კიევში ქართველი (ბაღდათელი) „კანონიერი ქურდი“ დააკავეს (ვიდეო)

6

როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, მიმდინარე კვირის ორშაბათს უკრაინაში, შინაგან საქმეთა სმინისტროს, ქალაქ ჩერნიგოვის არალეგალთა სპეციალური მიმღები განყოფილების ერთ ერთ საკანში, უკრაინის მილიციამ 42 წლის ქართველი (ბაღდათელი) ,,კანონიერი ქურდი“ რამაზ წიქორიძე მოათავსა. აღნიშნული გადაწყვეტილება, დარნიცკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. რამაზ წიქორიძე უკრაინის მილიციამ ჰიდრო პარკის ტერიტორიაზე დააკავა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად სამართალდამცავებმა დაკავებული ქართველი  ,,ზაკონნიკი“ საემიგრაციო სამსახურს გადასცეს. ქალაქ ჩერნიგოვში რამაზ წიქორიძეს მასპინძლობას რამოდენიმე თვის წინ დაკავებული ქუთაისელი ,,კანონიერი ქურდი“ პოლიკარპე ჯანელიძე (პოლი) გაუწევს. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე რამაზ წიქორიძე, ქვეყანაში უკანონოდ შესვლის ბრალდებით უკვე მეხუთედ დააკავეს. უკანასკნელი დაკავების დროს, ზუსტად ერთი წლის წინ წიქორიძე უკრაინის ტერიტორიიდან თურქეთის რესპუბლიკაში გააძევეს.