ბენიამინ ნეტანიაჰუ ისრაელის მოსახლეობას გრძელვადიანი ომისთვის მზადებას ურჩევს

7

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ ქვეყნის მოსახლეობას გრძელვადიანი ომისათვის მომზადებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას საინფორმაცია სამსახური Haaretz-ი ავრცელებს. ,,ჩვენ ვიცოდით, რომ იოლი გასეირნება არ გველოდა, მაგრამ მოთბინება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება გვჭირდება, უნდა გავანადგუროთ ტერორისტული ორგანიზაცია ,,ჰამასი”, რომელიც ჩვენი ქვეყნის რუქიდან წაშლას ლამობს. საბრძოლო მოქმედებებს მანამდე არ შევწყვიტავთ სანამ უკანასკნელი მიწისქვეშა გვირაბი არ გაქრება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ამ გვირაბებით სიკვდილი შემოდის. ერთხელ და სამუდამოდ მადლიან მიწაზე მშვიდობამ უნდა დაისადგუროს” – განაცხადა ნეტანიაჰუმ. იასრაელის თავდაცვის მინისტრი მოშე იალონი და ,,ЦАХАЛ”-ის გენ შტაბის მეთაური, ბენი განცი აცხადებენ, რომ ,,ჰამასი” უახლოეს მომავალში უძლიერეს დარტყმას მიიღებს. ,,ჰამასი მიწასთან გასწორდება, ღაზას სექტორი მშვიდობას ელის და ჩვენ უფლება არა გვაქვს იქაურ მოსახლეობას ზურგი ვაქციოთ. სამხედრო ოპერაციები სულ უფრო მასშტაბური გახდება და მშვიდობისათვის ბრძოლა სულ უფრო დაუნდობელ ფაზაში გადაინაცვლებს”. ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო უწყებამ საბრძოლო მოქმედებები 7 ივლისს დაიწყო, უკანასკნელი მონაცემებით 1000-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული, ხოლო 3500-ზე მეტი დაჭრილი და დასახიჩრებული. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ,,ბრძოლის” ველზე 50 ებრაელი სამხედრო დაეცა, ხოლო დაჭრილთა რიცხვმა კი 100 სს გადააჭარბა.