ელისო კილაძე ეკა ბესელიას: „ძნელია საკუთარი შვილის გამეტება, მაგრამ დაჩისაც ყავს დედა!“

1

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე დაჩი დარჩიას მკვლელობის ფაქტს ეხმიანება და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეკა ბესელიას მისამართით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„ დაჩი დიჯეი იყო, ბარში უკრავდა. ვერაგულად მოკლეს. კადრში ვნახეთ დაკავებული ეჭვმიტანილი, შორტებში და ზღვის ლასტებში, ესეც პირველი ეჭვი. „სქაი ბარში „ასე ჩაცმულებს არ უშვებენ!!! გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარში ეკა ბესელიას უფროსი შვილი რატი მილორავა იმყოფებოდა. „სქაი ბარის“ მეპატრონე კამერების ჩანაწერების გასაჯაროებაზე უარს ამბობს, გამოძიების ვერსიაში კი ხელის უშნოდ წაფათურების ვერსია გაჩნდა. ეს ყველაფერი ძალიან ამაზრზენია. ამაზრზენი!!! მე ახლა მინდა მივმართო ეკა ბესელიას, არა როგორც დეპუტატს და უფლებადამცველს, არამედ როგორც დედას !!! ეკა, დედა ვარ მეც და მესმის, ძნელია საკუთარი შვილის გამეტება, მაგრამ დაჩისაც ყავს დედა და დღეს მისი შვილი ცოცხალი აღარაა. თუ შენი შვილი უდანაშაულოა, დაგვარწმუნე ამაში, გახსენით კამერების ჩანაწერები და საზოგადოებას დაუმტკიცეთ, რომ რატი უდანაშაულოა. თუ შენი შვილი დამნაშავეა, ნუ გამოიყენებ შენს გავლენას და ნუ დააფარებ მას ხელს. გაუჭირდება ამ ტვირთით ცხოვრება, ან იმ ამნისტირებულ, პირობითმსჯავრიან ახალგაზრდას რას ერჩით, სხვისი შვილის გადასარჩენად, დანაშაული საკუთარ თავზე რომ უნდა აიღოს?! და რაც ყველაზე მთავარია, გაიხსენე დაჩის დედა – მას შვილი მოუკლეს!!!“ – წერს „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.