ირანელ ახალგაზრდებს ,,ფეისბუქ პოსტების” გამო 127 წელი მიუსაჯეს

2

რვა ირანელ ახალგაზრდას, ფეისბუქში ანტისახელისუფლებო ,,პოსტების“ დადების გამო საერთო ჯამში 127 წელი მიესაჯათ. თითოეულ მათგანს საშუალოდ 11 დან 22 წლამდე სასჯელი ერგო. ინფორმაციას Agence France-Presse – ავრცელებს. გასამართლებულთა ვინაობა არ ხმაურდება, მაგრამ სასამართლოს განჩინებაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ,,სასჯელ მისჯილი ახალგაზრდების ქმედება, საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უსაფრთხოებას და ქვეყნის სუვერენიტეტს. ანტისახელისუფლებო და ანტირელიგიური განცხადებები, ეს ხომ ჩვენი სიწმნიდეების ხელყოფის მცდელობაა“ – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ირანში სოციალური ქსელებით სარგებლობა 2009 წლიდანაა აკრძალული. პირველი შეზღუდვა ფეისბუქს შეეხო, შემდეგ Twitter  და YouTube-ით სარგებლობაც აიკრძალა და სულ ახლახანს Instagram-იც დაიბლოკა. 2014 წლიდან ქვეყნის ხელისუფლებამ ინტერნეტ კონტროლის ცალკე ორგანო შექმნა და სპეციალური საიდუმლო სამსახურები მკაცრი კონტროლით ახორციელებენ ინტერნეტ თვალთვალს.