პრემიერო, თუ გინდათ ქვემო ქართლი არ დავკარგოთ, „სუსკაცს“ ნუ დანიშნავთ!

1

ქვემო ქართლში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ბოლო პერიოდის საქართველოსთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. რეგიონი პირველი პირის გარეშეა და ამ დრომდე გუბერნატორის თანამდებობა ვაკანტურია. ქვემო ქართლის შესახებ „ქრონიკა+“-სთან ხმაურიან და სკანდალურ შეფასებებს აკეთებს „სახალხო კრების“ წევრი ლაშა ამირეჯიბი:

„ – ვერაფრით გადაწყვიტეს ვინ მიანდონ ეს მართლაც ურთულესი რეგიონი. არჩევანი ისევ შიხიაშვილსა და ბეგაშვილს შორის არის. შიხიაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით არა ერთი დაბრკოლება შეხვდა პრემიერს, ამიტომ ეს ვარიანტი გამოირიცხა თითქოს. დარჩა ვანიკო ბეგაშვილი მეტსახელად „სტეკლო,“ რომელიც ქვემო ქართლის „სუს“-ის უფროსის სავარძელს იკავებს… ამ დრომდე ფიქრობენ, დანიშნონ თუ არა ვანიკო ბეგაშვილი?!“

ლაშა ამირეჯიბი „ქრონიკა+“-თან  ბეგაშვილის პერსონის შესახებაც საკუთარ პოზიციას აფიქსირებს:

„ – ბეგაშვილი გახლავთ ვანო მერაბიშვილის სიყრმის მეგობარი და თანამოაზრე. იგი უსიტყვოდ ასრულებდა  მის დავალებებს ქვემო ქართლში. ვანო ბეგაშვილი ასევე ვაჟა ლელუაშვილის კაცია და მისგან იმართება. ლელუაშვილი დღემდე ბეგაშვილის ხელით აკონტროლებს და მართავს მთელ ქვემო ქართლს. მინდა შეგახსენოთ ერთი ამბავი – ლევან უბილავა მარნეული-გარდაბნის ყოფილი „სუს“-ის უფროსი ბეგაშვილის უახლოესი მეგობარია, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხსენეს დაკავებული თანამდებობიდან. ბეგაშვილმა უბილავა სასწრაფოდ გადაიყვანა რუსთავში და თანამდებობაც უბოძა. უბილავა-ბეგაშვილის სახელები ქვემო ქართლში, ბავშვმაც კი იცის. ბეგაშვილის წრე ასე გამოიყურება: ვაჟა ლელუაშვილი, რომელიც იყო დათა ახალაიას მოადგილე და მის სახელს უკავშირდება ყველა პიკანტური ჩანაწერი სახელისუფლო შტოებში, ლევან უბილავა, რომელიც „სუს“-ის ყოფილი უფროსი და ლევან ქარდავას მეგობარია, სამირ ხიალოვი – „სუს“-ის თანამშრომელია, მის სახელს უკავშირდება საქართველოში ლაფანყურის ოპერაციის დროს ვაჰაბიტების შემოყვანა ლელუაშვილის დავალებით, თემურ ფეიქრიშვილი, რომელიც არის დეპუტეტი-ფეოდალი, სავალან მირზოევი – პრემიერის თანაშემწე ეთნიკურ საკითხებში, არკადი შახბაზოვი – მერნეულის გამგებლის ყოფილი მოადგილე, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს და გააგდეს კიდეც სამსახურიდან და ა.შ.“

ლაშა ამირეჯიბის განცხადებით, აღნიშნული კლანის წევრები ქვემო ქართლში სიტუაციის გართულებებით არიან დაკავებულნი, ვიდრე განმუხტვით და პრობლემების გადაჭრით. კერძოდ: „ვანო ბეგაშვილს თურმე არ ჰქონდა ინფორმაცია გარდაბანში მოსალოდნელ არეულობის შესახებ. ასევე მას არ ჰქონდა ინფორმაცია თუ რატომ შედგა არჩევნებემდე ორი კვირით ადრე, ქალაქ მარნეულში დიდი შეხვედრა, სადაც მაღალი რანგის მუსლიმმა სასულიერო პირებმა შეარიგეს ორი დაპირისპიებული ფინანსური დაჯგუფება.,. შერიგების მიზეზი გახლდათ არჩევნებზე #-5-სთვის, ანუ „ნაცმოძრაობისთვის“ დაეჭირათ მხარი. სამწუხაროდ, როგორც ირკვევა ბეგაშვილმა არც ის იციოდა თუ ვინ იყო ქვემო ქართლში ამ არეულობების ორგანიზატორი და საიდან იმართებოდა იგი…“ – აცხადებს „ქრონიკა+“-სთან „სახალხო კრების“ წარმომადგენელი და აქვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზზე საგანგებო მოწოდებასაც აჟღერებს:

„ – ჩემო საყვარელო პრემიერო, სიტყვა „სუსკაც“ სომხურად სიჩუმეს, ჩუმად ყოფნასა და სიჩუმის შენარჩუნებას ნიშნავს. სამწუხაროდ, ვანო ბეგაშვილი „სუსკაცის“ პოზიციაშია და ამიტომაც ვამბობ, რომ იგი არ ივარგებს მაგ თანამდებობაზე და თუ არ გინდათ, რომ ქვემო ქართლის დავკარგოთ, არ უნდა უბოძოთ წყალობა, რასაც რეგიონის პირველკაცობა ჰქვია!“