„სვეტის“ დირექტორი და დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე დაკავებულია. ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მას შემდეგ დააკავა, რაც წინა დღეს „ქრონიკა+“-ში ჯიბლაძის წერილი გამოქვეყნდა.
სუს-ის უფროსის მოქმედი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მაღალჩნოსანი დავით ჭიჭინაძე, სასჯელაღსრულების სისტემის მაღალჩინოსანი გიორგი (გოგა) სანაძე, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია, მოქმედი მერი კახი კალაძე _ ეს იმ პირთა სიაა, რომლებიც გივი ჯიბლაძემ ბიზნესის რეკეტსა და ქრთამის მიცემაში დაადანაშაულა.
რა წერია გივი ჯიბლაძის ბრალის დადგენილებაში?
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიიჩნევს, რომ გივი ჯიბლაძემ ჩაიდინა თაღლითობა, ე. ი. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით.
„ქრონიკა+“-მა იმ პირების ჩვენებები მოიპოვა, რომლებიც პირდაპირ შემხებლობაში არიან გივი ჯიბლაძის მიერ დასახელებულ პირებთან.
გამოძიებამ დავით ჭიჭინაძის ძმა, ერეკლე ჭიჭინაძე დაკითხა.
რას წერს ერეკლე ჭიჭინაძე ჩვენებაში, რომელიც გივი ჯიბლაძის სისხლის სამართლის საქმეში დევს?
„საქმის ირგვლივ და დასმულ კითხვებზე მოგახსენებთ, რომ ვცხოვრობ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ოჯახთან ერთად, ასევე დავამატებ, რომ მე და გივი ჯიბლაძე ვიყავით მეზობლები და გვქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. განგიმარტავთ, რომ გივი ჯიბლაძეს დაწყებული ჰქონდა სამშენებლო ბიზნესი შპს „სვეტის“ სახელით და 2015 წლის დეკემბერში გივი ჯიბლაძემ მითხრა, რომ აპირებდა კიდევ ერთი მშნებლობის დაწყებას ქ. თბილისში, მირცხულავას ქუჩა #9/11-ში და აპირებდა ახალი კომპანიის „სვეტი დეველოპმენტის“ დარეგისტრირებას და შემომთავაზა, რომ ჩამედო თანხა ამ კომპანიაში. ხოლო როდესაც დაასრულებდა მშენებლობას, მომცემდა ჩემ მიერ ჩადებული თანხის პროპორციულ ფართებს, რაზედაც მე მას დავთანხმდი. ამის შემდგომ, 2015 წლის 22 დეკემბერს, დავარეგისტრირეთ შპს „სვეტი დეველოპმენტი“. კერძოდ, ჩემს სახელზე დარეგისტრირდა კომპანიის 25%, მე კი საქმეში ჩავდე დაახლოებით ერთი მილიონი ლარი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ უნდა მიმეღო აშენებული ფართების 25% და სწორედ ამიტომ დარეგისტრირდა ჩემს სახელზე კომპანიის 25%, ვინაიდან განვსაზღვრეთ, რომ დაახლოებით 1 000 000 ლარი იყო 25% პროპორციული. განგიმარტავთ, რომ იუსტიციის სახლში კომპანიის რეგისტრაციისას ჩემი და გივი ჯიბლაძის გარდა ვინ იყო, არ მახსოვს. აქვე განგიმარტავთ, რომ ზემოხსენებული დაახლოებით 1 000 000 ლარი გადავეცი გივი ჯიბლაძეს ერთიანად ხელზე, შპს „სვეტი დეველოპმენტის“ რეგისტრაციამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე. თანხის ჩემ მიერ გივი ჯიბლაძისთვის გადაცემა მოხდა ჩემს საცხოვრებელ სახლში მდებარე ქ. თბილისი დავით გამრეკელის #15-ში და თანხის გადაცემას ჩემი და გივი ჯიბლაძის გარდა ესწრებოდა მამაჩემი ბესარიონ ჭიჭინაძე.
განგიმარტავთ, რომ თანხის გადაცემისას არანაირი დოკუმენტი არ შემდგარა, მე ვენდობოდი გივი ჯიბლაძეს. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ვიყავით კარგი მეგობრები და ამიტომ არანაირი დოკუმენტი არ შევადგინეთ თანხის გადაცემისას. უბრალოდ, ვიცოდი, რომ შეთანხმებისამებრ რამდენიმე დღეში კომპანიის წილი უნდა დაერეგისტრირებინა ჩემს სახელზე და მომავალში მიმეღო ფართები. ასევე დავამატებ, დაახლოებით 1000 000 ლარი, რომელიც მე გადავეცი გივი ჯიბლაძეს, მქონდა ქეშად სახლში, ეკუთვნოდა მამას, მან გაყიდა უძრავი ქონება ან ბინა, ან მიწა, ზუსტად არ მახსოვს, რომელი ან სად მდებარეობს, ყოველ შემთხვევაში, ხსენებული 1 000 000 ლარი ეკუთვნოდა მამაჩემს და მას გამოვართვი. თანხას, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვინახავდით სახლში, ასევე დავამატებ, რომ როგორც მახსოვს, როდესაც მამამ მოახდინა უძრავი ქონების რეალიზაცია, მან ქეშად აიღო ხსენებული დაახლოებით 1 000 000 ლარი და შემდეგ ამ თანხას ვინახავდით სახლში ქეშად მანამ, სანამ გადავცემდით გივი ჯიბლაძეს. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე „სვეტი დეველოპმენტის“ საქმიანობაში არასოდეს ვერეოდი, კომპანიის ოფისშიც კი არ ვარ ნამყოფი, ვინაიდან მე და გივი ჯიბლაძემ მოვილაპარაკეთ, რომ კომპანიის საქმიანობაში მე არ ჩავერეოდი. ეს მთლიანად თავის თავზე უნდა აეღო გივი ჯიბლაძეს და საცხოვრებელი კომპლექსი სწორედ მას უნდა აეშენებინა, ასევე უნდა ეხელმძღვანელა და ემართა კომპანია, ხოლო ჩემი როლი კი გამოიხატებოდა მხოლოდ იმაში, რომ ჩავდე კომპანიაში დაახლოებით 1 000 000 ლარი და როდესაც მშენებლობა დასრულდებოდა, მე უნდა მიმეღო აშენებული ფართების 25%, სხვა მხრივ მე „სვეტი დეველოპმენტთან“ არანაირი შეხება არ მქონია. განგიმარტავთ, რომ როგორც მახსოვს, მე ფართები უნდა ჩამბარებოდა 2017 წლის ბოლოს, თუმცა ზუსტი თარიღი არ მახსოვს.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემთვის არ იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ მშენებლობა ქ. თბილისში მირცხულავას #9/11-ში მიმდინარეობდა მერიის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე. აღნიშნულის შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2017 წლის შემოდგომაზე, ვინაიდან როგორც უკვე განგიმარტეთ, მე საერთოდ არ ვერეოდი კომპანიის საქმიანობაში. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე არანაირი თანხა შპს „სვეტი დეველოპმენტიდან“ არასოდეს მიმიღია. აქვე დავამატებ, რომ არასოდეს მქონია საუბარი ჩემი კუთვნილი წილის გაყიდვასთან დაკავშირებით, არც გივი ჯიბლაძესთან და არც სხვა პირთან. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ გივი ჯიბლაძეს ბოლოს შევხვდი დაახლოებით ხუთი თვის წინ და მან მითხრა, რომ როგორც კი აიღებდა მერიიდან ნებართვებს, მაშინვე გააგრძელებდა მშენებლობას, ააშენებდა საცხოვრებელ კომპლექსს და მომცემდა ჩემს კუთვნილ ფართებს, ვინაიდან განმიმარტა, რომ მას ფულის პრობლემა არ ჰქონდა. ამის შემდეგ მე მას ვეღარ ვუკავშირდები„“.
ერეკლე ჭიჭინაძე გამომძიებელმა ნინო დარბაიძემ დაკითხა.
შემდეგი ჩვენება, რომელიც „ქრონიკა+“-მა მოიპოვა, გიორგი სანაძის შვილს, პაპუნა სანაძეს ეკუთვნის. პაპუნა სანაძე „სვეტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, მაგრამ მისივე ჩვენების მიხედვით მას ამ კომპანიასთან არანაირი შეხება არ აქვს.
რას წერს პაპუნა სანაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში?
„საქმის ირგვლივ და დასმულ კითხვაზე მოგახსენებთ, რომ ვცხოვრობ ზემოაღნიშნულ მისამართზე ოჯახთან ერთად, ასევე დავამატებ, რომ დაახლოებით თვენახევარია, რაც ვმუშაობ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციაში, ხოლო იქამდე კი, დაახლოებით, 02 წელი, ვმუშაობდი ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციაში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე. ასევე განგიმარტავთ, რომ არასოდეს ვეწეოდი ბიზნესსაქმიანობას, თუმცა მოგახსენებთ, რომ ვარ შპს „სვეტის“ (სმ 405057389) დამფუძნებელი 40%-იანი წილით, მაგრამ ამ კომპანიასთან მე არანაირი შეხება არ მაქვს. მოგახსენებთ, რომ 2014 წლის აგვისტოს თვეში დამირეკა მამაჩემმა, გიორგი სანაძემ და მითხრა, რომ მივსულიყავი იუსტიციის სახლში, სადაც დამხვდებოდა მისი მეგობარი გივი ჯიბლაძე, რომელსაც იუსტიციის სახლში უნდა დაერეგისტრირებინა კომპანია შპს „სვეტი“ და მე უნდა გამეფორმებინა ჩემს სახელზე 20%. ამის გარდა, მე ამ საქმის ირგვლივ მეტი არაფერი ვიცი, მამაჩემს ჩემთვის არაფერი უთქვამს სხვა. მეც მივედი იუსტიციის სახლში და შესაბამის დოკუმენტს მოვაწერე ხელი, თუმცა კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ ჩემთვის უცნობია, თუ რის გამო გაფორმდა ჩემზე კომპანიის 20%, ასევე დავამატებ, რომ იუსტიციის სახლში ჩემ გარდა იმყოფებოდნენ გიორგი კამლაძე, ბესიკ კვიჟინაძე და ლაშა ჭელიძე. ასევე, როგორც მახსოვს, იმყოფებოდა თავად გივი ჯიბლაძე. მოგახსენებთ, რომ დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც ლაშა ჭელიძის სახელზე დარეგისტრირებული 20% ჩემს სახელზე გადმოფორმდა, მაგრამ რატომ გადმოფორმდა, არ ვიცი. ამ შეთხვევაშიც, მამაჩემმა მითხრა, რომ ჩემს სახელზე უნდა გადმოფორმებულიყო ლაშა ჭელიძის წილი. დავამატებ, რომ არ მახსოვს, იუსტიციის სახლში ჩემი და ლაშა ჭელიძის გარდა თუ იყო კიდევ ვინმე მაშინ, როდესაც ლაშა ჭელიძის წილი გადმოფორმდა ჩემს სახელზე. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით ჩემს სახელზე ფიქსირდება შპს „სვეტის“ 40%-იანი წილი, მე ამ კომპანიასთან არანაირი შეხება არ მაქვს, არასოდეს არანაირი თანხა არ მიმიღია ამ კომპანიიდან და არც შემიტანია. ასევე არასოდეს ჩავრეულვარ კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობაში და უფრო მეტიც, კომპანიის ოფისშიც კი არასოდეს ვყოფილვარ. ასევე დავამატებ, რომ ჩემთვის აღნიშნული კომპანიის ირგვლივ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ იგი ეკუთვნის გივი ჯიბლაძეს, თუმცა რატომ არის გაფორმებული სხვა პირებზე, მათ შორის, ჩემზეც, ჩემთვის უცნობია. ასევე დავამატებ, რომ მე და მამაჩემს, გიორგი სანაძეს, შპს „სვეტთან“ დაკავშირებით საუბარი არასდროს გვქონია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წილები უნდა გადმოფორმებულიყო ჩემზე“.
პაპუნა სანაძეც გამომძიებელმა ნინო დარბაიძემ დაკითხა.
„სვეტის“ ირგვლივ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კომპანიის კიდევ ერთი მოწილე, გიორგი კამლაძეც დაიკითხა.
რას წერს გიორგი კამლაძე ჩვენებაში?
„საქმის იგვლივ და დასმულ კითხვაზე მოგახსენებთ, რომ ვცხოვრობ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ოჯახთან ერთად, ასევე დავამატებ, რომ პროფესიით ვარ ფინანსისტი. მოგახსენებთ, რომ ვარ შპს „სვეტის“ დირექტორი და დამფუძნებელი 40%-იანი წილით და ვარ შპს „სვეტი ნუცუბიძე“ დირექტორი. განგიმარტავთ, რომ გივი ჯიბლაძე არის ჩემი ნათესავი და ასევე ჩვენი ნათესავია ბესიკ კვიჟინაძე. განგიმარტავთ, რომ 2014 წელს გივი ჯიბლაძემ მითხრა, რომ აპირებდა თბილისში სამშენებლო ბიზნესის დაწყებას და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მეც მიმეღო მონაწილეობა და ბიზნესში ჩავრთულიყავი, როგორც მენეჯერი, რაზედაც დავთანხმდი. ამის შემდგომ მე, გივი ჯიბლაძემ და ბესიკ კვიჟინაძემ დავარეგისტრირეთ სამშენებლო კომპანია შპს „სვეტი“. 2014 წლის აგვისტოს თვეში მას უნდა აეშენებინა საცხოვრებელი კომპლექსი ქ. თბილისში, წერეთლის ქუჩა #27-ში. განგიმარტავთ, რომ კომპანიაში ფულადი შენატანი განახორციელეს მხოლოდ ბესიკ კვიჟინაძემ და გივი ჯიბლაძემ, კერძოდ, პირველადი შენატანი იყო გივი ჯიბლაძის 320 000 აშშ დოლარი, ხოლო ბესიკ კვიჟინაძის 220 000 აშშ დოლარი, თუმცა დავაკონკრეტებ, რომ ეს იყო პირველადი შენატანები და ამის შემდგომ მათ კიდევ განახორციელეს თანხობრივი შენატანები. ზუსტად რამდენი, არ მახსოვს, ასევე დავამატებ, რომ ბესიკ კვიჟინაძეს მის მიერ ჩადებული თანხა უკან დაბრუნებული აქვს, ხოლო გივი ჯიბლაძეს, როგორც ვიცი, არ აქვს თანხა უკან დაბრუნებული. მოგახსენებთ, რომ შპს „სვეტის“ დირექტორები ვართ მე და თორნიკე ჯანელიძე. ასევე მე ვფლობ კომპანიის 40%-იან წილს, 20% ეკუთვნოდა ბესიკ კვიჟინაძეს, რაც შემდგომ გადაფორმდა შპს „ვანკონტრაქშენზე“, 40% ეკუთვნის პაპუნა სანაძეს, თუმცა თავდაპირველად 20% იყო გაფორმებული პაპუნა სანაძეზე და 20% ლაშა ჭელიძეზე. მოგახსენებთ, რომ პაპუნა სანაძესა და ლაშა ჭელიძეს წილები გავუფორმეთ, ვინაიდან მათ თავიანთ თავზე აიღეს სხვადასხვა ვალდებულება, კერძოდ, მიწების მოძიება, ფინანსირება და ა. შ. თუმცა არც ერთმა მათგანმა ვალდებულება არ შეასრულა, ამიტომ ლაშა ჭელიძის წილი გაფორმდა პაპუნა სანაძეზე. მოგახსენებთ, რომ ხსენებული 40%-ის ნაცვლად პაპუნა სანაძეს არანაირი თანხობრივი შენატანი არ განუხორციელებია კომპანიაში და ინვესტორის არსებობის შემთხვევაში მისი 40% გადაფორმდება ინვესტორზე. ასევე დავამატებ, რომ უშუალოდ პაპუნა სანაძე საქმეში ჩართული არ ყოფილა, საქმეში ჩართული იყო და წილი რეალურად ეკუთვნოდა პაპუნა სანაძის მამას გიორგი სანაძეს, სწორედ მასთნ ვაწარმოებდით ჩვენს მოლაპარაკებებს. განგიმარტავთ, რომ შპს „სვეტი ნუცუბიძე“ შემდგომ დავარეგისტრირეთ შპს „სვეტი ჯგუფი“, შემდგომ შპს „სვეტი დეველოპმენტი“, შპს „სვეტი ნუცუბიძე“ და შპს „ვანკონსტრაქშენი“. განგიმარტავთ, ამ კომპანიებში გივი ჯიბლაძისა და ბესიკ კვიჟინაძის გარდა ფულადი შენატანი არც ერთ სხვა დამფუძნებელსა და დირექტორს, გარდა ერეკლე ჭიჭინაძისა, არ განუხორციელებია. განგიმარტავთ, რომ ხუთივე კომპანია წარმოადგენს ერთ ბიზნესს და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხუთივე კომპანიასთან დაკავშირებით საბოლოოდ თანხმდება გივი ჯიბლაძესთან. ასევე მოგახსენებთ, რომ რაც შეეხება შპს „სვეტი დეველოპმენტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ ერეკლე ჭიჭინაძეს, მასზე წილი გადაფორმდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, თუმცა ზუსტად რა ოდენობის თანხა შეიტანა მან კომპანიაში, არ მახსოვს. მოგახსენებთ, რომ ერეკლე ჭიჭინაძეს შპს „სვეტი დეველოპმენტიდან“ უკან დაბრუნებული აქვს თუ არა თანხა, ჩემთვის უცნობია. ასევე დავამატებ, რომ როგორც ზევით უკვე მოგახსენეთ, შპს „სვეტში“ ბესიკ კვიჟინაძის კუთვნილი 20% წილი გადავიტანეთ შპს „ვანკონსტრაქშენზე“ სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთ-ერთი ასეთი მიზეზი იყო რეკლამა, კერძოდ, შპს „სვეტი“ ქვეყანაში იყო კარგად ცნობილი ბრენდი, რაც რასაკვირველია გავლენას იქონიებდა მომავალში შპს „ვანკონსტრაქშენის“ ცნობადობასა და წარმატებაზე. აქვე მოგახსენებთ, რომ კომპანიების ხელმძღვანელობაში არ ვერეოდი, მე მეხებოდა მხოლოდ მენეჯმენტი და ასევე ვკურირებდი შპს „სვეტისა“ და შპს „სვეტი ნუცუბიძის“ ფინანსებს, სრულად ვაკონტროლებდი ამ ორი კომპანიის ბუღალტრებს და naT nuer gabxircuekevyk ტრანზაქციებს, ვინაიდან სწორად ამ ორი კომპანიის ოფიციალური დირექტორი ვარ მე. დანარჩენ კომპანიებთანაც მქონდა შეხება, რა თქმა უნდა, ვინაიდან როგორც უკვე მოგახსენეთ, ხუთივე კომპანია იყო საერთო ბიზნესი, მაგრამ უშუალოდ დანარჩენი კომპანიის ფინანსებთან დიდად შეხება არ მქონია. განგიმარტავთ, რომ შპს „სვეტი დეველოპმენტსა“ და შპს „სვეტი ჯგუფს“ ბუღალტრულ მომსახურებას უწევდა კომპანია, რომლის სახელიც არ მახსოვს და მისი წარმომადგენლები, კერძოდ, შპს „სვეტი დეველოპმენტს“ _ თორნიკე ფიფია, ხოლო შპს „სვეტი ჯგუფს“ _ გიორგი გოგუა, შპს „სვეტს“ და შპს „სვეტი ნუცუბიძეს“ მომსახურებას უწევდა „საბუღალტრო მომსახურების სააგენტოს“ წარმომადგენელი გიორგი ყანთელაძე. მოგახსენებთ, რომ ყველა კომპანიის იურისტები იყვნენ დიმიტრი ტორაძე, ნიკო ფილფანი და ლელა ძუძუშვილი, თუმცა ეს უკანასკნელი ძირითადად აფორმებდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას და სხვა მხრივ იურიდიულ მომსახურებას კომპანიას არ უწევდა. მოგახსენებთ, რომ შპს „სვეტს“ უნდა აეშენებინა საცხოვრებელი კომპლექსი ქ. თბილისში, წერეთლის ქუჩა #27-ში, შპს „სვეტი ჯგუფს“ ქ. თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩა #22-ში და ქ. ბათუმში თამარ მეფის ქუჩა #1-ში, შპს „სვეტი დეველოპმენტს“ ქ. თბილისში, მირცხულავას ქუჩა #9/11-ში, შპს „სვეტი ნუცუბიძეს“ კი ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩა #125-ში. მოგეხსენებათ, რომ ქ. ბათუმისა და ჭყონდიდელის ქუჩის გარდა ყველა ობიექტი, რომელზედაც ვაწარმოებდით მშენებლობას, იყო დამატებითი ღირებულების გადასახადისგან განთავისუფლებული ჩათვლის უფლებით. მოგახსენებთ, რომ წერეთელზე მშენებელი იყო ჯერ მიშა სიჭინავა და შემდგომ მისი შვილი აკო სიჭინავა (შპს „3S ჯგუფი“), პროექტის ავტორი კი დავით გოგიჩაიშვილი, რაც შეეხება ჭყონდიდელს, მშენებელი იყო ჯერ მიშა სიჭინავა და თემურ ფრუიძე, პროექტის ავტორი შპს „არქ არეა“ და მისი დირექტორი ზურაბ კამლაძე, თუმცა მხოლოდ მე-5 ბლოკიდან ზევით, 1-დან მე-4 ბლოკის ჩათვლით, ჩვენი პროექტი როდესაც ჩავიბარეთ, პროექტი უკვე დაგვხდა, თუმცა ავტორი ვინაა, არ მახსოვს. ნუცუბიძეზე ჩვენი მისვლის შემდეგ თემურ ფრუიძე, პროექტის ავტორი ლაშა ქობულია, მირცხულავაზე მშენებელი იყო თემურ ფრუიძე, პროექტის ავტორი კი შპს „არქ არეა“, ხოლო ბათუმში მშენებლი _ ირაკლი ამირანაშვილი, პროექტის ავტორი კი შპს „არქ არეა“. მოგახსენებთ, რომ ოფისები განთავსებული გვქონდა ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩა #125-ში, ქ. თბილისში, მირცხულავას ქუჩა #9/11-ში, ქ. თბილისში, ფოთის ქუჩა #14-ში, ქ. თბილისში, ჭყონდიდელის #22-ში, ქ. ბათუმში არ მახსოვს, რა მისამართზე გვქონდა ოფისი. განგიმარტავთ, რომ ყველა ოფისში ხდებოდა სამივე კომპანიის კუთვნილი ბინების შეთავაზება იმის მიხედვით, თუ რა მისამართზე სურდა კლიენტს ფართის შეძენა, ხოლო კონტრაქტი ფორმდებოდა სათავო ოფისში და ხელშეკრულებას აფორმებდა იურისტი, რომელსაც ხელს აწერდა მყიდველი და გამყიდველი კომპანიის დირექტორი. მოგახსენებთ, რომ ქ. თბილისში, მირცხულავას ქუჩა #9/11-ში და ქ. ბათუმში, თამარ მეფის ქუჩა #1-ში არსებული მშენებლობები დაზღვეული იყო სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიერ. განგიმარტავთ, რომ ხელშეკრულების გაფორმების ინიციატორი იყო გივი ჯიბლაძე, მან დაიწყო მოლაპარაკებები სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგთან“. „ალდაგის“ წარმომადგენელი ჩვენთან ურთერთობის ფარგლებში იყო ირაკლი ტიკარაძე და სწორედ ის აკონტროლებდა გადარიცხვებს, ხოლო მშენებლობის მონიტორინგს ახორციელებდა სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიერ დაქირავებული შპს „კოლიერს ინთერნეიშენალ ჯორჯია“. აქვე მოგახსენებთ, რომ მათი მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა გენერალურმა დირექტორმა, ხოლო „სვეტის“ მხრიდან თორნიკე ჯანელიძემ და გივი ჯიბლაძემ. ასევე მოგახსენებთ, რომ მშენებლობის მონიტორინგი მდგომარეობდა შემდეგში: შეთანხმებული იყო პროექტის ვადები, რომელიც ეფუძნებოდა ჩვენ მიერ შედგენილ კონტრაქტებს, ასევე მონიტორინგი გამოიხატებოდა იმაში, რომ ისინი უშუალოდ მიდიოდნენ ადგილზე ყოველთვიურად და ამოწმებდნენ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, რამდენად იყო კალენდარული გრაფიკის შესაბამისად და რეპორტში ასახავდნენ ჩამორჩენებს, თუ იყო ასეთი, რასაც შემდგომ აწვდიდნენ „ალდაგს“. ამის შემდგომ „ალდაგი“ განგვისაზღვრავდა გამოსწორების ვადას მშენებლობის მიმდინარეობის შუალედში. როდესაც არქიტექტურის სამსახურის მხრიდან არ მოხდა ნებართვების გაცემა და ფიქსირდებოდა ჩამორჩენები, მივმართეთ „ალდაგს“, რათა დაკორექტირებულიყო კალენდარული ვადები, რადგან შეფერხება გვქონდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, თუმცა ამის შემდეგ რა მოხდა, ჩემთვის უცნობია. ვიცი, რომ შემდგომში გაწყდა ხელშეკრულება სს „სადაზღვეო კომპანია ალდაგსა“ და შპს „სვეტი დეველოპმენტსა“ და შპს „სვეტი ჯგუფს“ შორის, თუმცა დეტალების შესახებ ინფორმაციას ვფლობ. კითხვა: წარმოგიდგენთ 2015 წლის 22 დეკემბრის საშუამავლო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებას, გაფორმებულს შპს „სვეტი დეველოპმენტსა“ და შუამავალ გივი ჯიბლაძეს შორის, რომლის მიხედვითაც შუამავალი უწევს საშუამავლო მომსახურებას შპს „სვეტი დეველოპმენტს“, საინვესტიციო პროექტის შექმნისა და კომპანიისათვის ფინანსურად მომგებიანი (რენტაბელური) პროექტის დამუშავების სახით, ხოლო თავის მხრივ შპს „სვეტი დეველოპმენტი“ უხდის შუამავალს გაწეული საშუამავლო საქმიანობისთვის საზღაურს (გასამრჯელოს) წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ხელშეკრულების მიხედვით გასამრჯელოს სახით „პირობის მიმცემი“ „შუამავალს“ სამომავლო საკუთრებაში ეტაპობრივად გადასცემს ქ. თბილისში, მირცხულავას ქუჩა #9/11-ში #01.13.04.017.100 საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული ფართების ჯამური ოდენობის 2%-ს, მაგრამ არანაკლებ საერთო ჯამური ფართით 1800 კმ/მ-სა. რა შეგიძლიათ გვითხრათ აღნიშნულის ირგვლივ? რა სახისა და ღირებულების მომსახურება გაუწია გივი ჯიბლაძემ შპს „სვეტი დეველოპმენტს“, რით დასტურდება აღნიშნული ფაქტი? რა ოდენობის ფართი აქვს ჯამში რეალიზებული, რამდენ პირზე და რა თანხა აქვს მიღებული ჯამში? ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას იღებდა ხელზე თუ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით? პასუხი: მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ ჩემთვის ცნობილია. განგიმარტავთ, რომ გივი ჯიბლაძე აწარმოებდა მოლაპარაკებებს მიწის მესაკუთრეებთან და სწორედ ამისათვის ფიზიკურ პირ გივი ჯიბლაძეს ზემოთ ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა გადაეცეს ქ. თბილისში, მირცხულავას ქუჩა #9/11-ში #01.13.04.017.100 საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული ფართების ჯამური ოდენობის 2%, მაგრამ არანაკლებ საერთო ჯამური ფართით 1800 კვ/მ-სა, თუმცა განგიმარტავთ, რომ დღეის მდგომარეობით რა ფართი აქვს გადაცემული და შემდეგ გაყიდული გივი ჯიბლაძეს და რა თანხა აქვს მიღებული, ჩემთვის უცნობია, ასევე დავამატებ, რომ გივი ჯიბლაძე თანხას იღებდა ხელზე, ხოლო კლიენტებს თავად იძიებდა და არასოდეს მომხდარა ისეთი ფაქტი, რომ ჩვენ მიგვეთითებინოს კლიენტისთვის, კომპანიის ფართი ეყიდა თუ გივი ჯიბლაძის. კითხვა: გამომძიებლის მიერ წარმომედგინა 2016 წლის 20 ივლისის შეთანხმება (ვალის არსებობის აღიარების შესახებ), რომელიც გაფორმებულია, ერთი მხრივ, შპს „სვეტი დეველოპმენტსა“ (წარმოდგენილი მისი დირექტორის გივი ჯიბლაძის სახით) და, მეორე მხრივ, ფ/პ ლევან თოდაძეს შორის, რომლის მიხედვითაც ფ/პ ლევან თოდაძეს 2016 წლის 20 ივლისის მდგომარეობით გააჩნია ვალი შპს „სვეტი დეველოპმენტის“ მიმართ 2463195 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად უნდა დაიფაროს 2017 წლის 28 ივლისამდე. ასევე წარმოგიდგენთ 2016 წლის 20 ივლისის სალაროს გასავლის ორდერ #15-ს, რომლის მიხედვითაც შპს „სვეტი დეველოპმენტისგან“ ლევან თოდაძემ მიიღო 2463195 ლარი 2016 წლის 20 ივლისის შეთანხმების საფუძველზე. თუ არის თქვენთვის ცნობილი აღნიშნული შეთანხმებისა და სალაროს გასავლის ორდერის შესახებ და თუ ესწრებოდით მათ შედგენას? პასუხი: მოგახსენებთ, რომ ხსენებული შეთანხმების შედგენას არ ვესწრებოდი, თუმცა ვიცი, რომ ლევან თოდაძეს შპს „სვეტი დეველოპმენტისგან“ სესხის სახით მიღებული აქვს 600000 აშშ დოლარი, რასთან დაკავშირებითაც არსებობს ნოტარიულად გაფორმებული ხელშეკრულება და ასევე ხსენებული 600000 აშშ დოლარის გარდა შპს „სვეტი დეველოპმენტს“ ვიცი, რომ სესხად მიცემული აქვს ლევან თოდაძისათვის 1050000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. განგიმარტავთ, რომ თანხის გადაცემა ლევან თოდაძესთვის ხდებოდა ყოველთვის ხელზე, ნაწილ-ნაწილ სხვადასხვა პერიოდში, თანხას მას ძირითად შემთხვევებში გადასცემდა გივი ჯიბლაძე, რამდენჯერმე მეც ვარ შესწრებული თანხის გადაცემას, თუმცა თანხის ნაწილ-ნაწილ გადაცემისას შესაბამისი დოკუმენტი არ დგებოდა, მაგრამ მოგახსენებთ, რომ 2018 წლის დაახლოებით მაის-ივნისის თვეში კომპანიის ერთ-ერთ ოფისში მდებარე ქ. თბილისი, მირცხულავას ქუჩა #9/11-ში მოვიდნენ გივი ჯიბლაძე და ლევან თოდაძე ერთად და გივი ჯიბლაძის მითითებით შევადგინეთ 2016 წლის 20 ივლისის სალაროს გასავლის ორდერი #15, რომლის მიხედვითაც ლევან თოდაძეს შპს „სვეტი დეველოპმენტისგან“ მიღებული აქვს 2463195 ლარი. როგორც მახსოვს, დოკუმენტი დაბეჭდა და ამობეჭდა თორნიკე ფიფიამ, რომელსაც გივი ჯიბლაძემ და ლევან თოდაძემ მოაწერა ხელი ჩვენი თანდასწრებით. დოკუმენტის შედგენას და ხელმოწერის ფაქტს ესწრებოდნენ ჩემი და თორნიკე ფიფიას გარდა ჩვენი მომმარაგებლები გოგა დაუთაშვილი და ვანო ზუბიაშვილი, ასევე ჩვენი თანამშრომელი გიგა ხეცურიანი“. ოქმს ადგენს გამომძიებელი ნინო დარბაიძე.
მეოთხე ჩვენება, რომელიც „სვეტის“ სისხლის სამართლის საქმიდან „ქრონიკა+“-მა მოიპოვა, კომპანიის კიდევ ერთ დამფუძნებელ ბესიკ კვიჟინაძეს ეკუთვნის:
„საქმის ირგვლივ და დასმულ კითხვაზე მოგახსენებთ, რომ ვცხოვრობ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ოჯახთან ერთად, ასევე დავამატებ, რომ პროფესიით ვარ მშენებელი და მთელი ცხოვრება ვმუშაობდი პროფესიით. მოგახსენებთ, რომ გივი ჯიბლაძე არის ჩემი ნათესავი და ბავშვობის მეგობარი, ასევე ჩვენი ნათესავია გიორგი კამლაძე. განგიმარტავთ, რომ დაახლოებით 2014 წელს გივი ჯიბლაძემ მითხრა, რომ აპირებდა თბილისში სამშენებლო ბიზნესის დაწყებას და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მეც მიმეღო მონაწილეობა. ამის შემდგომ მე გივი ჯიბლაძემ და გიორგი კამლაძემ დავარეგისტრირეთ შპს „სვეტი“ 2014 წლის აგვისტოს თვეში. განგიმარტავთ, რომ კომპანიაში ჩემსა და გივი ჯიბლაძის გარდა თანხა არც ერთ დირექტორს და დამფუძნებელს არ შეუტანია. მოგახსენებთ, რომ გიორგი კამლაძე შპს „სვეტის“ დირექტორად დანიშნა სწორედ გივი ჯიბლაძემ, ხოლო რაც შეეხება წილობრივ მონაწილეობას, გიორგი კამლაძეზე გავაფორმეთ 40%, 20% გაფორმდა ჩემზე, 20% პაპუნა სანაძეზე და 20% ლაშა ჭელიძეზე. ასევე მოგახსენებთ, რომ ჩემთვის უცნობია, თუ რატომ გაფორმდა წილები პაპუნა სანაძესა და ლაშა ჭელიძეზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო გივი ჯიბლაძემ და შესაბამისად, დეტალებიც მან იცის. მე ერთადერთი ვიცოდი, რომ პაპუნა სანაძის მამასთან, გიორგი სანაძესთან ერთად, გივი ჯიბლაძეს ჰქონდა სხვა ბიზნესი, ასევე დავამატებ, რომ როგორც უკვე მოგახსენეთ, გივი ჯიბლაძისა და ჩემ გარდა კომპანიაში თანხა არავის ჩაუდევს. ასევე დავამატებ, რომ მე ჩავდე თავიდან 200 000 აშშ დოლარი, ხოლო გივიმ, დაახლოებით, 350 000 აშშ დოლარი. აღნიშნული, დაახლოებით, 550 000 აშშ დოლარი, იყო პირველადი შენატანი. მოგახსენებთ, რომ ამის შემდგომ მე და გივი ჯიბლაძეს კიდევ შეგვქონდა კომპანიაში თანხები, თუმცა ზუსტად რამდენი თანხა გვაქვს შეტანილი, არ ვიცი. ასევე განგიმარტავთ, რომ გივი ჯიბლაძეს გაცილებით მეტი თანხა შეჰქონდა, ვიდრე მე. ასევე დავამატებ, რომ უკან მიღებული მაქვს ჩემ მიერ კომპანიაში ჩადებული თანხა. განგიმარტავთ, რომ შპს „სვეტის“ შემდეგ დავარეგისტრირეთ შპს
„სვეტი ჯგუფი“, შემდგომ შპს „სვეტი დეველოპმენტი“, შპს „სვეტი ნუცუბიძე“ და შპს „ვანკონსტრაქშენი“. განგიმარტავთ, რომ ხუთივე კომპანია ეკუთვნის გივი ჯიბლაძეს, ხოლო რაც შეეხება სხვა დირექტორებსა და დამფუძნებლებს, ისინი არიან გივი ჯიბლაძის მიერ დაქირავებული მენეჯერები. ასევე მოგახსენებთ, რომ რაც შეეხება შპს „სვეტი დეველოპმენტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ ერეკლე ჭიჭინაძეს, მასზე წილი გაფორმდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, თუმცა რა რაოდენობის თანხა შეიტანა მან კომპანიაში, არ მახსოვს. მოგახსენეთ, რომ ერეკლე ჭიჭინაძეს შპს „სვეტი დეველოპმენტიდან“ გატანილი აქვს გარკვეული თანხები, თუმცა რა რაოდენობის თანხები და რა დანიშნულებით, არ მახსოვს. ასევე დავამატებ, რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ, როდესაც დავარეგისტრირეთ შპს „ვანკონსტრაქშენი“ შპს „სვეტში“ ჩემი 20%-იანი წილი გადავიტანეთ შპს „ვანკონსტრაქშენზე“ სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი იყო რეკლამა, კერძოდ, შპს „სვეტი“ ქვეყანაში იყო კარგად ცნობილი ბრენდი, რაც, რასაკვირველია, გავლენას იქონიებდა მომავალში შპს „ვანკონტრაქშენის“
ცნობადობასა და წარმატებაზე. აქვე მოგახსენებთ, რომ კომპანიების ხელმძღვანელობაში მე არ ვერეოდი, მე მეხებოდა მხოლოდ მშენებლობის კურირება და ზედამხედველობა, ვინაიდან ამ კუთხით ვმუშაობდი მთელი ცხოვრება და კარგად ვიცოდი ეს სფერო. მოგახსენებთ, რომ წერეთელზე მშენებელი იყო ჯერ მიშა სიჭინავა, შემდგომ მისი შვილი აკო სიჭინავა, პროექტის ავტორი ვინ იყო, ზუსტად არ მახსოვს. როდესაც მივედით მშენებლობაზე, პროექტი უკვე არსებობდა. რაც შეეხება ჭყონდიდელს, მშენებელი იყო ჯერ მიშა სიჭინავა, შემდეგ თემურ ფრუიძე, პროექტის ავტორი შპს „არქარეა“ და მისი დირექტორი ზურაბ კამლაძე. ნუცუბიძეზე მშენებელი იყო ნიკოლოზ შავიშვილი, ხოლო ჩვენი მისვლის შემდგომ თემურ ფრუიძე. პროექტის ავტორი ვინაა, არ მახსოვს. მირცხულავაზე მშენებელი იყო თემურ ფრუიძე, პროექტის ავტორი კი შპს „არქარეა“, ხოლო ბათუმში კი არ მახსოვს, ვინაა მშენებელი და პროექტის ავტორი.
შეკითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების შესახებ ჩემთვის ცნობილია. მოგახსენებთ, რომ გივი ჯიბლაძე არის შპს „სვეტი დეველოპმენტის“ პროექტის სულის ჩამდგმელი. მართალია, პროექტის ავტორი არის შპს „არქარეა“, მაგრამ გივი ჯიბლაძემ უხელმძღვანელა შპს „არქარეას“, თუ როგორი პროექტი უნდა გაეკეთებინათ. ასევე უშუალოდ ხელმძღვანელობდა პროექტის შექმნას. სწორედ ამისთვის მიიღი გივი ჯიბლაძემ შპს „სვეტი დეველოპმენტიდან“ ქ. თბილისში, მირცხულავას ქუჩა 9/11-ში #01.13.04.017.100. საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, აშენებული ფართების ჯამური ოდენობის 2%. მოგახსენებთ, რომ ჩემთვის უცნობია, თუ რა ფართი აქვს გივი ჯიბლაძეს, როგორც ფიზიკურ პირს, რეალიზებული და არც ის ვიცი, თანხებს ხელზე იღებდა თუ ბანკში“, _ წერს ჩვენებაში ბესიკ კვიჟინაძე, რომელიც გამომძიებელმა ნინო დარბაიძემ დაკითხა.
„ქრონიკა+“-ის მიერ მოპოვებული ჩვენებების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს რამდენიმე პირი უნდა გამოეკითხა, მათ შო