ვლადიმერ პუტინმა დონბასელ ამბოხებულებს მიმართა

meet-the-pr-firm-that-helped-vladimir-putin-troll-the-entire-country

,,ნათელია, რომ დონბასის მოსახლეობამ, კიევის მიერ მათ წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ, დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა სერიოზული მსხვერპლის ფასად. უკრაინელი სამხედროების მხრიდან დაუნდობელ ქმედებებს უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეეწირა. ამბოხებულებმა სიმართლეზე დაფუძნებული, თავდაცვითი ტაქტიკის სწორი წარმართვის მეშვეობით, უკრაინელი სამხედროების დიდი ნაწილი, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში არა საკუთარი სურვილით, არამედ სასიკვდილო ბრძანების გაცემის წყალობით მონაწილეობენ, ალყაში არიან მოქცეულნი. სულ რამოდენიმე საათი და ათასობით უკრაინული ოჯახი შავი ძაძებით შეიმოსება. მივმართავ ამბოხებულთა რიგებში მებრძოლ ყველა პიროვნებას, სასწრაფოდ გაუხსნან უკრაინელ სამხედროებს ჰუმანიტარული კორიდორი და მათ საბრძოლო მოქმედებების ზონის დატოვების საშუალება მისცენ. საჭიროების შემთხვევაში დაჭრილებს ჩაუტარდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ჩვენი სისხლით მონახევრე ერის ღირსეულ შვილებს, საკუთარ დედებთან, ცოლებთან და შვილებთან დაბრუნების საშუალება მიეცეთ. დაე მათ სახლში იფიქრონ რა ხდება სინამდვილეში და ვინ არის დამნაშავე ძმათამკვლელი ომის წარმართვაში. ეს ჩემი თხოვნა და სურვილია, იმედია რეგიონის მოსახლეობა ჩემს მიმართვას გაითვალისწინებს. რუსეთის ფედერაცია თავის მხრივ აქტიურად გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების პროცეს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დონბასის მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფისგან ვიხსნათ. რაც შეეხება კიევის ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სასწრაფოდ შეწყვიტონ საკუთარი ხალხის წინააღდეგ წარმოებული სადამსჯელო ოპერაცია და მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლონ, კეთილი ინებონ და დასავლეთის მიერ მითითებული დირექტივების შესრულების ნაცვლად, საკუთარ ხალხთან მისასვლელი გზა ეძებონ“ – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი, დონბასელი მებრძოლების მისამართით გაკეთებულ მიმართვაში.