შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალ ევროპულ სანქციებს მიესალმება

2

ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის მიერ, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების ახალი პაკეტის განხილვას მიესალმება. ნათქვამია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, პრეს მდივნის კეიტლინ ხეიდენის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნდა. ,,ევროკავშირის გადაწყვეტილება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ღია დემონსტრირებაა, ჩვენ ერთად ვმუშაობდით რუსეთის მიერ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად, უკრაინა მიხვდება, რომ მარტო არაა, რუსეთი კი თავის მხრივ დაფიქრდება. ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდება, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიიდან სამხედრო ტექნიკა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებები უკან გაიწვიოს“ – ნათქვამია განცხადებაში. შაბათს ევროსაბჭოს მოქმედმა მეთაურმა ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა, რომე ვროკავშირი ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების პაკეტს წარმოადგენს. რაც შეეხება შავ სიას, რომპეის თქმით ის ავტომატურად შეივსება იმ პირების გვარებითა და სახელებით, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან დონბასში ამბოხებულ მებრძოლებთან. სააგენტო РИА Новости-ის მონაცემებით, ახალი სანქციები რუსულ ექსპორტს არ შეეხება და ის მხოლოდ იმ სფეროებს შეავიწროვებს , რომლებიც უკვე მოხვედრილნი არიან ევროპული სანქციების ჩამონათვალში.