„გორგიას“ მეპატრონეს დავით საგანელიძე მფარველობს?

სუპერმარკეტ „გორგიას“ მეპატრონის ირგვლივ სკანდალი ისევ გრძელდება.

გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმემ მისი პერსონა კიდევ ერთხელ მოაქცია ყურადღების ცენტრში და ბოლო დროს საზოგადოებისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

 როგორ დაიწყო გია გორგოშაძემ ბიზნესი? რა როლი ჰქონდა ამ საქმეში მის მეუღლე ნინო დარსალიას?  რატომ არ გადაუხადა მას დაპირებული ათი მილიონი დოლარი და ვინ მფარველობს ახლა „გორგიას“ მეპატრონეს?

 

„ქრონიკა+“-ს ნინო დარსალიას ადვოკატი, არჩილ ჩუბინიძე ესაუბრება:

_ არჩილ, რამდენად რეალურია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, ფაქტობრივად, გია გორგოშაძის ბიზნესი მისმა ყოფილმა მეუღლემ, ნინო დარსალიამ ააწყო?

შეგიძლიათ კონკრეტული ფაქტები დაგვისახელოთ?

_ 1997 წლიდან 2004 წლამდე ინდმეწარმე „გიაგორგოშაძე“ ქ. ბათუმში 150 ლარად ნაქირავებ 45 კვ.მ. ფართში მცირე ბიზნესს აწარმოებდა, კერძოდ, სამეურნეო საქონლით ვაჭრობდა. 2003 წელს მარკეტინგული და საბუღალტრო მომსახურების გაწევის მიზნით სამუშაოდ მიიწვია ნინო დარსალია, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და მოგვიანებით, ჯვარი დაიწერეს. ვინაიდან ნინო დარსალია განათლებული და შეძლებული ოჯახიდან იყო, მას ჰქონდა როგორც ფინანსური რესურსი, ასევე გავლენიანი ნაცნობობა ჰყავდა, შესაბამისად, თავისი რესურსები მისი ქმრის ბიზნესის გასაძლიერებლად მიმართა, რის შედეგადაც, 2004 წელს, ოფიციალური მონაცემებით, ინდმეწარმე „გიაგორგოშაძის“ საშუალო ყოველთვიურმა ბრუნვამ 80 000 ლარს მიაღწია. ნინო დარსალიას უშუალო მონაწილეობით 2004 წლის იანვარში დაფუძნდა შპს „გორგია“ და მალევე ბიზნესის გაფართოება თბილისში ფილიალის გახსნით დაიწყო. 2004 წელს ნინო დარსალიამ და გია გორგოშაძემ პირად საკუთრებებში შეიძინეს სხვადასხვა უძრავი ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლები. ნინო დარსალიამ თბილისში იოსებიძის ქუჩაზე მდებარე 320 კვ.მ. ბინა 96 000 ლარად, ხოლო ბათუმში მდებარე ბინა 27 000 ლარად შეიძინა. აღნიშნული ქონებები ნინო დარსალიამ პირადი სახსრებით იყიდა. მან ასევე პირადი სახსრებით დააფინანსა შპს „გორგიას“ ბიზნესი, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორთა დახმარებით მალევე გაძლიერდა და კომპანიის ბრუნვამ და მოგებამ რამდენიმე ათეული მილიონი შეადგინა.

_ რეალურად, „გორგია“ მას შემდეგ გაფართოვდა და გაძლიერდა,  რაც ნინო დარსალია გორგოშაძის მეუღლე გახდა?

_ დიახ, ეს ასე იყო.

2008 წელს შპს „გორგიაში“ ფინანსური პოლიცია შევიდა. დაილუქა და დაყადაღდა როგორც მაღაზიები, ასევე საწყობები და საბანკო ანგარიშები. იყო გია გორგოშაძის დაჭერის მაღალი რისკი, რის გამოც იგი იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო, ხოლო ბიზნესისა და პრობლემების მოგვარება მეუღლეს, ნინოდარსალიას შეატოვა. ამის გამო ნინო დარსალია იძულებული გახდა, მისი კუთვნილი უძრავი და მოძრავი ქონებები გაეყიდა და, ასევე, მეგობარ-პარტნიორებისგან ნასესხები თანხებით ფინანსურ პოლიციასთან არსებული დავა მოეგვარებინა,  რაც, საბოლოო ჯამში, რამდენიმე მილიონი ლარის ბიუჯეტში გადახდით დასრულდა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, 2008 წლის 14 აგვისტოს, შეიქმნა შპს „ბიემსიგორგია“, რომლის 100%-იან დამფუძნებლად ფორმალურად დარეგისტრირდა გია გორგოშაძის მამა, რეზო გორგოშაძე. ამ ფირმამ ბიზნესი განაგრძო შპს „გორგიას“ პროდუქციით, მისივე ბაზაზე. შპს „ბიემსიგორგიას“ ბიზნესი კვლავ წარმატებულად გაგრძელდა _ ბრუნვა და მოგება უკვე რამდენიმე ათეულ მილიონსაღწევდა.

2010  წელს გია გორგოშაძე მოულოდნელად გაშორდა ნინო დარსალიას და მალევე იქორწინა კომპანიის ახალგაზრდა თანამშრომელთან. აღნიშნულის გამო ნინო დარსალიასა და გია გორგოშაძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ცხადია, ერთობლივი საოჯახო ბიზნესი ვეღარ გაგრძელდებოდა,  რის გამოც აუცილებელი იყო მათ შორის ქონებრივი კუთვნილების საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ ბიზნესს პრობლემები არ შექმნოდა.  რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებსაც მუდმივად ესწრებოდნენ ორივე მხარისთვის ავტორიტეტული პირები, გადაწყდა, რომ საბოლოო ჯამში, გია გორგოშაძე ნინო დარსალიას 10 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდიდა. გარდა აღნიშნულისა, 2010 წელს ნინო დარსალიას გია გორგოშაძემ 87 000 აშშ დოლარი იმ მიზეზით გამოართვა, რომ იმ დროინდელი „წითელიჯვრის“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ნანა ყეინიშვილი, ამ თანხას აფრიკაში, განაში ოქრო სბიზნესში ჩაუდებდა.

_ ნანა ყეინიშვილი 2012 წელს „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა, დაიწყო თუ არა მან განაში ოქროს ბიზნესი, თუ ეს, უბრალოდ, აფერა იყო?

_ არა ერთი დაპირებისა და მოტყუების შემდეგ ნინო დარსალიამ 2012 წელს გია გორგოშაძეს კუთვნილი 10 მილიონი მოსთხოვა და აფრიკაში მისი ბიზნესის საქმე მოიკითხა, რის საპასუხოდაც გია გორგოშაძემ სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი მიუტანა, სადაც გია გორგოშაძე აცხადებს, რომ ხსენებული 87 000 აშშ დოლარი ოქროს ბიზნესში ჩასადებად ნანა ყეინიშვილს გადასცა, ხოლო მან ის ფული სად წაიღო, მისთვის უცნობია. ნინო დარსალიამ აღნიშნულ საკითხზე ნანა ყეინიშვილს პასუხი მოსთხოვა, რომელიც უკვე „ქართულიოცნების“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი იყო. ნანა ყეინიშვილი დარსალიას თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით დაემუქრა და განუცხადა, რომ ვერც მასთან, ვერც გია გორგოშაძესთან ვერაფერს გახდებოდა და მათთვის თავი დაენებებინა. აღნიშნულის შემდეგ ნინო დარსალია იძულებული გახდა, სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიემართა. ნინო დარსალიას განცხადების გამო ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში გამოძიება დაიწყო, დაიკითხა ნინო დარსალია და საქმესთან დაკავშირებული სხვა მოწმეები. ამავე საქმეზე დაიკითხა გია გორგოშაძეც, რომელმაც გამოძიებას განუცხადა, რომ თითქოსდა ნინო დარსალია ჯადოქარი იყო, ძალით გაიტაცა და ჯვარი დააწერინა, შემდეგ გია გორგოშაძემ ბოდბეში, წმინდა წყალში ჩაყვინთა, რათა ჯადო მოეხსნა, გონება გაუნათდა, გაშორდა ნინო დარსალიას და 19 წლით ახალგაზრდა ცოლი მოიყვანა, ამიტომ ნინო დარსალიას არაფერი ეკუთვნისო. უცნობია, სამართალდამცველებმა რამდენად დაიჯერეს ნინო დარსალიას ჯადოქრობისა და გია გორგოშაძის ჩაყვინთვის ამბავი, მაგრამ ამავე გორგოშაძისა და ნანა ყეინიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციები იმის შესახებ,  რომ ძალოვნებსა და ხელისუფლებაში მათ მფარველები ჰყავთ, მეტად საყურადღებოა.

_ არჩილ, კონკრეტულად, რასგულისხმობთ?

_ გვაქვს ინფორმაცია, გია გორგოშაძე ავრცელებს ხმებს,  რომ მისი დის ქმარი არის შოთაძე და მას ვერავინ დაიჭერს. უცნობია,  რეალურად არსებობს თუ არა გორგოშაძის დის ქმარსა და საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შორის რაიმე ნათესაური კავშირი, მაგრამ ფაქტია, რომ 2013 წელს დაწყებული გამოძიების მიუხედავად, გია გორგოშაძე დღემდე არ არის პასუხისგებაში მიცემული. ასევე ჩვენი ინფორმაციით, გია გორგოშაძე ავრცელებს ხმებს, რომ ნანა ყეინიშვილმა იგი ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვასთანაც დააკავშირა, მაგალითად, საპარტნიორო ფონდის დირექტორ დავით საგანელიძესთან, რომელთან ერთადაც ზუგდიდში „გორგიას“ ფილიალი გახსნა,  სადაც დავით საგანელიძეს წილს აძლევს და მისგან ხელშეუხებლობის გარანტია აქვს მიღებული. არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში სავაჭრო ცენტრის მშენებლობაში საპარტნიორო ფონდმა 15 000 000 ლარი დახარჯა. ცენტრის მშენებლობა 2015 წელს დაიწყოდა 2016 წლისი ანვარშიდასრულდა.

ეს მხოლოდ ნაწილია იმფაქტებისა, რომელზეც ნინო დარსალია საჯაროდ საუბრობს. იმედს ვიტოვებთ, რომ გია გორგოშაძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება სწრაფი ტემპით გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს.

მარიამ ბალანჩივაძე