ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშნეს?!

mtav2

ინფორმაციას შიხიაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-სთან ვეტერანი ემზარ ქვარიანი ავრცელებს. დასძენს, რომ ვეტერანები კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას აპროსტებენ და პერმანენტული აქციებისთვის ემზადებიან:

„ – მე, პირადად, ემზარ ქვარიანი, როგორც სამი ომის მონაწილე ვეტერანი, არ ვაღიარებ მოღალატე შიხიაშვილს ჩემი დეპარტამენტის ხელმძღვანლად, ისევე როგორც სხვა ბევრი ვეტერანი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ის ადამიანები, ვინც ლობირებას უწევს შიხიაშვილს, რომ ეს კაცი არაა დასანიშნი არსად. არც ადამიანობა გააჩნია შიხიაშვილს და არც სიბრალულის გრძნობა. შიხიაშვილია ის პირი, რომელმაც ჯერ 26 მაისის დარბევა გაამართლა, ის დარბევა, მე – ემზარ ქვარიანს, რომ 53 ტყვია მესროლეს და სასიკვდილოდ გამიმეტეს, მერე ვეტერანებიც რომ აყარეს გმირთა მოედანზე და იქ, ქალი სცემეს, პროტესტიც რომ არ გამოუთქვამს. აი, ეს კაცია შიხიაშვილი, რომელსაც დეპარტამენტიც და ვეტერანებიც ფეხზე ჰკიდია და ჩვენს გვერდით როგორ უნდა იყოს? ამ ადამიანს რომელი საღადმოაზროვნე უნდა აბარებდეს დეპარტამენტს? არც ერთ ვეტერანს არ გვიბრძოლია იმისთვის, რომ შიხიაშვილისნაირებისთვის ყოფილიყო ცხოვრებაც საამური და კეთილდღეობაც სტაბილური. ამიტომ უნდა გადაიხედოს ეს საკადრო გადაწყვეტილება, თორემ ჩვენ ვეტერანები აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს, თან ყველაზე მწვავე ფორმებით და მერე გვიან იქნება ყველაფერი“ – აცხადებს „ქრონიკა+“-სთან ემზარ ქვარიანი.