შავ ზღვაში ნატოს საბრძოლო ხომალდები შევლენ

3

როგორც სააგენტო ,,ИТАР-ТАСС“-ი ამერიკის სამხედრო დიპლომატიურ უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, 7 სექტემბრამდე შავ ზღვაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო) კუთვნილი ოთხი საბრძოლო ხომალდი შემოვა. დაზუსტებული ინფრმაციით საბრძოლო ხომალდებს სათავეში ამერიკული ესმინეცი «Росс»-ი ჩაუდგება, რომელცას გვერდს ფრანგული გემი ,, Командант Биро“, კანადური ,,Торонто“ და ესპანური ფრეგატი ,,Альмиранте Хуан де Бурбон“ დაუმშვენებენ. ესპანური და კანადური სამხედრო გემები შავ ზღვაში 6 სექტემბერს გამოჩნდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული სადაზვერვო საზღვაო ხომალდი ,, Дюпюи де Лом“ რომელიც ამ დრომდე შვა ზღვაში პატრულირებს, აღნიშნულ აკვადორიას 5 სექტემბერს დატოვებს. მონტრეს კონვენციის თანახმად, ნატოს სმახედრო გემები შავ ზღვაში 21 დღეზე მეტ ხანს ვერ დარჩებიან.