მედიაში boeing777-ის გაშიფრული შავი ყუთების მონაცემებმა გაჟონა

1

17 ივლისს დონეცკში, უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებული მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ავიალაინერის boeing777-ის შავი ყუთების ჩანაწერებმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავი სრაკეტო შეტევის შედეგად აფეთქდა, ინფორმაციას ამერიკული ტელეკანალი  ,,CBS News“-ი  ავრცელებს. ,,რაკეტამ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. მიზანი ასაფეთქებლად იყო განწირული, შეიძლება ითქვას, რომ ავიალაინერს ისეთ ადგილზე აქვს მოხვედრილი რაკეტა აფეთქება წამიერად მოხდა“ – აცხადებს ინფორმაციის წყარო. მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ავიალაინერი ბოინგ777-ი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა, უკრაინის აღმოსავლეთით, სარაკეტო შეტევის შედეგად ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 298 ადამიანი ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 85 ბავშვი და 15 ეკიპაჟის წევრია. კიევის ხელისუფლებამ მომხდარში დონეცკელი ამბოხებულები დაადანაშაულა, თუმცა დონბასში ამბოხებულებს ანალოგიური კლასის რაკეტები შეიარაღებაში არააქვთ. ტრაგედიიდან რამოდენიმე დღეში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, საჰაერო ნავიგაციის და სამხედრო საჰაერო თავდაცვითი სისტემების რადარების მონაცემები გაასაჯაროვა და მსოფლიო საზოგადოება შოკში ჩავარდა, კერძოდ რუსული მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო და ფოტო მასალამ სამგზავრო ავიალაინერის მახლობლად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საჰაერო გამანაედგურებელი су 25 დააფიქსირა, რომლებიც აღჭურვილნი არიან ,,მიწა ჰაერის“ კლასის რაკეტებით. უკრაინული მხარე თავის გამართლებას ცდილობს და მომხდარს საჰაერო სწავლების დროს დაშვებულ შეცდომად აფასებს. ავიაკატასტროფის საგამომძიებლო პროცესში საერთაშორისო კომისიაა ჩართული, რომელსაც ნედერლანდები ხელმძღვანელობს. შავი ყუთების მონაცემების გაშიფვრა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, რუსებმა გამოძიებაში ,,როსავიაციის“ გენ დირექტორის მოადგილის, ოლეგ სტორჩევოის მეთაურობით, ავიაციის ექსპერტთა ჯგუფი ჩართო.