ბარაკ ობამა: „რუსეთი ევროპაში, ძლიერის უფლებების დაკანონებას სცდილობს!“

small

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია ევროპაში ისეთი წესრიგის დამყარებას აპირებს, სადაც უპირატესობა ძლიერს, ანუ თავად რუსეთს ექნება. თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული მოსაზრება 29 აგვისტოს, ამერიკის ქალაქ ხარისსში (ნიუ იორკის შტატი) გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა: „ევროპისკენ მიპყრობილი მზერით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი არა წინ, არამედ უკან იცქირება. მისთვის ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტს არანაირი ღირებულება არ გააჩნია და მხოლოდ ძლიერის პოზიციით განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის ძირითად კურსს. პუტინი ერთი პრინციპით ცხოვრობს -ვინც ძლიერია ისაა მართალი. მე აბსოლუტურად გათავისებული მაქვს ევროპელთა შიშის მიზეზები. მინდა განვმარტო, რომ ამერიკული სამხედრო კონტინგენტი არასროს არ აღემატებოდა მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის სამხედრო კონტინგენტს ამა თუ იმ ქვეყანაში, ჩვენ უბრალოდ, სუსტის მხარეზე გამოვდივართ და ალბათ, მაგიტომ არ სჩანს ჩვენი სამხედროების მიერ წარმოებული პროცესების პოზიტიური მხარე. რა უნდა ვქნათ?! რუსეთი მოდის და ჩვენ უნდა შევაჩეროთ“ -აღნიშნა ბარაკ ობამამ.