რას ეუბნება მეგობარ ნაციონალებს კულტურის ახალი მინისტრი?

1

კულტურის ახალი მინისტრი მიშა გიორგაძე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ახლო მეგობარია. ამის შესახებ  “ქრონიკა +”- ს კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

“მიხეილ გიორგაძე გიგი უგულავას უახლოესი მეგობარია, იმდენად ახლობელი, რომ გოკა გაბაშვილთან და უგულავასთან ერთად ღამეები უთენებია “პოკერის” თამაშში.  “ისტერ პრომოუშენი” არასოდეს არ ყოფილა მომგებიანი კომპანია, მას სწორედ ნაციონალები ქაჩავდნენ, მათ განსაკუთრებით სწორედ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ეხმარებოდა. მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილის მხრიდან შემოთავაზებას გიორგაძე დათანხმდა უხერხული სიტუაცია მას სწორედ მეგობრებთან შეექმნა და სიტუაციიდან თავის დაძვრენა შემდეგი სახის ახსნა-განმრტებებით სცადა – ვალები დამედო, ამიტომ თავის დროზე “ქართუ ბანკიდან“ კრედიტი მაქვს გამოტანილი, რომელიც ვერ გადავიხადე, სწორედმ ამ კრედიტის გამო “დამაკაჩავეს”  მეოცნებეებმა და იძულებული გავხდი კულტურის მინისტრის პოსტს დავთანხმებოდიო. რამდენად დაიჯერებს მიხეილ გიორგაძის ამ არგუმენტს მისი მეგობარი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა, ეს ცალკე საკითხია.“

“ქრონიკა +”- ის წყაროს ინფორმაციით, კულტურის ახლად დანიშნული მინისტრის ახსნა განმარტებებს მეგობარი ნაციონალები სერიოზულად არ უყურებენ.

“ისტერ პრომოუშენის” გენერალურმა მენეჯერმა მიხეილ გიორგაძემ კულტურის მინისტრის პოსტზე შეთავაზება პირადად პრემიერ ღარიბაშვილისგან მიიღო. ის ამ პოსტზე საქართველოს პარლამენტმა დღეს დაამტკიცა.