არშემდგარი სკანდალი

2017 წლის 27 მაისს, საინფორმაციო სააგენტოების – ,,რეპორტიორისა“ და „ექსკლუზივნიუსის“ მიერ გავრცელდა ცილისმწამებლური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ: „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის,  ელისო კილაძის მძღოლი, თორნიკე ლომთათიძე, თბილისში, წერეთლის გამზირზე ,,დინამო-არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევისას ფეხით მოსიარულე მოქალაქეს ,,X5“ მარკის ავტომობილით დაეჯახა. ლომთათიძე საკუთარ ავტომანქანას თავად მართავდა. ამ წუთისთვის ძიგუას მდგომარეობა მძიმეა და ერისთავის კლინიკაში, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში რჩება.“

ავტოსაგზაო შემთხვევა ნამდვილად მოხდა, ,,ქრონიკა +“-ის ოფისმენეჯერი და არა მძღოლი – თორნიკე ლომთაძე (და არა ლომთათიძე),,X5“ მარკის ავტომობილით არ გადაადგილდებოდა. მის საკუთრებაშია ავტომანქანა „BMW 3“, იყო ფხიზელ მდგომარეობაში და გაედო მოქალაქეს, რომელიც სიბნელეში გზაზე ფეხით მოსიარულეთათვის აკრძალულ ადგილას გადადიოდა. თორნიკე ლომთაძემ ადგილზე გამოიძახა პატრული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და არჩილ ძიგუა გადაიყვანეს ერისთავის კლინიკაში. ვინაიდან მას არ ჰქონდა სერიოზული დაზიანებები, შემთხვევიდან 12 საათის მერე, არჩილ ძიგუა გაწერეს ბინაზე.

„რეპორტიორს“ და „ექსკლუზივნიუსს“ შევახსენებთ: ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტი მოითხოვს ინფორმაციის გადამოწმებას მეორე მხარესთან. ასეთ შემთხვევაში „ქრონიკა +“-ში  მათ განუმარტავდნენ როგორც ავტომანქანის მარკას, ისე ოფისმენეჯერის გვარს და დეზინფორმაციის გავრცელებით უხერხულ მდგომარეობაში აღარ აღმოჩნდებოდნენ.