რა დაავალა 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძეს?

1

2007 წლის 24 დეკემბერს პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრი პატარკაციშვილზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკური პარტიების შეკრების ორგანიზება და ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება მოთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი , ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსი ელისო კილაძე ავრცელებს.

„ნინო ბურჯანაძე ცალ ცალკე შეხვდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. გადასცა მათ სააკაშვილის თხოვნა, გამიჯვნოდნენ ბადრი პატარკაციშვილს. პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ბურჯანაძეს უარი უთხრეს. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა უპირობოდ მიიღო, იყო „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე იმავე საღამოს ტელევიზიით გამოვიდა და ბადრი პატარკაციშვილი სასტიკად გააკრიტიკა“ – განაცხადა ელისო კილაძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.