მაიკლ მაკფოლი: „თუ საიდან გაისროლეს რაკეტა ბოინგის ჩამოსაგდებად, მხოლოდ რუსებმა და ამერიკელებმა იციან“

7

ტექნიკური შესაძლებლობები დაამტკიცონ, თუ საიდან გაისროლეს რაკეტა მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი Boeing 777-ის ჩამოსაგდებად, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთის ფედერაციას გააჩნია, განუცხადა «Газете.Ru»-ს ინტერვიუს დროს, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ მაკფოლმა. ,,მოდით პირდაპირ ვთქვათ, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციებს ხელოვნური თანამგზავები არ ჰყავთ, მათ არ შეუძლიათ დაამტკიცონ თუ საიდან გაისროლეს რაკეტა, ეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციას და ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლიათ, ისინი დედამიწაზე ბუზებს დაითვლიან თუ დასჭირდათ. მე პირადად ვესაუბრე სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებს და შედეგებს მოუთმენლად ველოდები. ისინი მიმტკიცებენ, რომ თვითმფრინავი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ავიაგამანადგურებელს არ ჩამოუგდია და რაკეტა ხმელეთიდან გაუშვეს. დაზვერვის მხარეს უჭირს მტკიცება იყო თუ არა ეს ,,ბუკის” კლასის სარაკეტო დანადგარი. რუსეთსი ფედერაციამ თავის მხრივ დამაჯერებელი არგუმენტები წარმოადგინა, რომელიც ხელოვნური თანამგზავრიდან და სარადარო მონაცემებიდან აიღეს. ამერიკული მხარე დუმს და მე ეს მაღელვებს. მსოფლიომ სიმართლე უნდა გაიგოს გამოძიების შედეგების დასრულებას ველოდები და ჩემეულ შეფასებებს შემდგომ გავაკეთებ“ – ‘აცხადებს ყოფილი დიპლომატი.