დონეცკთან ახლოს დიმიტრი იაროში დაჭრეს

pic_b01914aea785a3cc8a82e8a76e0ab414

უკრაინის ნაციონალისტური რადიკალური ორგანიზაციის ,,მემარჯვენე სექტორის“ ლიდერი დიმიტრი იაროში მძიმედ დაიჭრა. ინფორმაცია 4 აგვისტოს გვიან ღამით გამოცემა «Сегодня.ру»-მ გაავრცელა. გამოცემის მტკიცებით, ეს დონეცკიდან 45 კილომეტრის დაცილებით მოხდა, სადაც ამბოხებულებმა რადიკალურად განწყობილი ბატალიონის ,,დნეპრის“ სამხედრო ბაზას შეუტიეს. შედეგად ბატალიონის პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო თავად იაროში კი ფეხში მძიმედ დაიჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია არ ახმაურებს. ანალოგიურ ინფორმაციას სააგენტო «Новороссия»-ც ავრცელებს. ,,დონეცკელმა ამბოხებულებმა დონეცკთან ახლოს ,,დნეპრის“ ბატალიონის სამხედრო ბაზაზე რამოდენიმე კარგად ორგანიზებული დივერსიული აქტი მოაწყვეს, რის შედეგადაც ბატალიონის პირადი შემდაგენლობის დიდი ნაწილი განადგურებულია, თავად ლიდერი დიმიტრი იაროში ფეხში დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი ცეცხლის ხაზიდან გაყვანა სასწაულებრივად მოახერხეს“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დიმიტრი იაროშზე, რუსეთის ფედერაციის პროკურატურამ, ტერორისტული საქმიანობის და ჩეჩენ ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.