სოსო გოგაშვილი – კახა მიქაია სკანდალური სატელეფონი ჩანაწერი

სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილისა და „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა მიქაიას სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი „ქრონიკა+“-ს სახელისუფლებო წყარომ მიაწოდა.
საქმე ეხება კუდის ყოფილ მაღალჩინოსან გელა გადელიას, რომელიც აცხადებდა, რომ უკრაინაში ყოფილი ხელისუფლების მამხილებელი ვიდეო და აუდიო მასალები აქვს გატანილი, მათ შორის ჩანაწერი, რომელიც გურამ შარაძის მკვლელობას ეხება. შეთანხმების შემთხვევაში გადელია მზადაა, სასამართლოში ჩვენება მისცეს, საჯარო განცხადებები გააკეთოს, სამაგიეროდ კი ბიზნესის დალაგებას ან ფულად ანაზღაურებას ითხოვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერები გამოსადეგი იქნება.
კახა მიქაიამ კუდის მაღალჩინოსნის ვიდეოაღიარება სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილსა და ექსპრემიერის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს გადასცა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სოსო გოგაშვილმა ისე, რომ ჩანაწერების მოპოვება და ჩამოტანა არც უფიქრია, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი აფერისტად გამოაცხადა და შესაბამისად, სამართლებრივ რეაგირებაზე არც კი უფიქრია. სამაგიეროდ, ჩანაწერი სუსის მაღალჩინოსან ნიკა შარაძეს გადასცა, რომელიც ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი და ნდობით აღჭურვილი პირი იყო (გვერდით უდგას კიდეც მერაბიშვილს მუხროვანის ბაზაზე ცნობილ ვიდეოში, როცა შს მინისტრი ორ გვამს ითხოვს), ამიტომ სრულიად გასაგებია, რომ კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს მისივე კოლეგების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე რეაგირება არ ექნებოდა და ეს ასეც მოხდა.
„დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა რამდენიმეთვიანი უმოქმედობის შემდეგ გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდან შარაძეს, კუდის მაღალჩინოსნის ვიდეომიმართვა გადასცა, რომელმაც დახმარებისთვის მთავარ პროკურატურას მიმართა.
სწორედ რუსუდან შარაძის საქმეში ჩართვას სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის გაღიზიანება და კახა მიქაიასთან მისი სატელეფონო ზარი მოყვა.

„ქრონიკა+“ ჩანაწერის სრულ ვერსიას გთავაზობთ:

სოსო გოგაშვილი _ ს.გ.
კახა მიქაია _ კ.მ.

ს.გ. _ კახა, როგორ ხარ?
კ.მ. _ ვააა, გაუმარჯოს!
ს.გ. _ „ზდაროვა“, რას შვები, რავა ხარ?
კ.მ. _ რამ გაგახსენა ჩემი თავი, ტო?
ს.გ. _ შენ გამახსენე, შენ!
კ.მ. _ მეეე? კაია, კაია, თუ გაგახსენე. როგორა ხარ?
ს.გ. _ ხომ მშვიდობით ხარ, ხომ მაგრა ხარ?
კ.მ. _ ვაი, ასეთ მშვიდობას!
ს.გ. _ იქით ხარ, სამარგალოში?
კ.მ. _ არა, სამარგალოში არ ვარ, აქა ვარ…
ს.გ. _ აააა… გეტყვი, ამ კვირაში, ახალ კვირაში ვიქნები მეც და შეგეხმიანები, მაგრამ ეხლა „პროსტა“ რაზე გირეკავ, მაგ თემაზე შევხვდეთ, ერთი… აააა, ისა, რა ქვია… მოკლედ, რუსიკო როა, შარაძე, იცი, გურამის გოგო, ეგ ჩვენი თანამშრომლის ბიძაშვილია, რა, ალალი… მოკლედ, რაღაცა თავის ბიძაშვილს ელაპარაკება, მიქაიამ რაღაც ვიდეო მიუტანაო გოგაშვილსო და იქო მამაჩემის მკვლელობაზეა ლაპარაკიო და „კაროჩე“, გოგაშვილი რეაგირებას არ აკეთებსო და ეტყობა, ხელს აფარებს მკვლელებს და რაღაცაო და „ნუ“, „კაროჩე“, შენზე ამბობს, რომ შენ ელაპარაკე ამაზე და რა ხდება, ერთი, რა ვიდეოა? შენ რომ მომიტანე, ის ტიპი ბაზრობს, რომ ვიღაცაო, „კაროჩე“…
კ.მ. _ ის ტიპი ბაზრობს, მე მეტი არაფერი არ მინახებია მაგისთვის, რაც შენ განახე, ის.
ს.გ. _ კი მარა, მე რა შუაში ვარ გურამა შარაძის მკვლელობასთან? მართლა, კენედის მკვლელობაც ხომ არ უნდა დავიბრალო, ეს დედამოტ…ნული, ტო…
კ.მ. _ არა, შენ რატომ უნდა დაიბრალო, კაცო?!.
ს.გ. _ არა, ეს, „კაროჩე“, თავის ბიძაშვილს უტრაკებს, რომ „კაროჩეო“, თქვენ გაქვთო ეგ ვიდეო და რატომ არ იჭერთო იმ მამაჩემის მკვლელებსო.
კ.მ. _ ნუ, ეგ გასაგებია, მე მაგას ვერ დავმალავდი, იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია და იცოდა, „კაროჩე“ და იქ რაც არი, იმის მეტი მე არაფერი არ მიმიცია მისთვის…
ს.გ. _ ხოდა, ამან უყურა, კაცო, ბიძაშვილს ეს ვიდეო ნანახი აქვს ჩემს თანამშრომელს. იქ ის ტიპი იძახის, რომ იქ რო ვიყავი თათბირზეო, მაგან რაღაც „კლიჩკა“ ახსენაო, ხო დალაგდა პროფესორის თემაო და „კლიჩკა“ ახსენაო.
კ.გ. _ ჰოო, იქ არი, რო პრაფესორი ლაპარაკობს, გამიგე, მეტი არაფერი, მე მაგი ვანახე რაც იყო, მეტი არაფერი და მაგი ყველასა აქვს.
ს.გ. _ ეს გოგო ეტყობა, ცოტა ვერ არის დალაგებული მთლად…
კ.მ. _ არა, ეს გოგო შეიძლება ფიქრობს, რომ ამის საფუძველზე შეიძლება ამის გამოძიება და აწვება, ნუ მამამისია და რა არის გასაკვირი, ტო…
ს.გ. _ კი, გასაგებია, მაგრამ ის, ვინც არის, გადაღებული გყავს შენ, მაშინ იმან უნდა გვითხრას ის „კლიჩკა“, თვითონ ამბობს იქ, რომ „კაროჩე“, მე ახლა ზეპირად არ მახსოვსო, მიწერიაო და შენ მე, როგორც ვიცი, გთხოვა შენ მაგან, გამიგეო და შენ ვერ გაიგე ეგ „კლიჩკა“.
კ.მ. _ არა, ის ტიპი გაჩერდა მერე, მე ეხლა ტელეფონში გეტყვი ყველაფერს მაშინ, თუ გინდა, თუ არადა, შევხვდეთ და გეტყვი, ტო. მაგას რაღაცეები მოჰყვა, ტო, მერე და, ეხლა ამ გოგოს მამისის ამბავია და უჭირდეს იქნება, ეს გასაგებია, მაგრამ რაც შეეხება ჩანაწერს, ჩანაწერი რაც მე ვანახე მას, ეგ თქვენც გაქვთ და უჩასაც აქვს და სხვა მეტი არაფერი არ მინახვებია, სხვა არცა მაქვს, ტო!..
ს.გ. _ მე სხვა რამეს გეუბნები, კაცო, ეგ გოგო ამბობს, რომ იქ ახსენესო და იქ არ ახსენებენ არავის.
კ.მ. _ იქ არავინ არ ახსენა, იქ „პროსტო“ ლაპარაკობენ, რომ „პრაფესორი“ და „კლიჩკაზე“ საუბარი არ არის და ეხლა, რა ვიცი მე, თქვენ დაიბარეთ, ის კაცი თვითონ ამას არაფერს არ ლაპარაკობს. იმან რაც მე მითხრა, სოსო, გამიგე, ის არის იქ ჩანაწერში, დანარჩენი ეხლა მე გამომძიებელი არა ვარ, მაგას რამეები იმას ვქნა და…
ს.გ. _ არა, შენ გამომძიებელი კი არა, კაცო, მაგაზე საქმე მე როგორ აღვძრა? ფიზიკურად არ შეიძლება.
კ.მ. _ ის ტიპი შეგიძლიათ დაიბაროთ და იმ ტიპს გააკეთებინოთ საქმე.
ს.გ. _ ვინა, ის დედამოტ…ნული რომაა, შურღაია, ძიძიშვილი თუ ვიღაცა?!
კ.მ. _ ვინაა შურღაია, კაცო?! არა, პაპაია როა, კაცო, გაბელია როა ძიძიშვილი.
ხო, მაგი ვანახე მე ეხლა, ვერც დავმალავდი იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია, სხვა დანარჩენი მე არაფერი არა მაქვს და არც რა ვიცი. თუ თქვენ მაგას დაიბარებთ და ათქმევინებთ, ეგ სხვა ამბავია. მე მაგი მაგას არ მეუბნება.
ს.გ. _ არა, მაგრამ ეს უყურე, მაგი რას იძახის, გოგა, შენ გითქვია, რომ კახამ მითხრა, გოგაშვილს მივეცი ეგაო და „კაროჩეო“, ის, ეტყობა, არ აკეთებს რეაგირებასო.
კ.მ. _ არა, მე გოგაშვილს მივეცი-მეთქი, დავუმალავდი? იმ შარაძემაც იცის, რომ ჩემი მეგობარია ნიკა და მე გადავეცი-მეთქი გოგაშვილს, გადავეცი უჩას-მეთქი და მეტი მე ეხლა გამომძიებელი არ ვარ და შეიძლება ამაზე ლაპარაკობს.
ს.გ. _ გასაგებია, ხო მაგას ლაპარაკობს, მაგრამ „პროსტა“ რა სალაპარაკოა ეხლა…
კ.მ. _ არა, ხო შეიძლება, ის გოგო დაიბაროთ და უთხრათ, რომ ეს ასეა და ასეა, მეტი ეხლა მე რა გიქნა?
ს.გ. _ მე ის გოგო რა უნდა დავიბარო, ამის ბიძაშვილია. ამათ ურთიერთობა აქვთ.
კ.მ. _ მაშინ მაგან უთხრას, შეხვდეს და უთხრას, ტო.
ს.გ. _ კახა, მომისმინე, ძმაო, რა, შენ რა პონტში უთხარი, რომ შენ ჩემთან ეს მოიტანე, მე რატომ მახსენე მაგ გოგოსთან, კაცო?!. შენ ჩემთან მოხვედი „ვაფშე“ სხვა პონტში და მე და შენი ურთიერთობა, რა გითხოვია ჩემთვის…
კ.მ. _ არა, მე მოვედი იმ პონტში, სოსო, ჩემო კარგო… რა მითხოვია ესეთი, კაცო, მე გითხარი, საქმეები გამოვიძიოთ, ამ კაცს რაღაცეები აქვს-მეთქი, მათ შორის, შარაძე.
ს.გ. _ არა, არა, შენ მითხარი, რო ეს ტიპი რაღაცა ფლობს ინფორმაციებსო…
კ.მ. _ ჰოდა, ჩანაწერებიც აქვს.
ს.გ. _ ის რაც იცოდა აფხაზეთის თემაზე და რაღაცაზე, აბსოლუტურად არაფერი არ იყო იქ, გითხარი, რომ აბსოლუტურად იყო ბოლი და ეგ ყველაფერი ვიცი და მაგაზე „ვაფშე“ ვერაფერ შედეგს ვერ დავაყენებდი. შარაძის თემაზე „კაროჩე“, „ვაფშე“ არაფერი არ არის იმიტომ, რომ იძახის ის და იქ ლაპარაკობდნენ და…
კ.მ. _ ამის ჩანაწერი აქვს მაგ ტიპს, სოსო, რომ ლაპარაკობენ.
ს.გ. _ არ გითქვია…
კ.მ. _ როგორ არ მითქვია, კაცო, იმ ჩანაწერში, მე რომ მოგიტანე, იქ ლაპარაკობს, სოსო, რას ლაპარაკობ?!
ს.გ. _ არა, არა, ერთ წუთს…
კ.გ. _ მე, სოსო, მომისმინე, ჩანაწერზე რატომ გაამახვილა რუსიკომ ყურადღება, იმიტომ, რომ იმ ჩანაწერში ეს ტიპი ლაპარაკობს, რომ მე მაქვს ამისი ჩანაწერები.
ს.გ. _ მე მაქვს მაგის ჩანაწერიო, რო იქ ამაზე ლაპარაკობსო?
კ.მ. _ ჰო, ამაზე ლაპარაკობენ და ამ ჩანაწერებს ჩამოვიტანო და ამის მიხედვით იმასქენითო, თორე იქ ლაპარაკობს და მე ჰაერში ვლაპარაკობ, ესე არ არი!.. მან თქვა, რომ მე ამაზე მაქვს ჩანაწერები და ამ ჩანაწერებს ჩამოვიტან, თორემ ჰაერში მაგას ვინ დაუჯერებდა?..
ს.გ. _ უნდა წასულიყო უკრაინაში.
კ.მ. _ კი, უნდა წასულიყო, ის მერე ჩაიშალა, არაფერი არ გამოვიდა. მერე ეს ტიპი დაიჭირეს.
ს.გ. _ ესეთი რაღაცა, უჩა, უჩა, რა იყო, ახლა, კახა, იქ ფოთში რაღაც თემის დალაგება უნდოდა და რაღაც-რაღაცეები და…
კ.მ. _ არა, იმ ფოთზე არ არის საუბარი, მათ შეეძლოთ, თქვენ თუ გააკეთებდით ამას და ითანამშრომლებდით, ის ტიპი წავიდოდა და ამ ჩანაწერებს ჩამოიტანდა. ეხლა მეტსაც გეტყვი…
ს.გ. _ არა, არა, ერთი წამით, იქ ფულს ითხოვდა მაგაში და ეხლა ვერ გავიგე…
კ.მ. _ ბოლოს ფულს ითხოვდა კი არა, დაიჭირეთ, კაცო და ეუბნებოდნენ, ამას გაგიჩალიჩებთ, ყველაფერს დაგიწყობ. დაიჭირეს, თანაც რაზე, მე რო გითხარი, ვიღაც ქალს რო წამოარტყა, პამიდორს რომ ყიდდა, ტო!.. იმაზეც თანახმა იყო. ეს პაპაია ბოლოს რაღაც ბიზნესი დაიწყო პამიდორს ყიდდა და რაღაცა და…
ს.გ. _ ეგ ეხლა დაჭერილია?
კ.მ. _ არა, ეხლა ეგ დაჭერილი არ არის, მე მაგაზე გთხოვე, რომ საქმე მოეხსნათ, რაღაც იმას ნასამართლეობას უჩალიჩებდნენ, ისიც არ გააკეთეს. ბოლოს მე ვიცი, რომ მასთან მოვიდნენ, სოსო, ამიტომ მე ახლა გამომძიებელი არა ვარ, მასთან მოვიდნენ და უთხრეს, რომ შენ, ძმაო, ამ ჩანაწერებს ჩამოიტან, გამიგე? ამ ჩანაწერებს ჩამოიტან და ჩვენ ამ ნასამართლეობას მოგიხსნით. ამან უთხრა, კი ბატონოო…
ს.გ. _ ეგ არ ვიცი…
კ.მ. _ უშიშროებიდან მოვიდა ხალხი ჩემთანო, მითხრა და… მე ეს მატყუებს, არ მატყუებს, ბოლოს დაიბარეთ, ძმაო და გაარკვიეთ. ამის მერე ამ ტიპთან მოდიან და ეუბნებიან, _ შენ მიქაიას ეს რატომ უთხარი? შენ რატომ იყავი მიქაიასთან? ჩვენ ხომ გითხარით, მიქაიამ ეს არ უნდა გაიგოს. მე გამოვ…ლევდი… მეთქი, ბიჭო…
ს.გ. _ ვინ უთხრა?
კ.მ. _ ვინც მივიდა მასთან. ამის მერე საქმე გააჩერეს, ეს ტიპი მოდის ჩემთან და მეუბნება, არც შარაძის ამბავი მინდაო, არც არაფერი არ მინდაო, ოღონდ შენ შემეშვიო, „კაროჩეო“ და შეშინებული სახლში ზის!..
ს.გ. _ არა, სისულელეა, მაგის დედას შევეცი, რაღაც …ლეობებს ლაპარაკობ!..
კ.მ. _ ეხლა მომისმინე, ჩემო კარგო, ეს რომ გაირკვეს და რუსიკოც დაწყნარდეს და ის პაპაიაც და ყველაფერიც, ეგერ დაიბარე, ძმაო და ელაპარაკე!.. მე რაც მოგეცი შენ და რაც იმ ტიპმა თქვა, რომ გავაკეთებო და მე უჩას ვუთხარი ეს ყველაფერი, ამის მეტი მე არც რუსიკოსთვის, არც შენთვის, არც პაპაიასთვის არაფერი არ მითქვამს…
ს.გ. _ არა, მე სხვა რამეს გეუბნები, კახა, შენ ჩემთან მოხვედი, ხო? ეთამაშები და რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, დგახარ და ლაპარაკობ მეგობრებთან, კაცო?!
კ.მ. _ არა, კაცო, რას ვეთამაშები? რას ლაპარაკობ, მე რატომ უნდა ვეთამაშო? მე რუსიკოს ვუთხარი, რაც იყო, მე ვუთხარი, ეს უჩასაც აქვს და იმასაც აქვს, რა ქვია და ნიკასთან მივიდა.
ს.გ. _ რატომ უთხარი ეგ რუსიკოს, რატომ უთხარი?
კ.მ. _ ბიჭო, როგორ რატომ ვუთხარი, ჩემი მეგობარია და…
ს.გ. _ მერე პირდაპირ ბიძაშვილთან მოვიდა და ბიძაშვილმა ნახა ეს კადრები ჩვეულებრივად…
კ.მ. _ ჰო, მერე არაფერი არაა?!
ს.გ. _ არა, არაფერი. ის ტიპი, ვინც იძახის, რომ „კლიჩკა“, „კაროჩე“, იქ ახსენესო და მე არ მახსოვს ეგ „კლიჩკაო“.
კ.მ. _ ხოდა, ის ტიპი ამით გარანტიას იღებს, რო რამე არ მოუვიდეს, გამიგე?! მაგას ეშინია, თქვენი შეშინებულია, ეხლა ვნახე ბოლოს, არც მირეკავს და არაფერი, _ ის დღე რატომ არ დაიწვა მე შენ რომ გაგიცანიო, ტო და…
ს.გ. _ მაგას მივხედავთ, კაი, მივხედავთ მაგას…
კ.მ. _ მომისმინე, ჩემო კარგო! რუსიკოსაც შეგიძლია პასუხი გასცე, „დაჟე“ იმ პაპაიასაც და მე რაც მინდოდა…
ს.გ. _ რუსიკოსთან რა საქმე მაქვს?..
კ.გ. _ არა, შარაძემ გასცეს, კაცო, პასუხი!.. მე რაც მინდოდა, რომ „ნაცების“ ამბავი გამოძიებულიყო, შავაძის ამბავია, მერე გატაცების ამბავია, ლილუაშვილზე პანღურის ამბავია… ეს მე თქვენ მოგიტანეთ გულწრფელად, არაფერი არ დამიმალავს. ის ტიპი, ფარული ჩანაწერი არ გამიკეთებია, მე მისი, ის ტიპი დაჯდა კამერის წინ: მეო ვითანამშრომლებო, ამ ჩანაწერებს ჩამოვიტანო, სასამართლოზე პირზეც დავადგები ამათო და ეს მოგიტანე, თორე მე ეხლა ფარული ჩანაწერი და ის ტიპი რომ გავწირო და რაღაცა, მე არავის არ გავწირავ, ძმაო!.. მე გითხარი და მოგიტანეთ ის, რისი „სპასობნი“ იყო ტიპი, რო მე ამ ჩანაწერებს ჩამოვიტან და სასამართლო თუ გაიმართა, მე დავადგები პირზე. მეტი არაფერი!..
ს.გ. _ ტიპი მოტეხვას აპირებდა აქედან, ფული უნდა აეღო და წასულიყო ქვეყნიდან…
კ.მ. _ ეხლა მოტეხვას რას აპირებდა და როგორ აპირებდა, მე ეს არ ვიცი და, ჯერ ერთი, მაგას იმის ტრაკი არა აქვს, რომ მოტყდეს კი არა, შეშინებული ზის და ვინ მივიდა მასთან, როგორ დაიბარეს, რა დაიბარეს, ეს, სოსო, შენ შეგიძლია უბრალოდ დაიბარო, რუსიკო შარაძე დაიბარო, ეს ტიპი დაიბარო. მე არანაირი ინტერესი ამ საქმეში არ მქონდა ერთის გარდა _ „ნაცების“ დედის ტრაკის ტ…ვნის გარდა, მეტი ინტერესი მე არაფერი არ მაქვს!!! არ გინდა, ძმაო?!..
ს.გ. _ შენ ფიქრობ, რო მაგის ნალაპარაკებიდან „ნაცებს“ დედა ეტ…ვნებოდათ?!
კ.გ. _ როგორ არ იტ…ვნებოდა, ჩანაწერები ჩამომქონდაო, ტიპმა!..
ს.გ. _ მოვიდა, სცენა დაგიდგა, კახა, მე ვიცი და შენ არ იცი, შენ მაგის რესურსი არა გაქვს…
კ.მ. _ გასაგებია, ძმაო, მე ხო არ გეუბნები შენ, რო რესურსი მაქვს, მაგრამ ტიპი ამას ლაპარაკობს, გაარკვიე და გათავდა, ტო!..
ს.გ. _ კახა, ერთი წამი მაცადე, ძმაო, ტიპი მოვიდა, დაგიდგა სცენები, მოგიყვა რაღაცეები, ბოლი დაგიყენა, „კაროჩე“… გეუბნებოდა, ეს თემა დამილაგე, აქეთ ფულსა გთხოვდა, „კაროჩე“, იქ რაღაცა უკანონობას ითხოვდა…
კ.მ. _ ეხლა მე გეტყვი ამის პასუხს, ტიპი როგორ ითხოვდა იცი, სოსო?!
ს.გ. _ დამასრულებინე ერთი წამი, რა!.. ტიპი ითხოვდა, რო ფული მომეცით, უკრაინაში წავიდე და მე იქიდან იმას ჩამოვიტან, რასაც ჩამოვიტანო და ტიპი არის აბსოლუტური აფერისტი და ბლეფი ტიპია, შენ რაღაცეები მოგიყვა, შენ რაღაცეები დაგაჯერა, შეიძლება არ დაგეჯერა, არ ვიცი…
კ.მ. _ მე არავის არაფერს არ ვუჯერებ, კაცო!.
ს.გ. _ მე არა ვარ კომპეტენტური და აგერ, თქვენ თუ რამეს დაინახავთ…
კ.მ. _ მე ხომ მოგიყვანეთ ტიპი…
ს.გ. _ არა, ტიპი არ მოგიყვანია, ჩანაწერი მომიტანე…
კ.მ. _ არა, ტიპიც დაიბარეთ, კაცო, „მოდულის“ შენობაში აგერ…
ს.გ. _ არა!..
კ.მ. _ რას ლაპარაკობ, სოსო, არ გახსოვს?
ს.გ. _ არა-მეთქი!.. კახა, მაცადე, ერთი წუთი მაცადე და მომისმინე, ამის მერე ის, „კაროჩე“, ხო, შენ რომ ეხლა რუსიკოს ეუბნები, რო მე გოგაშვილს მივეცი, ძმაო და ის რეაგირებას არ აკეთებს, აგერ მამაშენის მკვლელობის თემა იხსნება, ის გოგო დგას ეხლა და გოგაშვილი ხელს აფარებს ვიღაცეებსო და ეხლა მე მაგას თუ ვიმსახურებ შენგან, ძმაო, მე შენ ძმაკაცურად გიყურებ და…
კ.მ. _ ეხლა, მომისმინე, სოსო, ჩემო კარგო!.. მომისმინე ჩემო კარგო!!! ეხლა, სასწაულებს მეუბნები, ჯერ ერთი, პაპაია თქვენ დაიბარეთ, ელაპარაკეთ, ამის მერე გამოუშვით, ეს იყო აგერ, ძველ „კაგებეს“ შენობაში, ამის შემდეგ პაპაიამ თქვა, რომ „ვსიო“, არაფერი არ გამოდისო, თანაც რო ითხოვდა, ამას როგორ ითხოვდა, გაგახსენებ, ძმაო!.. თქვენ მე ამას გამიკეთებთ, როცა მე ჩამოვიტან. თუ მე ეს არ ჩამოვიტანე, თქვენ მე არაფერი არ გამიკეთოთ…
ს.გ. _ არა, ფულს ითხოვდა, კახა!..
კ.მ. _ არა, არა, მომისმინე, ფულს კი არ ითხოვდა, ლაპარაკობდა, რომ ბიზნესს გამიფორმებ, თუ ეს იქნება ვარგისიანი და თუ თქვენ ეს გამოგადგებათ!.. მე ვუთხარი, მე ამას ვერ დაგეხმარები, ძმაო, ამას მე ვეტყვი ხელისუფლებას და ხელისუფლება გაგიკეთებს.
ს.გ. _ ანალოგიურად ვერც მე დავეხმარებოდი…
კ.მ. _ შენ გამოგიშვი, პაპაიას შეხვდი, ორი კაცი შეხვდა პაპაიას…
ს.გ. _ არავინ არ შეხვედრია-მეთქი პაპაიას…
კ.გ. _ აბა, ეხლა ტყუილი მითხრა „მოდულის“ შენობაში, „მოდულის“ კი არა, აგერ ძველი…
ს.გ. _ გატყუებს-მეთქი, გეუბნები, ძმაო, არავინ მაგას არ შეხვედრია…
კ.მ. _ მომისმინე, ჩემო კარგო!.. მე ვიდექი გარეთ… მე ვიდექი ქვემოთ, ეს ავიდა ინგოროყვაზე ზემოთ და ჩამოვიდა და ეხლა როგორაა…
ს.გ. _ ინგოროყვაზე რა უნდოდა, კაცო?!.
კ.მ. _ ინგოროყვაზე არ არის ძველი „კაგებეს“ შენობა, კაცო?!.
ს.გ. _ იქ ვისთან იყო მერე? ჩვენ იქ არა ვართ საერთოდ, კახა, ძმაო…
კ.მ. _ მე გეუბნები ორი წლის უკან, ორი წლის უკან გეუბნები!..
ს.გ. _ არ ვართ-მეთქი, იქა!..
კ.მ. _ მაშინ, ძმაო, ეს ყველაფერი გაირკვევა, ეგერ დაიბარე და რა უნდა პაპაიას დედის ტრაკის მოტ…ვნას, თუ ეს ბაზრობს ტყუილს…
ს.გ. _ დავიბარებთ, აუცილებლად დავიბარებთ!…
კ.მ. _ თუ ეს ბაზრობს ესეთ რაღაცეებს, თუ ეს „სპასობნი“ იყო, რო სანამ მეო ამას არ ჩამოვიტანო, თქვენ მე არაფერი არ გამიფორმოთო, ტო!.. ამაზეც იყო, ეგ მაგის ჩიტია?!.
ს.გ. _ კახა, მე სხვა რამეს გეუბნები, შენ სხვაგან გადაიტანე ლაპარაკი, მაგას აუცილებლად დავიბარებ, რა!.. ხვალევე მოვაყვანინებ მაგას, ჩამოვაყვანინებ დავაბარებინებ, რა!..
კ.მ. _ გაარკვიე, კაცო!..
ს.გ. _ კახა, მომისმინე!.. უშიშროების სამსახური ინგოროყვაზე არ არსებობს, არც ორი წლის წინ ყოფილა, ძმაო, არც ეხლა არ არი, „კაროჩე“ და გატყუებს-მეთქი, გეუბნები!..
კ.მ. _ გასაგებია და მაშინ თუ მე მატყუებს, დაიბარე და უთხარი, რატომ მოატყუე მიქაია-თქო, ელაპარაკე!.. ანდა მეც ველაპარაკები, ტო!..
ს.გ. _ მე სხვა რამეზე გეუბნები, მე გელაპარაკები რაც წეღან გითხარი, რუსიკოს ნაწილში, რა!.. მე დანარჩენი მაგას მივხედავთ ჩვენ და რეები მოგატყუა, ვინ დაიბარა და ვინ აშინებს, გავიგებ!..
კ.მ. _ კი ბატონო და რაც შეეხება რუსიკოს, რაც იქ იყო და რაც მერე მე გავაკეთე და შენ და უჩას მოგეცით, მეტი არაფერი არ მითქვამს!.. რუსიკომ ალბათ გამოიტანა დასკვნა, რომ თქვენ აჩერებთ!.. დაიბარეთ რუსიკო და უთხარით. რა უნდა ამას, ტო?!.
ს.გ. _ ბიჭო, აგერ ბიძაშვილია თავისი, ეგენი გაერკვევიან…
კ.მ. _ გაირკვევა, აბა რა, პაპაიას საქმეს ვერ დაადგით თავი!..
ს.გ. _ კახამ მითხრაო, რო…
კ.მ. _ რაო?
ს.გ. _ კახამ ჩანაწერი მოიტანა და მითხრაო, რომ ესო გოგაშვილს მივეციო…
კ.მ. _ უჩასაც მივეცი… ჰო, არ არის რეაგიგება-მეთქი, რა არის მერე? მე მივეცი და თუ არი, რეაგირება გააკეთონ, თუ არ არი და არ არი!..
ს.გ. _ კახა, გიმეორებ, ძმაო, რა, მომისმინე!.. ყოფილა რამე, შენ ჩემთვის გითხოვია და მე არ გამითვალისწინებია, ძმაო?!.
კ.მ. _ მომისმინე, ჩემო კარგო!.. მე რო ვითხოვე, ის რო გაგეკეთებინათ, სამეგრელოში გექნებოდათ კარგად საქმე!.. თქვენთვის არ მითხოვია არც თანამდებობა, არც არაფერი!.. მე ვითხოვდი „ნაცების“ დედის ტრაკის მოტ…ვნას და შონია წამლის „ბარიგა“ დატოვეთ სამეგრელოში და მე გამომედევნენ ნაჯახით, ამათ დედას შევეცი!..
ს.გ. _ გეუბნები, რომ მე შენთან მაქვს პირადული, კაცო!..
კ.მ. _ პირადული რა იყო? პირადულიდან არ გამოვდივარ, სოსო, მე გამოვდივარ სახელმწიფოებრივიდან! წამლის „ბარიგა“, დედამოტ…ნული შონია, ყველა რო დასცინის, ისეთი კაცი, ტო!..
ს.გ. _ ერთი წუთით მომისმინე, რა!.. ჩვენი ურთიერთობა არის იმაზე დამყარებული, რო მეგობრული ურთიერთობაა და მე შენ გიმეორებ პირადულად, რო შენ-მეთქი, რუსიკოს ეუბნები, რო იმ გოგოს რატომ უნდა ეგონოს, რო… ახლა მე რაღაცას…
კ.მ. _ ბიჭო, არაფერი არ ეგონება, სოსო, რას ლაპარაკობ, დაიბარე და ეტყვი, ეს არაფერი არაა, რატომ უნდა ეგონოს, ტო?!. მე რომ ვუთხარი მაგას, რო აი, ეს მივეცი და რეაგირება არაა, ალბათ, თვითონ გამოიტანა დასკვნა, ტო!..
ს.გ. _ მე შენ მომიტანე რაღაცა ისეთი, საიდანაც მე გავაჩენ ახალ მკვლელს, მოვიგონე ვიღაცა, გურამა შარაძის მკვლელი, თურმე ვიღაცა სხვა არის…
კ.მ. _ არა, ძმაო, მე სულელი კი არა ვარ!.. მე ვუთხარი რუსიკოს, შესაძლებელია, ამაში რაღაცა იყოს, ეს აქვს უჩასაც, ეს აქვს გოგაშვილსაც და გაარკვიე-მეთქი. რუსიკომ მითხრა, ჩემი ბიძაშვილი არისო, ეგერ… კი ბატონო, გაარკვიეთ, მე საერთოდ არ მინახავს არავინ, ტო!.. მეც ხომ შემეძლო, მოვსულიყავი და მეთქვა.
ს.გ. _ არა, უნდა გენახა, რუსიკოზე გეუბნები შენ.
კ.მ. _ ჰოდა, ამიტომ რუსიკოც დაიბარე, ძმაო, არ არი აქ პრობლემა!.. რუსიკოს დაიბარებ, ეტყვი რუსიკოს და გაიგებს, ტო!..
ს.გ. _ შენ ან არ გინდა რო გაიგო, ძმაო…
კ.მ. _ რა არ მინდა, რომ გავიგო, მე გითხარი, რასაც ვეუბნები.
ს.გ. _ რუსიკო არ არის პრობლემა-მეთქი, ძმაო…
კ.მ. _ აბა, რა არი პრობლემა?!.
ს.გ. _ შენ გეუბნები, რომ როცა შენ უთხარი, გოგაშვილს აქვს და რაღაცას არ აკეთებს, თორე… მე ხომ არ ვარ გამომძიებელი, ეგერ თუ უნდათ, რაღაცა ხომ უნდა გააკეთონ. იმ გოგოს გონია, რომ მე მაქვს რაღაცა ისეთი, რომელიც გაარკვევს რაღაც ახალს, ხელისუფლებაშია ყველა მასტერების მასტერები და დედამოტ…ნულები სუყველანი ჩასმულები არიან. იმ გოგოს ეტყობა, იმედი გაუჩნდა იმისა, რომ სხვა არი კიდე. ეხლა, „კაროჩე“, დგას და საყვედურობს თავის ბიძაშვილს, თქვენთან არის მამაჩემის თემა და რატომ არაფერს არ აკეთებთო?..
კ.მ. _ მერე ამას რა უნდა, ბუნებრივად გაუჩნდა პირს ეჭვი, დაიბარეთ და ეტყვით, რომ ეს არაფერი არ არი.
ს.გ. _ მიქაიამ მითხრაო…
კ.მ. _ რა, მიქაიამ მითხრაო? მიქაიას არაფერი უთქვამს, მიქაიამ უთხრა და ანახა ის, რაც თქვენ იცით, ტო!.. ეხლა მე მაბრალებ ტო, რას ლაპარაკობ, ჩემო კარგო!..
ს.გ. _ მე კი არ გაბრალებ, ძმაკაცურად გეუბნები, რომ…
კ.მ. _ მეც ძმაკაცურად გეუბნები, მე მირჩევნია, ამ ძმაკაცობას თან სდევდეს ერთი რაღაცა _ „ნაცების“ დედის ტრაკის მოტ…ვნა და ნაბოზარი გუბერნატორი და წამლის ბარიგა „ნაცები“ არ მინდა ხელისუფლებაში!.. ამის წინააღმდეგი მე ყოველთვის ვიქნები. რაც შეეხება შარაძის ამბავს, მე გამომძიებელი არა ვარ, დაიბარე, ძმაო და გაარკვიე, ტო!.. ბუნებრივია, ჰქონდეს პრეტენზია, მამაა, ტო!..
ს.გ. _ კახა, მომისმინე, ერთი წუთი, როცა მე და შენ ვლაპარაკობთ და ბევრჯერ მითქვია შენთვის ეგ, რაღაცნაირად მიტინგის რეჟიმში ხარ…
კ.მ. _ არა მაქვს, მიტინგის რეჟიმი რატომ მაქვს? რას მეუბნები, კაცო?!
ს.გ. _ რაღაცნაირად ლოზუნგებით რომ მელაპარაკები, შონია სულ არ მაინტერესებს მე, ჩვენ შორის „ვაფშე“ არ მაინტერესებს მე…
კ.მ. _ რა არ გაინტერესებს ჩვენ შორის?
ს.გ. _ შონიას ყოფნა-არყოფნა და არც ჩემი მოყვანილი არ არის და რაში გადაგაქვს ეხლა, შონია რა შუაშია? მე გეუბნები შენ პირადად იმიტომ, რომ მე და შენ რომ გვაქვს ურთიერთობა მეგობრული და რამდენი რამე გითხოვია, ყველაფერში დაგიდექი გვერდში…
კ.მ. _ მე ჩვენს მეგობრობას ძალიან დიდ პატივს ვცემ და შენ არ გეგონოს, რომ მე მეგობრობაში ჩავიჭრები. ჩემთან ჩაიჭრა ბევრი, სოსო!.. მე მეგობრობაში, კაცობაში, არ ჩავიჭრები, იცოდე, სხვანაირად არ მომაწვე, მე მეგობრობაში არ ჩავიჭრები არასოდეს!.. რაც მე რუსიკოს ვუთხარი, ეს არის გასარკვევი და მეტი არაფერი, ტო!..
ს.გ. _ ჩავჭრილვარ შენთან მე რამეში?
კ.მ. _ მომისმინე, სოსო, არ არის ეს აქ სალაპარაკო, ვინც ჩაიჭრება და ვინც არა, თავის თავზე იყოს და თავის სინდისზე, ტო!.. მე არასოდეს, არავისთან არ ჩავჭრილვარ და ეხლა რა ღმერთი გამიწყრება, რომ შენთან ჩავიჭრა, ტო!..
ს.გ. _ ხოდა, კახა, გეკითხები კიდე, ძმაო, ყოფილა რამე, შენ ჩემთვის გითხოვია და მე არ გამითვალისწინებია?
კ.მ. _ მომისმინე, მე გთხოვე იმ ერთი ბავშვის ამბავი, რომელიც იყო, ჩემო ძმაო, უსუსური, 18 წლის ბავშვი, ტო!..
ს.გ. _ მე არა ვთვლი და რაოდენობრივად კი არ გეკითხები.
კ.მ. _ აბა, რა გინდა, მეტი რა ვქნა ეხლა, პრეტენზიით ხარ ჩემთან?
ს.გ. _ კახა, მე გეუბნები, ძმაო, რომ ის გოგო ამბობს ესეთ რაღაცას, შენ გითქვამს-მეთქი, რომ მე ვითომ რაღაცა მაქვს და არ ვაკეთებ რეაგირებას.
კ.მ. _ შენ არაფერი არა გაქვს, შენ გაქვს ის, რაც მე რუსიკოს ვანახე, მეტი რა გაქვს შენ, როგორ ვეტყოდი?!. შენ გაქვს ის და უჩასაც აქვს ის, რაც მე რუსიკოს ვანახე!!! აქედან გამოიტანა დასკვნა, მე რომ მკითხა, ეს რა არის? მე ვუთხარი, ეს ხელისუფლებას აქვს, აბა, ეხლა, შენ რა უნდა გქონდეს, ტო!..
ს.გ. _ კაი, კახა, გავიგე, გავიგე!..
კ.მ. _ დაიბარე, ძმაო და გაარკვიე, ჩემთან რა პრეტენზიაა?!
ს.გ. _ და ის დედამოტ…ნული კიდე, რაღაცეებს გიდგამს სცენებს…
კ.მ. _ მაგის იმას რა უნდა, სოსო, ჩემო კარგო, დაიბარე, შენ დედას შევეცი-თქო და ტიპი დაფქვავს ყველაფერს, ტო, მორჩება ბაზარი!..
ს.გ. _ რა გვარია, გვარი გამახსენე, ერთი, რა!..
კ.მ. _ გადელია და ძიძიშვილია ეხლა, დედის გვარზეა ეხლა, ტო!.. რა უნდა, რა პრობლემაა, რუსიკოც დაწყნარდება და ეს დედამოტ…ნულიც, მორჩა!.. მე, მომისმინე, სოსოს ამის გარდა რაღაცა აქვს, მისთვის არ მითქვამს. სოსოს აქვს და უჩას აქვს ის-მეთქი, რაც მე შენ მოგეცი, მეტი არაფერი!.. აქედან იმან გამოიტანა ალბათ დასკვნა…
ს.გ. _ ჰოდა, ეგ არ უნდა გექნა-მეთქი.
კ.მ. _ რატომ არ უნდა მექნა, ჩემი მეგობარია, ტო!..
ს.გ. _ მეგობარი გავიგე, ძმაო, მაგრამ ეხლა მე შენ შეგხვდი სულ სხვა თემაზე, შარაძის თემაზე ჩემთან არ მოსულხარ, ძმაო!..
კ.მ. _ ვის თემაზე არ მოვსულვარ?
ს.გ. _ არა, შარაძის თემაზე შენ ჩემთან არ მოსულხარ!..
კ.მ. _ როგორ არ მოვსულვარ, შარაძის თემაზე არ იყო, სასამართლოები რომ გაგაჩერებინე, ტელეფონით რომ დედა მოუტ…ანი იმ ხალხს, არ გახსოვს, ტო?! გაჩერდით და პაპაიას იჭერდნენ და იმ ხალხს იმას ართმევდნენ და ტელეფონით შენ მოაგვარე სასამართლოს ამბავიო, არ გახსოვს, ტო?!
ს.გ. _ ერთი წუთით, ძმაო, რა შუაშია, ეგ მერე იყო, კახა, რა შუაშია?
კ.მ. _ ხო, მერე იყო, პაპაია მოსული შენთან და ამის მერე შენ დაასკვენი, რომ პაპაია არის სიაფანდი…
ს.გ. _ პაპაიას საიდან იმასშვები, ბიჭო, არ ყოფილა-მეთქი ჩემთან მოსული, კახა!..
კ.მ. _ ეხლა შენ მეუბნები, რომ პაპაიამ მომატყუა, დამიბარეს უშიშროებაში და მელაპარაკესო?!.
ს.გ. _ კი, მოგატყუა, ძმაო!..
კ.მ. _ კაი, მაშინ დაიბარე, ძმაო, დაიბარე და შეგიძლია, დედის ტრაკი მოუტ…ნა პაპაიას!.. აი, „პროსტა“, ეს არის ძალიან მარტივი, დაიბარე, ტყუილს რატომ ამბობ, შენ დედას შევეცი-თქო!.. დაიბარე და დედა მოუტ…ანი და დამთავრდება!..
ს.გ. _ მე მაგას პირადად ასი წელი არ შევხვდები.
კ.მ. _ პირადად არ შეხვდე კაცო, შენ რატომ შეხვდები, ტო?!.
ს.გ. _ მაგას მივახედინებ და დავკითხავ კიდევაც და თუ რამე ისეთი შევამჩნიე, რომ მამაძაღლობს და ცრუ ჩვენებებს იძლევა, მაგას ცალკე მოეთხოვება კანონით პასუხი.
კ.მ. _ კი ბატონო!..
ს.გ. _ ხოდა ეგ ბინძური რასაც ითხოვდა და ის უკანონობა, ძმაო, გამორიცხული იყო, რაც არ უნდა გაეკეთებინა, შანსი არ იყო, მაგას ვერც ვერავინ გააკეთებდა და მე ასი წელი მაგას არ გავაკეთებდი.
კ.მ. _ კი ბატონო, უჩასთან საუბარში იყო, რომ უჩამ მითხრა, თუ ამას გააკეთებს, გავუკეთოთ საქმეო, ყველაფერი გითხრა? აგერ გეუბნები, ტო!..
ს.გ. _ მომისმინე, იმან არ იცოდა. რას ითხოვდა, მიიღო რასაც ითხოვდა?! გაერკვია. იყო არასწორი, უკანონობა და არ იყო გასაკეთებელი და არ გაკეთდა.
კ.მ. _ ხოდა, დამთავრდა, არ გაკეთდა და ეს ტიპი ახლა ასე ლაპარაკობს, დაიბარე და დედა მოუტ…ანი!.. რაც შეეხება ჩანაწერს, მე გოგაშვილს რამე სხვა აქვს-მეთქი, არაფერი არ მითქვამს. გოგაშვილს აქვს-მეთქი და ხელისუფლებას აქვს-მეთქი ის, რასაც მე შენ გაძლევ, „ვსიო“!..
ს.გ. _ შენ სხვა არაფერი არ გითქვია, კაცო, ვინ გითხრა, რომ სხვა აქ თქვი…
კ.მ. _ შენ მითხარი, გოგაშვილი აჩერებსო… მე ვუთხარი, გოგაშვილი აჩერებს და არ აჩერებს, მე ეგ სულ არ მაინტერესებს-მეთქი, აქვს გოგაშვილს ის, რაც მე შენ მოგეცი, მეტი არც მე მაქვს და არც გოგაშვილს. შენ სხვანაირად თუ ფიქრობ, არ ვიცი, რა უნდა მქონდეს სხვა. მე მოგეცი ის, რაც რუსიკოს მივეცი.
ს.გ. _ კახა, ძალიან კარგადაც გაიგე, რატომაც დაგირეკე, მიხვდი შენ ძალიან კარგად და…
კ.მ. _ დამირეკე და გასაგებია, რუსიკოს აქვს პრეტენზია, ესეც არ არის პრობლემა, დაიბარე და ეტყვი, ის კაცი სიაფანდია, აქედან, რუსიკო, არაფერი არ გამოვა. რა, გიჟია და ვერ მიხვდება?!
ს.გ. _ არა, არა, მომისმინე, კაცო, კიდევ აღარ მინდა თავიდან, იმიტომ, რომ ან მართლა ვერ გაიგე, რას გეუბნები, მე შენ გეუბნები, რო თუ შენ რუსიკოს მაგ სიტყვებს ეუბნები, რომ მე გადავეცი და აქედან შეეძლოთ იმათ გაეგოთ რაღაცა… შენ პირდაპირ ეუბნები, რომ იმათ შეეძლოთ გაეგოთ რაღაცაო…
კ.მ. _ არა, ძმაო, ჩემო კარგო, მე ვუთხარი, რომ რაც შენ მოგეცი, ის აქვს-მეთქი ხელისუფლებას, კაცო, რას ლაპარაკობ?! მე რა ვიცი, შენ რას გაიგებ და რას არ გაიგებ, ტო!.. რაც შენ მოგეცი, მე ვუთხარი, ეს აქვს ხელისუფლებას, მეტი „ვსიო“. მე რა ვიცი, შენ რა გაქვს და რას გაიგებ, მე საიდან უნდა დამესკვნა ეს?
ს.გ. _ კაი, „ბრატ“, კაი, გასაგებია. მაგას დავუძახებთ და გავარკვევთ.
კ.მ. _ კი ბატონო, გაარკვიეთ. მე რაც გითხარი, იმის მეტი პრეტენზია არაფრის არა მაქვს, „ნაცების“ დედის ტრაკის მოტ…ვნა და „ბარიგა“ გუბერნატორის, ამას პირდაპირ გეუბნები და ძმაკაცობაში მე არ ჩავიჭრები, იცოდე!..
ს.გ. _ მთავარი ეგ არის!..
კ.მ. _ არ ჩავიჭრები. მე გამომედევნენ ნაჯახით, მე დამსდევდნენ ეს ბოზიშვილები, როლანდ ახალაიას არ უკადრია, რაც ამათმა იკადრეს, ამათ დედას შევეცი, პირდაპირ გეუბნები!..
ს.გ. _ მაგაზე მოდი და ცალკე დავილაპარაკოთ.
კ.მ. _ აი, ამათ დედას შევეცი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შონია გუბერნატორი არ იყოს, დედას მოვუტ…ნავ, რო დამიჭიროთ, მაინც დედას მოვუტ…ნავ და რა გინდა მეტი, ეს მაქვს პრეტენზია. მე მაქვს პრეტენზია „ნაცებთან“, „ნაცების“ დედის პირში შევეცი და კიდევ უარესი, პორტირებულ „ნაცებს“, „ნაცები“ ჯობია კიდევ პორტირებულ „ნაცებს“. მეტი სხვა პრეტენზია არა მაქვს, ძმაო და ეხლა, ძმაკაცობაში ჩაიჭრებიო, მე არ მითქვამს, მე არაფერში არ ვიჭრები, შენ შემოგევლე და შენთანაც იმიტომ ვძმაკაცობ, რომ დარწმუნებული ვარ, შენც არ ჩაიჭრები, თორემ რა უნდა ეხლა ამას, კარგად იყავიო, გეტყვი და მორჩა.
ს.გ. _ რომ არ ჩავჭრილვარ, მაგიტომ გეუბნები, რომ ეგ არ უნდა გეთქვა, დანარჩენი რომ მოხვალ, ვილაპარაკოთ…
კ.მ. _ კი ბატონო, ბაზარი არ არის, კი ბატონო, როცა გინდა, დამირეკე და მოვალ. მოსატ…ნავები კი არა, გადასატ…ნავები არიან, ჩემო კარგო. „ქართულ ოცნებას“ დედის ტრაკი მოუტ…ნეს ამ ბოზიშვილებმა და „ნაცების“ დასაცინი გავხდით, ამათ დედას შევეცი, მე!..
ს.გ. _ შენ იმ კვირაში დაგირეკავ, გამოდი და დავილაპარაკოთ.
კ.მ. _ აქა ვარ მე და კი ბატონო.
ს.გ. _ კაი. დედაშენი როგორ არის?
კ.მ. _ რა ვიცი, ცუდად, ვერ არის კარგად, განუვითარდა ის და დავრბივარ იქით-აქეთ…
ს.გ. _ კაი, კაი, შეგეხმიანები, კახა, დაგირეკავ.
კ.მ. _ კაი, კაი…

ელისო კილაძე