გოგა ხაჩიძის სპეცკურსი საგამოძიებო უწყებას!

10592531_10203760305623525_1571867788_n

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გოგა ხაჩიძე, საქარტველოს ხელისუფლებას ყველა იმ საქმეს ახსენებს, რომელიც ამ დრომდე ისევ გამოძიების სტადიაშია. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, რომელსაც ასევე „საილუსტრაციოდ“ თან ახლავს „მეოცნებე ხელისუფლების“ პირობებში სამართალაღდგენილი და ძიებადასრულებული „საქმეები“ „ქრონიკა+“ გთავაზობთ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, გოგა ხაჩიძის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას:

გამოუძიებელი და/ან ფორმალურად გამოძიებული საქმეების მოკლე ჩამონათვალი: 1. თენგიზ გუნავასთვის იარაღის ჩადება 2. ლუკა კურტანიძის მიერ ჭიდაობის ფედერაციის მაღალჩინოსნის ცემა 3. ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალება 4. გელა ხვედელიძის მიერ პირადი ხასიათის ვიდეო მასალის ინტერნეტში გამოქვეყნება (შეუძლებელია ეს მხოლოდ მას გაეკეთებინა პირადად) 5. დავით გელაძის საქმე (18 წლის ბიჭი დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით) 6. ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა 7. ია ბარამიძის საქმე (მოსამართლის თანაშემწე, რომელსაც უშიშროების სამსახურები აიძულებდნენ მისაყურადებელი აპარატურის დამონტაჟებას უფროსის კაბინეტში) 8. 2013 წლის 8 თებერვალს პარლამენტარებზე თავდასხმის საქმე 9. გია ლორთქიფანიძის საქმე (ანტიტერორისუტული ცენტრის თანამშრომლებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუმონტაჟეს სახლთან) 10. ნატოს ვიზიტის დროს მერიისა და საკრებულო 23 თანამშრომლისთვის რამდენიმე საათიანი უკანანო თავისუფლების აღკვეთა 11. ბედუკაძისა და ბასტი-ბუბუს საქმეები (აწამებდნენ პატიმრებს) 12. ბაჩო ახალაიას უკანონო აუდიო-ვიდეო ჩაწერა საკანში 13. მამუკა მიქაუტაძის საქმე (მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს და თავი მოიკლა) 14. ოფიცერ თათუხაშვილის გარდაცვალება (მთავარი მოწმე ბაჩო ახალიას ერთ-ერთ საქმეში) 15. ჯიჰადის ვიდეოები (ჩუკოტაევის ვერსია ზედმეტად არასერიოზულია) 16. ჰაკიმ ფაშას ვიდეო – ვინ მოიპარა გამოძიების მასალები და ვინ ატვირთა? 17. კორტავას საქმე (ციხეში გარდაცვლილი პატიმარი. ციხის უფროსი ქვეყნიდან გააქციეს ბაჩო ახალაიაზე ჩვენების მიღების სანაცვლოდ) 18. მოწმე გია გორგაძის გატაცება პრაიმ ტაიმის ოფისიდან (მოწმე ბაჩო ახალაიას საქმეში) 19. პატიმარ გოგა ძველაიას გარდაცვალების საქმე (ციხეში გარდაიცვალა. ოჯახი ამტკიცებს რომ მოკლულია) 20. დეპუტატ წიკლაურის გატაცების მცდელობა 21. როგორ იყიდეს ბინები ფარცხალაძემ (ყოფილი მთავარი პროკურორი), ჭიკაიძემ (შსს მინისტრი), ბუნტურიძემ (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი, ტელეკომპანია რუსთავი2-ის დაცვის ყოფილი უფროსი) 22. ლევან ჩაჩუა რატომ არის დაკავებული? (ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ზ. ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზა. დააკავეს ჰაკიმ ფაშას ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ და აბრალებენ ექსპერტიზის შედეგების გაყალბებას ისე რომ ხელახალი ექსპერტიზა არ ჩატარებულა) 23. 5 რეგიონში ნაციონალოური მოძრაობის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციების გამართვაში ხელის შეშლა ძალადობრივი გზით (როგორ გაიგეს ტიტუშკებმა რომელ 5 რეგიონში, რომელ საათზე ვატარებდით პრეზენტაციებს გაჩერებულ პროექტებზე?) 24. თვალთვალი რუსთავი2-ზე 25. დეპუტატების უკანონო მოსმენის ფაქტი (გოგა ხაჩიძის ექსპერიმენტი, რომელზეც ყველა საჭირო მტკიცებულება არსებობს) 26. გარდაბანში 200-მდე ადამიანის მიერ აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ცემა წინასაარჩევნო პერიოდში 27. მარნეულის ერთ-ერთ უბანში ბიულეტენების ჩაყრა 28. ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა 29. თბილისის აეროპორტიდან გამქრალი “რემენა”.