„რა გენერლად გამოგიყვანია ეს გოგაშვილი, მაგის „ნასედკა” დედაც” – სკანდალური აუდიოჩანაწერი

“ქრონიკა +”-ის წყაროს ინფორმაციით სუსის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი “კუდის”აგენტი იყო და საკუთარმა მეზობელმა გოგიტა პაპაშვილმა გადაიბირა 2007 წელს. სოსო გოგაშვილი ეროვნულ სარწმუნოებრივ მოძრაობაში აქტიურად იყო ჩართული და  პარალელურად “კუდის” მოთხოვნით იყო მეუფე იობის სტიქაროსანი. პოლიტპატიმარმა დავით შუკაკიძემ ეს ინფორმაცია “ქრონიკა +”-ს არა მარტო დაუდასტურა, არამედ დეტალურად მოყვა როგორ მოხდა მათი დაკავება სოსო გოგაშვილის დახმარებით. ამ ინტერვიუს გამოქვეყნების მერე დავით შუკაკიძეს ავსტრიიდან ჯემალ გუნდიაშვილი დაუკაშირდა .სატელეფონო საუბარში მან შუკაკიძეს ფაქტობრივად დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ რომ გოგაშვილი ნამდვილად ჩანერგილი იყო ეროვნულ სარწმუნოებრივ მოძრაობაში.

გთავაზობს ამ სატელეფონო საუბრის ფრაგმენტს, მსმენელს ბოდიშს ვუხდით უცენზურო გამონათქვამების გამო.