მთავარი მსოფლიო ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინის სახელმწიფოებრივ სტატუსზე ალაპარაკდა!

ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინის სახელმწიფოებრივ სტატუსზე ალაპარაკდა!

514
0
გაზიარება

10660961_10203959513523598_1718575804_n

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დროა საერთაშორისო საზოგადოებამ აღმოსავლეთ უკრაინის პოლიტიკურ სტატუსზე იფიქროს. აღნიშნული განცხადება ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ინტერვიუს მსვლელობის გააკეთა: „აუცილებელია იმ გეგმის განხილვა, რომელიც ჩვენ წარმოავდგინეთ. სასწრაფოდ და დროულად უნდა მოხდეს მოლაპარაკებების წარმართვა სწორი მიმართულებით და მოვიდა დრო აღმოსავლეთ უკრაინის სახელმწიფოებრივ სტატუსზე ვიფიქროთ. ეს ჩვეულებრივი ნორმაა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად აღნიშნულ გეგმას, ალტერნატივა არ გააჩნია. მინდა ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ სამხედროებს თუ დაქირავებულ მკვლელებს მივმართო -ილუზიებით ნუ გამოიტენით თავს და ნუ გგონიათ, რომ ამბოხებულები უაზრო დაპირებებს, უტოპიურ მოლაპარაკებებს დაელოდებიან და მშვიდად შეხედავენ ამ დროს თუ, როგორ ხვრეტენ და უმოწყალოდ ჰკლავენ მათ ნათესავებსა და თანამემამულეებს“ – აცხადებს პუტინი.

დატოვეთ კომენტარი