ელისო კილაძის სკანდალური განცხადება

21

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს:

„ სოსო მანჯავიძე – როგორც წუხელ გვიან ღამით ჩემთვის ცნობილი გახდა, ნინო ჯღარკავას თქვენ, თბილისის საკრებულოს დეპუტატი აწვდით (დეზ)ინფორმაციას „ქრონიკა +”-ის  შესაძლო დამფინანსებელთა შესახებ. თქვენი „მეგობრობიდან“ გამომდინარე, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი ზედელაშვილთან და გენინსპექციის ყოფილ უფროსთან ზვიად ჯანყარაშვილთან, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ამას სწორედ მათი დავალებით აკეთებთ.
ბ-ნი ზედელაშვილი დიდი ხანია ნერვიულობს, რომ მისი არც ერთი აგენტი „ქრონიკა +“-ის რედაქციაში აღარ მუშაობს და ვერ აკონტროლებს სარედაქციო პოლიტიკას.
ორშაბათს,საქართველოში აკრედიტებული ყველა საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია ინფორმირებული იქნება, როგორც ცდილობს თქვენი მეშვეობით, მინისტრის პირველი მოადგილე ჩემი როგორც ჟურნალისტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას და რა ტიპის მუქარები ხორციელდება ცალკეული პირების მიერ ჩემი შვილის მისამართით!!!“