რასმუსენი ნატოს წევრ ქვეყნებს მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს

Capturerr

ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფორგ რასმუსენი, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს, უკრაინის კრიზისის ფონზე მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს. აღნიშნული განცხაედება, გენ მდივანმა The Financial Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ,,ნატო ინდივიდუალური მოთამაშე არაა, ალიანის 28 წევრისაგან შედგება და ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას კონსესუსით ვაღწევთ. ერთად ჩვენ ძლიერნი ვართ. ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩვენს წინაშე დიდი და მოულოდნელი გამოწვევებია, მოკავშირეებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ საერთო უსაფრთხოებისათვის ზრუნვას. მხოლოდ რუსეთი არაა პრობლემა, პრობლემა აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, კავკასია და უკრაინაა. უელსის სამიტზე ჩვენ შევეცდებით გადამყვეტი მოქმედებების დემონსტრირება მოვახდინოთ. უელსის სამიტი ალიანსის უსაფრთხოების ხარისხის, ამღლების ხასიათის მატარებელი იქნება“ – აცხადებს ნატოს გენ მდივანი.