ლაშა ამირეჯიბი: „როცა პროკურატურა ცოცხალი ლეშია, ვირებს უნდა გაუფრთხილდეთ!“

1

„სახალხო კრების“ წევრი ლაშა ამირეჯიბი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საგანგებო მიმართვას ავრცელებს, რომლის ადრესატიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. „ქრონიკა+“ ლაშა ამირეჯიბის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„ – კოჭლამაზად მოისიარულე ქვემო ქართლის პროკურორი კვლავ სდუმს. როგორც გავარკვიე, ბატონი კოჭლამაზაშვილი „ნაცმოძრაობის“ გადმონაშთი ყოფილა ახალ საქართველოში….. „ნაცების“ სკოლაგავლილი პროკურორის იმედი მტერს ჰქონდეს. ამას წინათ, სოციალურ ქსელში გავავრცელე საქართველოს მოქალაქის, ჯამალ მუსაევის წერილი, სადაც იგი სთხოვს პრემიერ-მინისტრს, მისი ვაჟის გატაცების საქმის ობიექტურად გამოძიებას. ამავე წერილში, ბატონი ჯ.მუსაევი ასახელებს მისი შვილის გამტაცებლებს, მათ გვარებსა და სახელებს. აბსოლუტურად უმწეო და, სავარაუდოდ, ღარიბაშვილზე დამოკიდებული პროკურატურა მითითებას ელის …. მოსაძებნი არავინაა, ყველა სახეზეა, ცოცხლები არიან და გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ამ საქმის ერთ-ერთი მონაწილე, სამირ ხიალოვი კვლავ „სუს“-ის თანამშრომელია ქვემო-ქართლში და როგორც ჩანს, მას „სუს“-ის მაღალი ჩინები მფარველობენ. საზოგადოებას მინდა მივმართო! სულ ტყულიად გაქვთ იმედი სამართლიანობის აღდგენისა, საქართველოს პროკურატურა ცოცხალი ლეშია!!! იგი მხოლოდ დაკვეთებით იძიებს საქმეებს. ადამიანს შვილი მოსტაცეს და ამ ფაქტზე არ რეაგირებს გ. ბადაშვილის უწყება. პროკურორი კოჭლამაზაშვილის ვირი, რომ მოეპარათ მინდვრიდან, დარწმუნებული ვარ, ერთ საათში ვირის ქურდი ნაპოვნი და გასამართლებულიც ეყოლებოდათ.. შეიძლება შემთხვევით ვირიც გაესამართლებინათ ამათი უვიცობის და უმწეობის ამბავი რომ იცოდეთ.. მივმართავ ბატონ პრემიერ-მინისტრს! ბატონო ირაკლი, უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინეთ კეთილი ნება და დაინტერესდით ჯ.მუსაევის ვაჟის გატაცების საკითხით! ხომ ხედავთ, უთქვენოდ ვერაფერს წყვეტს მთავარი პროკურორი ბადაშვილი! რჩევა პროკურორ კოჭლამაზაშვილს: ვირებს გაუფრთხილდით!!!“ – წერს „სახალხო კრების“ წევრი ლაშა ამირეჯიბი.