო.
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი“, _ ასე ბრძანა კალაძე კახიმ. თან ისე, ტუჩიც არ ათრთოლებია.
ახლა აღარ ნებავთ ზურაბიშვილი, არადა, არჩევნებისას მთელმა „ოცნებამ“ ბოქვენი გაიმელოტა ეპილაციის გარეშე. რა აღარ იკადრეს, რა აღარ ქნეს, რაზე აღარ წავიდნენ _ თუ ძალადობაზე, თუ კარტოფილის დარიგებაზე, თუ პატარა ბიჭების ბოზებში წაყვანაზე, თუ ცოტა დიდი ბიჭების დაბოლებაზე, თუ უფრო დიდი ბიჭების რესტორნებში წაყვანაზე… ახლა კი გამოდიან და უკვე ღიად ემიჯნებიან… რაზე მიუთითებს ეს? რაზე და იმაზე, რაზედაც აქამდეც სულ ვწერდით, _ სალომე ზურაბიშვილი სულაც არ იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩეული ან სასურველი კანდიდატი! ის იმთავითვე იყო პუტინის კანდიდატი, ივანიშვილს კი, უბრალოდ, მოსკოვიდან დაევალა მისი გაყვანა და არჩევნებში გამარჯვება, რადაც არ უნდა დასჯდომოდა.
ამიტომაც იყო ივანიშვილი, მთელი მონდომებით რომ ჯდებოდა „სმერტელნი შპაგატში“. სალომეს გაპრეზიდენტება იყო პუტინისგან მიღებული დავალება, რომელიც თავად მასაც აწყობდა, ცხადია, გარკვეულწილად. ივანიშვილს არანაირად არ აწყობს არც რუსეთის გაღიზიანება (რომ არ დაკარგოს ის, რაც რუსეთში აქვს) და არც ცალსახად რუსეთის ინტერესების გატარება აძლევს ხელს, რადგან ამ შემთხვევაში დაკარგავს იმას, რაც დასავლეთში აბადია.
მისთვის ერთნაირად მტკივნეულია, მარცხენა ჯიბიდან ამოაცლიან ფულს თუ მარჯვენა ჯიბიდან. ამიტომ სალომესნაირის ასპარეზზე შემოყვანა მისთვისაც ხელსაყრელია. რაც რუსეთს უნდა, გააკეთებს სალომე (და აგერ, აკეთებს და მერე როგორ), ბიძინა კი ხელს დაიბანს როგორც ხალხთან, ისე დასავლეთთან. ზუსტად იმ ტექსტით, რა ტექსტითაც ახლა დაიბანა ხელი კახი კალაძემ. დიახ, კახიმ თვით ბიძინას მესიჯი იღაღადა _ სალომე დამოუკიდებელი მოთამაშეა, ჩემთან ნუ გააიგივებთ, მე, უბრალოდ, მხარი დავუჭირე დამოუკიდებელ კანდიდატს. მე რა შუაში ვარ? ხალხმა ისურვა, ხალხმა აირჩია, მაგრამ მაგან სხვაგან გაუხვია და მე რა შუაში ვარ?
გამოდი, ბიძინა, გიცანით.
სალომე ღიად აჟღერებს იმას, რაც პუტინისთვის სანუკვარია. და მას ბანს აძლევს „პატრიოტთა ალიანსი“. აცხადებენ, რომ „საქართველოსთვის დღეს უნიკალურია ავსტრიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის მოდელი _ მიუმხრობლობა. ჩვენ არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება საქართველოს ტერიტორიაზე“; რომ ნატოზე ფულის ხარჯვა მიუღებელია, როცა ბავშვები შიმშილით იხოცებიან, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა შემცირდეს და რომ სოციალური პროგრამები უნდა გაიზარდოს, რომ ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო ნეიტრალიტეტი და სოციალური პროგრამებია…
მოკლედ, სალომემ ამერიკული ბაზები არ გვინდაო.
„პატრიოტებმა“, რა დროს დეიდა ნატოა, ობლებს შიათო.
მათ არც გენშტაბის შეფი ჩამორჩა, _ საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა, რომ ბოლო 28 წელიწადში საქართველომ 4 ომი გამოიარა: „3 სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან“.
ატყდა ერთი გნიასი, არიქა, ჩაჩიბაიამ აფხაზეთის, ცხინვალის ომები სამოქალაქო ომებად მოიხსენია, მაშინ, როცა ამ კონფლიქტებში რუსეთი გვებრძოდაო. ჰო, აბა, რა, 90-იანებში თბილისში ომი ხომ ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა გააჩაღეს და გახლიჩეს ერი.
არა, ბატონებო, საქართველოში სამოქალაქო ომი იყო საუკუნეებს მიღმა, ბაზალეთის ტბასთან, სადაც ერთმანეთს ქართველები ხოცავდნენ. ბოლო 30 წელიწადში კი საქართველოში არანაირი სამოქალაქო ომი არ მომხდარა.
1991-92 წლების თბილისის ომი იყო რუსეთის სპეცსამსახურების მოწყობილი სამხედრო გადატრიალება, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის სპეცსამსახურების ადგილობრივი კიკუები: აგენტურა, პარტნომენკლატურა, რომელთაც მოსკოვიდან დავალების გარდა ამოძრავებდათ კლანური შურისძიება და სურდათ რევანში, დაკარგული ძალაუფლების დაბრუნება; მონაწილეობდა პრივილეგირებული კასტა _ წითელი ინტელიგენცია, რომელთაც არ სურდათ პრივილეგიების დათმობა; ცხადია, მონაწილეობდა ამ ყველას მიერ შეცდომაში შეყვანილი და მათ ფეხის ხმას აყოლილი მცირე მასა, მაგრამ ეს არ იყო სამოქალაქო დაპირისპირება, ეს იყი რუსული ჯარის მიერ მხარდაჭერილი, რუსეთის მიერ, ადგილობრივი მოღალატეების მიერ მოწყობილი სისხლიანი გადატრიალება.
აფხაზეთშიც და ცხინვალშიც საქართველოს ებრძოდნენ რუსები და მათი დამქაში აფსუები და ოსები. ოსები, ტრადიციულად, მუდამ რუსეთის მოკავშირეები იყვნენ კავკასიაში.
რუსებსაც, აფსუებსაც და ოსებსაც ამოძრავებდათ ქართული მიწის მიტაცების დაუოკებელი სურვილი და არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება ეს არ ყოფილა.
ვინც ამ სამ ომს იხსენიებს სამოქალაქო ომად, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი კი არა ან გენერალური იდიოტია, ან _ გენერალური მტერი.
ამ გენერალურად რუსულ ნარატივს რომ საზოგადოების აღშფოთება მოყვა, ჩაჩიბაიამ „ზადნი“ მისცა, 90-იან წლებში მომხდარ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო ყველაფერიო: „როგორც დამგეგმარებელი, ასევე ის მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით. რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი კონფლიქტების მე თავად გახლავართ მონაწილე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას“, _ განაცხადა ჩაჩიბაიამ და დაგვმოძღვრა, _ ჩემი გამოსვლიდან ამოგლეჯილი ფრაზით ნუ შეეცდებით მანიპულაციასო.
ჯერ ერთი, ვინც რა არ უნდა ამოგლიჯოს და როგორც არ უნდა ამოგლიჯოს, თუ თავად არ თქვი, რომ 3 სამოქალაქო ომი მოხდა, ვერავინ გათქმევინებს ამას და როცა იტყვი, რომ ბოლო 28 წელიწადში ოთხი ომი მოხდა და აქედან 3 სამოქალაქო ომი იყო, ყველაფერი „იასნია“ და თავად არ უნდა ეცადო მერე მანიპულირებას!
საგულისხმოა, რომ როდესაც ჩაჩიბაია ამ „სიბრძნეს“, ამ პუტინისტურ ნარატივს ახმოვანებდა, გვერდით ედგა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, პრემიერი ბახტაძე და თავდაცვის მინისტრი. არც ერთს ეს არ გაუპროტესტებია.
პრინციპში, მე ის მიკვირს, სალომე ზურაბიშვილმა იქვე ისტერიკები რომ არ მოუწყო _ ზურაბიშვილი ხომ არც 2008 წლის ომს მიიჩნევს რუსეთ-საქართველოს ომად და ფიქრობს, რომ ეს იყო სააკაშვილის ომი საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
საგულისხმოა ისიც, რომ ჩაჩიბაიამ იგივე იმავე დღეს, ერთი საათის შემდეგ გაიმეორა ოპერაციების მართვის შტაბშიც. იქაც მის გვერდით იდგა თავდაცვის მინისტრი იზორია და ამ ბოდვას ნერვაუტოკებლად უსმენდა.
აიღებ რა ცალკე სალომეს სკანდალურ განცხადებას ამერიკულ ბაზებზე, ცალკე მისთვის „პატალიანისის“ მიერ მიცემულ ბანს და ცალკე გენშტაბის ბოსის არანაკლებ სკანდალურ განცხადებას სამ სამოქალაქო ომზე, ნათელი გახდება, რომ ეს ყველაფერი ერთი შტურმის ნაწილებია…
შტურმის, რომელიც ხორციელდება ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღდეგ. ამ პრორუსულ შიზოფრენიას წერტილი უნდა დაესვას! მაგრამ როგორ? საკითხავი, აი, ეს არის.

რეზო შატაკიშვილი