„ყაზტრანსგაზი „ და კახი კალაძე

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გარშემო დატრიალებულმა ვნებათაღელვამ ძალიან ბევრი შეკითხვა წარმოშვა. რაკი საზოგადოების ინტერესი დიდია, შევეცდებით გავაანალიზოთ ამ ბიზნესსა თუ პროცესებში ჩართული კომპანიების, პირების ინტერესები და კავშირები.

ყაზახურმა „ყაზტრანსგაზმა“ თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილგაზი“ 2006 წელს 12 მილიონ 500 ათას ლარად შეიძინა. 2009 წლისთვის „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი _ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. ვალების ამოსაღებად სემეკ-მა კომპანიაში 2009 წელს სპეციალური მმართველი დანიშნა. ყაზახური მხარე წლების განმავლობაში ცდილობდა კომპანიის მენეჯმენტში დაბრუნებას. 2015 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია რომ „ყაზტრანსგაზმა“ ქართულ მხარეს, შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.
2018 წელს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყიდვა სურდა „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ (GIG). GIG-ის დამფუძნებელი გახლავთ მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული „ჩემექსიმ ინტერნეშენალი“, ხოლო გენერალური დირექტორი _ დავით ბეჟუაშვილი. სავარაუდოდ, ამ ინფორმაციამ გამოიწვია ფეიკნიუსის გავრცელება, რომელშიც პასუხისმგებელ პირად სწორედ ბეჟუაშვილი ფიგურირებს, თუმცა ეს გარიგება არ შედგა. 2018 წლის 5 ოქტომბრიდან კომპანიას ახალი მფლობელი ჰყავს _ მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ვოლთბეი“.
შპს „ვოლთბეი“ 2013 წელს შექმნილი „სი-ბი-ეს ჯგუფის“ ნაწილს წარმოადგენს და მის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ.
საქართველოს მთავრობის #1707 განაკრგულებაში , რომელიც 2018 წლის 27 აგვისტოს გამოიცა, აღნიშნულია, რომ სს „ყაზტრანსგაზსა“ (ყაზახეთი) და საქართველოს შორის მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა, რომლის ფარგლებში მოსარჩელე მხარე საქართველოსგან ზიანისა და საარბიტრაჟო ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს. თანხა შეადგენს 187 902 597 მილიონ ამერიკულ დოლარს.
ამავე დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილის გამოსყიდვის სურვილს გამოთქვამს შპს „ვოლთბეი“ შემდეგი პირობებით:
ა) „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ დავალიანებისგან, რომელიც 96 684 მილიონ ლარს შეადგენს.
ბ) ასევე განთავისუფლდება სს ყაზტრანსგაზისა და Intergas Finance BV-ის წინაშე ფინანსური დავალიანებისაგან, რომელიც შეადგენს 133 739 035 აშშ დოლარს (ვალდებულების შეწყვეტა განხორციელდება ვალის პატიების გზით).
ამ ვალების პატიების შედეგად „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ წარმოშობილი საგადასახადო რისკების დაზღვევას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.
100%-იან წილზე საკუთრების უფლების მოპოვებამდე პერიოდზე ნებისმიერი და ყველა საგადასახადო რისკის დაზღვევას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.
ფინანსთა სამინისტროს დაევალა შესაბამისი განკარგულების პროექტის მომზადება, ხოლო იუსტიციის სამინისტროს _ „ყაზტრანსგაზთან“ საარბიტრაჟო დავის მორიგების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულება.
საქართველოს მთავრობის განმარტებით, ეს პროცესები მომხმარებელთა დაცვას ემსახურებოდა.
„ყაზტრანსგაზ თბილისი“ საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს. 2013 წლის 2 სექტემბრამდე მისი სპეციალური მმართველი იყო ანა თაქთაქიშვილი, 2014 წლის 22 სექტემბრამდე _ ირაკლი გაბუნია (შპს „დ-გრუპ ჯორჯია“, შპს „სოიუზენერგო ჯორჯია“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი _ ქვემო ქართლი“, შპს „ტექნომერი“, შპს „ალთე“), 2015 წლის 8 ივლისამდე, ასევე 2016 წლის 18 აპრილიდან 18 ნოემბრამდე _ გია ბენაშვილი (2016 წლის მოწვევის პარლამენტარი, 2007-2008 წლებში „კალა კაპიტალის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, 2008-2009 წლებში „ყაზტრანსგაზის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, 2009-2013 წლებში „რომპეტროლის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, 2015-2016 წლებში გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი), 2015 წლის 8 ივლისიდან 2016 წლის 18 აპრილამდე _ ნინო თურმანიძე. 2016 წლის 18 ნოემბერს ბენაშვილი შეცვალა მამუკა კობახიძემ, ხოლო კობახიძე _ გიგლა თამაზაშვილმა 2017 წლის 6 დეკემბერს. ამ ხნის განმავლობაში კომპანიის გენერალური დირექტორი იყო სინჯარ შოტაკაევი.
მას შემდეგ, რაც „ყაზტრანსგაზ თბილისი“ შპს „ვოლთბეის“ საკუთრება გახდა, ერთი თვის განმავლობაში _ ნიკოლოზ ჭიაურელი, ნოემბრიდან კი მამუკა კობახიძე გვევლინებიან გენერალურ დირექტორებად. გიგლა თამაზაშვილი სპეციალური მმართველია.
მამუკა კობახიძის ვალდებულებების ნუსხა საკმაოდ სერიოზულად გამოიყურება.
2015 წლის 29 ოქტომბერს ის სს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გახდა. 2017 წლის 26 დეკემბერს კობახიძე ჩაანაცვლა თორნიკე რიჟვაძემ (აჭარის მთავრობის თავმჯდომარე). დღეს ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანია.
2017 წლის 21 ნოემბრიდან კობახიძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორია. შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია 2018 წლის 10 აპრილიდან პარკირების წესების დარღვევის აღკვეთისთვის ზრუნავს. ფაქტობრივად, ამ კომპანიამ „სითი-პარკის“ ვალდებულებები შეითავსა. კომპანია თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
კომპანია „სითი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო ძალაში.
„თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელი განცხადება შპს „სი-თი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს. მთელი სახელმწიფო აპარატი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩათვლით, გამოყენებულ იქნა კონკრეტული ძალების მიერ და მოქმედებდა კოორდინებულად, „სი-თი პარკის“ საქართველოდან უკანონოდ გაძევების მიზნით. ხელისუფლება მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, უგულებელყოფდა ინვესტორის მხრიდან სისტემატურ კომუნიკაციას და იმ გარემოებას, რომ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო პროცესი, რომელშიც შპს „სი-თი პარკი“ დაობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული ბრალდებების საკითხზე. ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა სამართლებრივი პროცესის ილუზია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი (ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა კანონსა და სასამართლოზე მაღლა მდგომი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო) წინასწარ იყო განსაზღვრული. „სი-თი პარკი“ განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული და საერთაშორისო სამართალი. კომპანიის მფლობელები ასევე გაავრცელებენ ამ ინფორმაციას ისრაელისა და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“, _ აღნიშნულია „სითი პარკის“ მფლობელების განცხადებაში.
როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ უცნობია, თუმცა ერთი უდავოა: თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ერთი გენერალური დირექტორი ჰყავთ. ამ კონტექსტში, ალბათ, მიზანშეწონილი იქნებოდა შპს „ვოლთბეისთან“ და „სიბიეს ჯგუფთან“ დაბრუნება.
ოფიციალურ საიტზე მითითებული ინფორმაციით, „სიბიეს ჯგუფის“ პარტნიორი კომპანიებია „კავკაზუს ონლაინი“, „თბილისის მიკროავტობუსი“, შპს „მობიტელი“ („ბილაინი“), „ჯორჯიან სერვის ნეთვორქი“ და TÜV Rheinland.
კომპანიის დამფუძნებლები კი არიან: ხვიჩა მაქაცარია (50%), თეიმურაზ არონია (50%), ხოლო გენერალური დირექტორი _ კობა ღურწკაია. 2017 წლის 11 დეკემბერს ხვიჩა მაქაცარიას ნაცვლად მფლობელებს შორის გვხვდება მარიამ კოხია, 50%-იანი წილით. ღურწკაიას, არონიასა და კოხიას ორმაგი მოქალაქეობა აქვთ (საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის).
საყურადღებოა, რომ რეესტრის მონაცემებით, შპს „ვოლტბეი“ (ს/კ 405284749) იუსტიციის სახლშია დარეგისტრირებული 2018 წლის 8 აგვისტოს. მიხეილ მავრომატისი 50%-იანი წილის მფლობელია, ხოლო ხვიჩა მაქაცარია _ 50%-ის.2918 წლის 25 დეკემბრის შემდეგ, კომპანიის ერთ ერთი დირექტორი ხვიჩა მაქაცარიასთან ერთად არის დავით ბეჟუაშვილი. რეგისტრაციის დროს მისი სახელწოდება იყო „თბილგაზი“.
ხვიჩა მაქაცარიას კომპანიების ნუსხა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, ამიტომ ჩვენ მიმოხილვას სწორედ აქედან დავიწყებთ.
მაქაცარია 2010 წლის მონაცემებით ჩოგბურთის ფედერაციის გამგეობის წევრია, ხოლო 2017 წლის მონაცემებით, ფედერაციის თავმჯდომარე.
შპს „ჯორჯიან ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის“ მეწილე 65%-ით.
მისი პარტნიორები არიან: ლაშა მელიქაძე (შპს „ველეს ტრეიდ“, შპს „ჯითიერ“, შპს „ბლექ სი ტრანზიტ“, შპს „ევროაზია კაპიტალი“, შპს „ევრო აზია ლოჯისტიკ“, შპს „ბლექ სი ჰოტელს გრუპ“, შპს „გრანდ ფელეს ლიმითედ“);
გიორგი ესათია (შპს „ველეს ტრეიდ“, შპს „მეგრულ-ლაზური 2“, შპს „რეგიონ-ლოჯისტიკ+“);
ნატალია ევტუშენკო „თბილისი-მოლის“ 26%-იანი წილის მფლობელი, 2018 წლის 31 მაისის მონაცემებით. უკანასკნელი შესწორება 11 ივნისს შევიდა, თუმცა ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, რაც მითითებულია კიდეც.
31 მაისის მონაცემებით მისი პარტნიორები იყვნენ:
წილებით შეზღუდული კერძო კომპანია ჰოლდექს ინტერსეილს კორპ., ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) – 44%;
ლაერტ ზუბადალაშვილი (შპს სამშენებლო კომპანია ალფა დეველოპმენტი, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია) _ 20%;
ილონა მეტრეველი (საქართველო, რუსეთის ფედერაცია) _ 10%
დირექტორი _ შალვა წაქაძე (შპს სიტი სენტერ, შპს რუსული რესტორანი, შპს საქართველოს საავტომობილო ჯგუფი, შპს გრინ ფოუერ ენთერფრაისის, შპს აგროჰოლდინგ 4 სიზენს, ქ. ფოთის მეწარმეთა, ბიზნესმენთა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კავშირი, შპს პირველი სასურსათო კომპანია, შპს Energo Bridge, შპს GREEN TRANSIT, შპს სმარტ ტექ).
2017 წლის ნოემბრის მონაცემებით წილები სხვაგვარად იყო გადანაწილებული:
წილებით შეზღუდული კერძო კომპანია ჰოლდექს ინტერსეილს კორპ., ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) – 44%;
ლაერტ ზუბადალაშვილი _ 20%;
ხვიჩა მაქაცარია _ 8%;
რევაზ ელიავა _ რუსეთი, საქართველო (შპს „ქართული წყაროები“, შპს „ბლექ სი ლოჯისთიქს“, შპს „ბერდი ფაბი“, შპს „რეალტორი 2012“, შპს „ბაქანი“, შპს „თბილისური“, შპს „ბოჰემა 2012“, შპს „საშხაპე“, შპს MC Lab, შპს „ხარები“, შპს ქართული ბითუმი, შპს „ჯეო ინვესტი“, შპს „ქობულეთი რეალ ისთეით“, შპს „სოხო“, შპს „ნავთობპროდუქტები“, შპს „ლაღიძის 2“, შპს Formica11, შპს „ნატრო ჯგუფი“, შპს „გუთანი“, შპს Urban Management Group, შპს „გუდაური“ 2011) _ 12%;
ილონა მეტრეველი (საქართველო, რუსეთის ფედერაცია) _ 10%;
რომან ახალაია _ 6%;
ასევე შპს „ბათუმი ინტურისტი“, შპს „სითისაით“, შპს „სფოთ ფოინთ“, შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი“, შპს „სითიგეით“, შპს „თბილისი პარკინგ“, შპს „სმარტ ტექ“, შპს „ჯორჯიან სერვის ნეთვორკი“, შპს „რუსული რესტორანი“, შპს „ჯი-ემ-სი ჯგუფი“, შპს „ჯეოსლოტი“, შპს „გენუინ ბრევინგ კომპანი“, შპს „თბილისური“, შპს „ჩემპიონები 111“, შპს „გეოფიშ კომპანი“, შპს „მელისა ჯგუფი“, შპს „გრანდ საქართველო“, შპს „ბლექ სი ჰოტელს გრუპ“.
არანაკლებ საინტერესოა „სიბიეს ჯგუფში“ შემავალ კომპანიებთან კავშირები.
ა) კავკაზუს ონლაინი
ხვიჩა მაქაცარია გვევლინება ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო წევრები არიან: თეიმურაზ არონია, თემურ კობახიძე, დავით ზურაბიშვილი, კობა ღურწკაია.
მფლობელები არიან:
International Online Networks LLC, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.), 52.73%;
ნელგადო ლიმითედი, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.), 47.27%
დირექტორი _ გიორგი შანიძე.
კომპანიის დირექტორი 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით იყო ნიკოლოზ ჭიაურელი, რომელიც, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „ყაზტრანსგაზ-თბილისში“.
ბ) „მობიტელი“ („ბილაინი“)
2017 წლის მონაცემებით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იყვნენ: მერაბ შარანგია, კრისტინა ტიხონოვა (რუსეთის ფედერაცია), ილია ჩულიუკინი (რუსეთის ფედერაცია).
2018 წლის ივლისიდან სურათი შეიცვალა.
მერაბ შარანგია დარჩა, ხოლო ტიხონოვა და ჩულიუკინი შეცვალეს პიტერ ჩერნიშოვმა (უკრაინა) და მურატ კირკგოზმა (თურქეთი).
დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი 2017 წელს ჩაანაცვლა პოლონეთის მოქალაქე ანდჟეი ედვარდ მალინოვსკიმ.
მფლობელები არიან:
შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) _ 51%;
შპს „ინვესტიკო ალიანსე“, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) _ 29%;
შპს „მირენ ინვესტ“, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) _ 20%;
გ) თბილისის მიკროავტობუსი
2011 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც მიკროავტობუსების ჩამოყვანას ისახავდა მიზნად, ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა: „თბილლაინმა“, „ფაბლიკ ქარმა“, „კაპიტალ გრუპმა“ და „თბილ ქარმა“. ამ ოთხი კომპანიის მენეჯმენტს ახორციელებდა კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი „
შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ 2011 წელს შეიქმნა.
დირექტორი 2011 წლიდან 2013 წლამდე იყო გრიგორი ჯაბიშვილი, ხოლო შემდეგ დირექტორიც და 100%-იანი წილის მფლობელიც _ დავით ასანიძე.
ასანიძის სახელთან დაკავშირებულია კიდევ ერთი კომპანია _ შპს „ხილის კომპანია ნარინჯი“, რომლის მფლობელები დაარსებიდან დღემდე სხვადასხვა პირები და კომპანიები იყვნენ:
1. ლევან თოფურია;
2. მერაბ თურმანიძე;
3. მარინა ზენაიშვილი;
4. რევაზ ქადაგიძე.
მასთან დაკავშირებული კომპანიებია:
• შპს „ჯი-ემ-სი ჰოლდინგი“ (მფლობელი: შპს „ნიუკომ ესოშიეშენ ლიმითედი“);
• შპს „რეალტორი 2012“;
• შპს „თბილისური“.
შპს თბილისურში ქადაგიძის პარტნიორები არიან:
ვალერი კვარაცხელია _ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 2014-2017 წწ.; საქართველოს ელჩი ბელარუსში (ერთიანობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, შპს „სახალხო აფთიაქი“, შპს „სამშენებლო კომპანია ენგური+“, შპს „ტაიგა გეო“, შპს „ლუნა 2010“, შპს „მარკეტი 99“, შპს „ბიო აქტივი“, შპს „ქომან ჯორჯია“ (Coman Georgia), შპს „კარგი ჯგუფი 2008“, შპს „ინტეროპტიკა“, შპს GEOIT, შპს „ჰერკულესი“, შპს „ეგზოტიკ ტური“, შპს Vs კომპანი) – 50%;
რევაზ შარანგია _ 20%;
რევაზ ელიავა (რუსეთი, საქართველო) _ 10%;
ხვიჩა მაქაცარია _ 20%;
• შპს „თბილისი მოლი“ დირექტორი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ზემოთ)
შალვა წაქაძე;
რევაზ ელიავა _ რუსეთი, საქართველო _ 12%;
ილონა მეტრეველი (რუსეთის ფედერაცია) _ 10%;
რომან ახალაია (შპს „ხან-ა“, შპს „ნიკა 777“) _ 6%;
წილებით შეზღუდული კერძო კომპანია „ჰოლდექს ინტერსეილს კორპ“., ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.), 44%;
• შპს „საქჰიდრომშენი“ _ 100%
მიხეილ ელიზბარაშვილი _ დირექტორი (შპს „გეომშენ 777“, შპს „ოვალი“, შპს „მმმ“, შპს „მშენსერვისი“, სს „საქჰიდროენერგომშენი“, შპს „გეოჰორიზონტი“, შპს „ჰორიზონტი“, შპს „ბ.კ 500“, შპს „ივერია საფლაი თექნოლოჯის“ (Iveria Supply Technologies LLC).
2014 წლამდე დირექტორი იყო ოლეგ რიჟკოვი, რომელიც მფლობელია: შპს R.I.G. GAS 7%-ის, „აჭარინვესტის“ 35%-ის, შპს Iveria Supply Logistics & Energy Trading Group (ISLET Group)-ის 5%-ის, ასევე შპს „ისლეტ ფაზისის“, შპს RIG. GAS-ს, შპს „ვაკე ჰილლის“ დირექტორია);
• შპს „ახალი კომპანია“ _ 20%;
• შპს „ბოჰემა 2012“ _ 20%;
• შპს „საშხაპე“ _ 10%;
• შპს MC Lab _ 20%;
5. შპს ჯი-ემ-სი ჰოლდინგი (კომპანიის მფლობელია „ნიუკომ ესოშიეშენ ლიმითედი“, რომელსაც ეკუთვნის „სახალხო აფთიაქის 15%; აფთიაქის სხვა წილების მფლობელები არიან:
ა) ბესიკ კვირკვია (რუსეთის ფედერაცია) _ 10%;
ბ) ირინა ქურჩიშვილი (რუსეთის ფედერაცია) _ 5%;
გ) ნინა კვარაცხელია (რუსეთის ფედერაცია) _ 5%;
დ) სს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ _ 50%;
ე) მარინა ზენაიშვილი (რუსეთის ფედერაცია) _ 10%;
ვ) ტიტიკო ძაპტაშვილი _ 5%
სამეთვალყურეო საბჭო:
თავმჯდომარე/წევრი: ლევან ზუროშვილი
წევრი: სემიონ კაჟილოტი (რუსეთის ფედერაცია)
წევრი: პაატა ლომაძე
წევრი: ბადრი კვირკვია
2015 წლის იანვრის მონაცემებით ვალერი კვარაცხელია ფლობდა წილის 5%-ს.
2011 წელს კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მეორე მფლობელი გახლდათ გრიგორი ჯაბიშვილი.
მის სახელთან დაკავშირებულია რამდენიმე კომპანია:
• შპს „ბრიქსი“ (Briks);
• შპს „სახალხო აფთიაქი“ (იხ. ზემოთ);
• შპს „დიღომი ფროფერთი“;
• შპს „გ.ჯ.“;
• შპს „იბეროტელი“.
„იბეროტელში“ მისი პარტნიორები არიან:
1. ივანე ბარბაქაძე (შპს „ბელინსკის 10ა“, შპს „ვაჟა ფშაველა 76ბ“, შპს „ვბ კონსალტინგ“, შპს „ალფა ინვესტი“, შპს „სმარტ ბიზნეს სოლუშენს“, სს „ლიბერთი ფაინენსი“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი“, შპს „ვბ კონსალტინგ“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტი“);
2. „პარკ ქეფითალ მენეჯმენტი“;
3. „ვოთერ გლანს ინკ“;
4. ლევან ახვლედიანი (სს „ეგრისის განვითარების კომპანია“, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, შპს „ანაკლიის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, სს „ანაკლია ჰოლდინგი“, შპს „თიბისიეიჩ ანაკლია“, შპს „თიბისიეიჩ მოლის დეველოპერული კომპანია“, შპს „თიბისიეიჩ უძრავი ქონების ჰოლდინგი“, „სს ეიეიჩთი მენკო“, სს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში“, შპს „ბათუმი მოლ დეველოპმენტი“, შპს „ოცნების შატო“, შპს „ახალი მიტარბი“, შპს „კერა მედია ჯგუფი“, შპს „რადიო არტი“, შპს „ლისი ფო“, სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტ“, შპს „თი-სი-ემ ლოჯისტიკს“, შპს „ტაფ.ჯი“;
5. ავთანდილი ღამბაშიძე (შპს „ეი-ჯი გრუპ“)
• შპს „კერა მედია ჯგუფი“
ალეკო ყორანაშვილი (შპს „სმარტ ექსპრეს კავკასია“, შპს „შარდენ უან კონსეპტ სტორი“, შპს „ქლინ ლეიბორ“);
გიორგი ღამბაშიძე.
• ვესტფოლდი
1. გიორგი ასლანიკაშვილი (შპს „ენერჯი კაპიტალი“, შპს „ტრიბა“, შპს „გეო აგრო“, შპს „ვაით ქრაუ“, სს „ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კორპორაცია“);
2. კახაბერ კოლელიშვილი (სს „შატო დე შოკოლა“, შპს „შატო დე ლ ეკლერ“, შპს „ლისი ფო“, სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტ“, შპს „სინერჯი ჯგუფი“).
„ფაბლიქ ქარ“ _ მეორე კომპანია, რომელმაც ყვითელი მიკროავტობუსები შემოიყვანა,
კომპანიის მფლობელია ხვიჩა სექანია (რუსეთი, საქართველო) – 100%;
მის სახელთან დაკავშირებულია რამდენიმე კომპანია:
• შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი“ (თემურ კობახიძე);
• შპს „დეიზი ჯორჯია“ (ვასილ მლადენოვ ცანევ);
• შპს „ფორდ-სერვისი“;
• შპს „ბნ ინვესტ საქართველო“ (კამილა ტუგელბაევა);
• შპს „ჯისისი“ (ნატალია ევტუშენკო, გელა ძიძიკაშვილი);
• სამეგრელო-ზემო სვანეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაცია;
• შპს „მუშთაიდი“;
• შპს „თბილისი პარკინგ“.
ეს განსაკუთრებით საინტერესო კომპანიაა, თუ გავითვალიწინებთ ხვიჩა სექანიას ბიზნესპარტნიორებსა და მათ კომპანიებს:
1. ავთანდილ ენუქიძე (შპს „გგ იანდექს ჯორჯია“, შპს „სტუდია 13“, შპს „შარა“, შპს „გ.გ“, შპს „პირამიდა და კომპანია“, შპს „ავტო სერვის კავკასია“, შპს „ეკო სტანდარტი“, შპს „ევრაზია პეტროლეუმი“, შპს „ევრაზია ვეი“, შპს „ენუდა“, შპს „სისტემა-სოლო+“, შპს „ნიაპოლისი“, შპს „ავტოსადგურსერვისი“, შპს „არდიქსი“, შპს „თერმომეტალი“, შპს „ფრუტ პროცესინგ კომპანი“, სამგზავრო გადამზიდავთა და ავტოსადგურთა ლიგა;
2. გოჩა კარესელიძე (შპს „სისტემა-სოლო+“, შპს „ნიაპოლისი“, შპს „გ.გ“);
დავით წიწილაშვილი (შპს „როიალ ჰაუსი“, შპს „აისბერგი“, შპს „ესპერანსი“, შპს „ზღვის პროდუქტები“, შპს „რეილ ტრანს ჰოლდინგი“, შპს „მაგ ცემენტ“, შპს „აკრილიქსი“, შპს „ართიჯი ლოჯისტიკს“, შპს „ჯეო ოილი“, შპს „ჯნს ჯორჯია“, შპს „ალბატროსი-3“, შპს „კინგ“, შპს „ვესტა-XXI“, „ლოჯისტექს ტრანსპორტ ჯგუფი“);
3. ვალერიან გვათუა (შპს „მინიმარტს“, შპს „გეოფიშ კომპანი“, შპს „გეოფიშ ფექტორი“, შპს „სმარტ ტექ“, შპს „აივნიანი ქალაქი“, 2002 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდი, შპს ZIT Georgia
ლევან ლაგვილავა (შპს „ადმირალ-ჯორჯია“, შპს „ენგური 2015“, შპს „კექს +“, შპს „ფორტუნა-ზუგდიდი“, შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკი“, შპს „ფორტუნა-ბათუმი“);
4. ზვიად შანავა (შპს „დენმარკ ჰაუს“, შპს „ემიქსი“, შპს „ციანიდ კარიერ კომპანი“, შპს „ვერტუალ ჯორჯია“, შპს „ინტელექტუალ ჯორჯია“, შპს „ჩემპიონები-11“, შპს „ლენდაფ“, შპს „უნიფეი“).
სექანიას კიდევ ერთი კომპანიაა
• შპს „ნიუ ტრეიდ კომპანი“
კომპანიის პარტნიორები:
1. მერაბ ცუდია (შპს „ნეთ ფეიმენთს“, შპს Guenos, შპს „გრანდ საქართველო“, შპს „ნიუ ტრეიდ კომპანი“, შპს „ტენის კლაბ მზიური“, შპს „მირზაანი“);
2. ნოდარ გიგინეიშვილი (შპს „ჯი-ემ-სი ჯგუფი“, შპს „სუპერ ფუდი“, შპს „გეოფიშ კომპანი“, შპს „მულტი ფუდი“ _ MULTI FOOD, შპს „კობრა სექიურითი“, შპს „თალიონი“, შპს „მირზაანი“, „ნეო პოლი“, შპს „აგრო ჯგუფი ფორ სიზონს“, შპს „აგროჰოლდინგ 4 სიზენს“, შპს „პირველი სასურსათო კომპანია“, შპს „კაპიტალ გრუპ“, შპს „პრივატსერვისი“, შპს „ნიუ რესტორან კომპანი“ (NRC), შპს „დიუთი ფრი ტრეიდი ფოთი“, შპს „მელისა ჯგუფი“, შპს „ბლექ სი ფიშერი ფროდაქტს“, შპს GREEN TRANSIT, შპს Energo Bridge, შპს „გლდანი“, შპს „ადასოფტი“, შპს „ჯორჯია ფროფერთის“);
3. ალექსანდრე თავაძე (შპს ბრიჯ _ დეველოფმენთ, შპს ზემელი 2003, შპს გეოფიშ კომპანი, შპს მარმარი, შპს ფენიქსი, შპს თავთავი-2003, შპს ბლექ სი ფიშერი ფროდაქტს, შპს ტელეკომპანია თბილისი, შპს ნიუ რესტორან კომპანი (Nღჩ), შპს საქლუდი, შპს ფუდ მასტერი, შპს სუპერ ფუდი).
ქეთევან ფირცხალაიშვილი.
• შპს სითითი (ზურაბ კანდელაკი, გია გაგოშიძე),
ამავე დროს გია გაგოშიძე კომპანია „თბილ ლაინის“ ერთ-ერთი მფლობელია:
მის სახელთან დაკავშირებული სხვა კომპანიებია:
შპს ჯი-ემ-სი საწყობი _ (ნოდარ გიგინეიშვილი, სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახალხო ბანკი“, შპს ჯი-ემ-სი ჰოლდინგი, ვახტანგ ქვაცაბაია, თამარ ლომთათიძე, სააქციო საზოგადოება ლიბერთი ბანკი, ხვიჩა მაქაცარია);
შპს სპორტული ეზო _ (თბილისის მერია; 2015 წლიდან ზურაბ ურგებაძეც);
შპს ქალაქური _ (შპს ჯი-ემ-სი ჰოლდინგი, შპს ჯი-ემ-სი ჯგუფი, მარიამ გვაზავა, ილია ბირთველიშვილი, გიორგი რევაზიშვილი);
შპს გურმანი 10 – (ნატალია წოწორია, შპს ჯი-ემ-სი ჯგუფი, კახაბერ ხაბურზანია, ზაზა ოქრომჭედლიშვილი, ირინე მიქაბერიძე, დიმიტრი კოლიანი);
შპს ბათუმი ინტურისტი (ჰამდი საღლამ, რაულ კახაძე, სააქციო საზოგადოება მეტრო ავრასია ჯორჯია, ხვიჩა მაქაცარია, მეჰმეთ აიაღ, ლევან თურმანიძე);
შპს სარდაფი (მერაბ შარანგია, აბესალომ ქარდავა, სარდიონ მაქაცარია, ლაურა მამალაძე, შპს ჯი-ემ-სი ჯგუფი, რუსუდან ხუბუა, ნატალია წოწორია);
სს ინტურისტ პალას ბათუმი (რაულ კახაძე, მელექ უსტა, თენგიზ მიქელაძე);
სს მეტრო ინტურისტ ბათუმი (მაჰდი საღლამ, რაულ კახაძე, ლევან თურმანიძე, მეჰმეთ აიაღ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბათუმი ინტურისტი, ჯელალ ქაჰრამან, ოსმან ქარაჩუქურ, ნევზათ ერგუნეი, ნური ძნელაძე);
შპს სანაპირო, შპს პაბი სანაპირო (ეკა ფიფია), შპს შტურმი, შპს ნიკორწმინდა (ნატალია წოწორია), შპს სი თი თი (ხვიჩა სექანია, ზურაბი კანდელაკი), შპს GU ფარმა (გიორგი ლუკავა, ლელა ყარამანიშვილი, ილია ბეგიაშვილი, ვალერი კვარაცხელია, სს დახურული სააქციო საზოგადოება ლეკხიმი).
სხვა მფლობელები არიან: დავით ნიკოლაშვილი, სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკი“ და ედუარდ აფრასიძე (შპს რუს პროდუქტი 2014).
„კაპიტალ გრუპი“ _ კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც ყვითელი მიკროავტობუსები შემოიყვანა,
მისი მფლობელები არიან/იყვნენ:
1. ნოდარ გიგინეიშვილი (შპს ჯი-ემ-სი ჯგუფი, შპს სუპერ ფუდი, შპს გეოფიშ კომპანი, შპს მულტი ფუდი _ MULTI FOOD, შპს კობრა სექიურითი, შპს თალიონი, შპს მირზაანი, ნეო პოლი, შპს აგრო ჯგუფი ფორ სიზონს, შპს პირველი სასურსათო კომპანია, შპს კაპიტალ გრუპ, შპს პრივატსერვისი, შპს ნიუ რესტორან კომპანი (NRC), შპს დიუთი ფრი ტრეიდი ფოთი, შპს მელისა ჯგუფი, შპს ბლექ სი ფიშერი ფროდაქტს, შპს GREEN TRANSIT, შპს Energo Bridge, შპს გლდანი, შპს ადასოფტი, შპს ჯორჯია ფროფერთის).
2. ირაკლი ნაცვალაძე.
შპს ადმინი, ბათუმის საცხენოსნო კლუბი, ასევე, შპს გეოფიშ ფექტორი.
2014 წელს პრემიერის განკარგულებით 2 000 000 აშშ დოლარი ჩაერიცხა წარმოების განვითარებისათვის.
ამ კომპანიასთან დაკავშირებულია კიდევ რამდენიმე ბიზნესმენი და კომპანია:
აკიფ ჰასან არათ, რემზი ქაია, ნოდარ გიგინეიშვილი, მირზა პირტახია, ლევან გვათუა; „გეოფიშ კომპანი“.
„გეოფიშ კომპანის“ მფლობელები არიან: ვალერიან გვათუა, შპს ჯი-ემ-სი ჰოლდინგი, თურმანიძე ლევან, ალექსანდრე თავაძე, ნოდარ გიგინეიშვილი, ხვიჩა მაქაცარია, ფარიდ სადიგოვი, მირზა პირტახია, ელდარ დუდუჩავა, მარია კოხია;
ასევე, შპს „აგროჰოლდინგ 4 სიზენს“:
1. ზვიად ბოკუჩავა;
2. სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკი“;
3. თეიმურაზ არონია (შპს მედ პროჯექტ, შპს აგროჰოლდინგ 4 სიზენს, შპს ტერასა, შპს ჯორჯიან ფერრი, შპს გრინ სტრიმ, შპს ეიჩ პი პი ინვესტი, შპს სიბიეს ჯგუფი),
თბილისის მიკროავტობუსის მეოთხე კომპანია კი „თბილ ქარია“.
მისი მფლობელები არიან:
თენგიზ ალფენიძე (შპს ჯორჯია);
შოთა რეხვიაშვილი;
კახაბერ ჭიპაშვილი (შპს საპლაი ჩეინ სოლუშენს);
შპს საპლაი ჩეინ სოლუშენსში ჭიპაშვილის პარტნიორია იოსებ ჭიპაშვილი, რომლის სახელიც გვხვდება სხვა კომპანიებში:
• შპს ინტერ ლოჯისტიკს (შპს კვირის პალიტრა, ლევან ფანჯიკიძე, ლაშა კახუაშვილი);
• შპს აი ელ ეს (ჰანს-იურგენ ვაისერ);
• შპს სოკო (ფრიდონ ცხვირავაშვილი, ზაქარია საღირიშვილი, გია ხარშილაძე, ვაჟა შარიფაშვილი, მუხრან ხარშილაძე, კონსტანტინე ფოფხაძე, ანზორ იმერლიშვილი, ალექსი ბერიძე, პეტრე ცუცქირიძე);
• შპს კანდელი (ავთანდილ ჭიპაშვილი, პეტრე ცუცქირიძე, ბენიამინ მემარნიშვილი, იანი ლოე-ლარსენი, სოერენ ლასენ შმიდტი.
ამ სიას, რომელიც შეიძლება თვალისთვისაც და გონებისთვისაც დამღლელი აღმოჩნდა, ერთი მიზანი ჰქონდა: აშკარად ჩანს, რომ აქ მოხსენიებული ბიზნესმენების დიდი ნაწილი ინტერესთა ერთ ჯგუფს წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამაში აპრიორი კორუფციის საფრთხის დანახვა შეიძლება, მაგრამ ერთი უდავოა: ქართული საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს, ვინ დგას ამა თუ იმ ძლიერი ორგანიზაციის, კომპანიისა თუ უწყების უკან. ვის რა საქმიანობა, გავლენები, თუ კავშირები ანიჭებს ნებას, უფლებასა და საშუალებას, იცხოვროს, იმუშაოს ამ ქვეყანაში, გამოიყენოს მისი რესურსები, მართოს სახელმწიფო საკუთარი შეხედულების, ხანდახან კი, _ ნებისამებრ.
ჩვენი აზრით, არც ერთი კუთხე და კუნჭული არ უნდა დარჩეს საზოგადოებისთვის მიუწვდომელი.
და, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ნაწილია იმ უზარმაზარი ინფორმაციისა, რომელსაც ეტაპობრივად წარმოგიდგენთ.
დასკვნებისგან თავს შევიკავებთ, როგორც ყოველთვის.
ეს მკითხველის პრეროგატივაა.

ქეთევან ენუქიძის გვერდი