კიევი ამბოხებულთა რიგებში აგენტურული ქსელის გაძლიერებას გეგმავს

n1

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების სამსახური, დონბასელი ამბოხებულების რიგებში, საკუთარი აგენტურული ქსელის გაფართოებას აანონსებს. განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანტონ გერაშენკომ, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გააკეთა. ,,ჩვენ შსს და უშიშროების სპეციალური სამსახური, ვმუშაობთ, რომ დობნასში შეიარაღებული ბანდების რიგებში რაც შეიძლება მეტი აგენტი გვყავდეს“ – აცხადებს გერაშენკო. მისი მტკიცებით კიევი ,,ტერორისტების“ წინააღდეგ, აღნიშნული მეთოდით უფრო იოლად გაილაშქრებს და მათ რიგებს საგრძნობლად შეათხელებს“. როგორც ირკვევა, გერაშენკოს მიერ წარმოდგენილ გეგმას, ჯერერობით სახელმწიფო დაწესებულებებში დანერგავენ. კერძოდ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე, რომლების დონბასში მდებარეობს განგაშის სიგნალებს დაამონტაჯებენ, რომლებიც ,,ტერორისტების“ გამოჩენისთანავე ამოქმედდება და უკრაინელ ძალოვნებს ადგილზე მისვლა, სულ რაღაც 4-5 წუთში შეეძლებათ. 5 აგვისტოს გერაშენკომ განაცხადა, რომ დონეცკის შემოგარენის ,,გაწმენდის“ დროს, მძიმედ დაიჭრა 14 უკრაინელი სამხედრო პირი. დნეპროპეტროვსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, ბორის ფილატოვის მონაცემებით, მოხალისეთა ბატალიონმა ,,აზოვი“ ორმხრივი შეტაკებების შედეგად 50 ,,ტერორისტი “გაანადგურა.