დიმიტრი იაროში დიდ დანაკარგზე ალაპარაკდა!

hqdefault

უკრაინული ნაციონალისტურ-რადიკალური დაკგუფების „მემარჯვენე სექტორის“ლიდერი დიმიტრი იაროში დიდ დანაკარგზე ალაპარაკდა. მისი თქმით: „უკანასკნელი კვირის მანძილზე საურ-მაგილასთან, ამვროსიევსკში, სტარობეშევოში და ილოვაისკში 50 მებრძოლი დავკარგეთ, რომლებიც „მემარჯვენე სექტორს“ წარმოადგენდნენ. დაღუპული ბიჭები „დნეპრის“და „დონბასის“ ბატალიონის რიგებში იბრძოდნენ. როგორც მატყობინებენ, ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. სამწუხაროდ, მტერმა გვაჯობა, თუმცა ეს მხოლოდ მათი დამსახურება არაა, რადგან ზოგიერთი გენერალი, რომელთა სახელებს და გვარებს ამჟამად არ დავასახელებ, ფულის კეთებით არიან გართულნი, არ არის დროული დახმარება, სურსათი, საბრძოლო მასალა და ტანსაცმელი. ჩვენი მებრძოლები, უბრალოდ ბედისანაბარა მიაგდეს, თუმცა მათ სისხლს არავის შევარჩენთ, მათ შორის არ ფულის ტომრებად ქცეულ გაბერილ გენერლებს“ – აცხადებს იაროში. ინფორმაციას სააგენტო ИТАР-ТАСС-ი ავრცელებს.