QronikaPlus
ნიკოლოზ ვარდოშვილი: ,,შეგვიძლია  თელავში შევქმნათ ,,შალახოს,“ „დაისისა“ და ,,ტანგოს“ ააიპ-ები.

ნიკოლოზ ვარდოშვილი: ,,შეგვიძლია თელავში შევქმნათ ,,შალახოს,“ „დაისისა“ და ,,ტანგოს“ ააიპ-ები.

2017-05-06 07:43:30

რამდენიმე თვის წინათ თელავის მერიამ გვამცნო: ქალაქ თელავის მერი, პლატონ კალმახელიძე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს, ვიცე-პრეზიდენტ მამუკა ყიზილაშვილსა და თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლის დირექტორ ზაქრო კევლიშვილს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და თელავის ჭიდაობის სკოლას შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება და თელავში სპორტის ამ სახეობის განვითარებასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების დაგეგმარება. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენებსაც შეხვდა და მათ პროფესიული რჩევები მისცა. მნიშვნელოვანია, რომ თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლა ახლო მომავალში ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსაც უმასპინძლებს. მართალია, მერიის აზრით, სპორტში წარმატებები აქვს, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიცია სხვა კითხვებს სვამს.   საკრებულოს ფრაქციაძლიერი თელავისთავმჯდომარე ნიკოლოზ ვარდოშვილი აღნიშნულ საკითხსქრონიკა+“-თან ასე აფასებს: _ დადებითი შედეგი მივიღეთ იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი ჩვენი თანაქალაქელი იღებს ხელფასს პენსიის სახით. თუ თქვენ მეკითხებით, განვითარდა თუ არა სპორტი, მე გიპასუხებთ, რომ ამას ვერ ვხედავ. ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ამას სხვაგვარად ხედავენ, ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ ისინი სესიაშვილის მიერ აგებული საბაგიროდან უყურებენ თელავს. ალბათ, ზემოდან უკეთესად ჩანს პრემიერის მიერ დაანონსებული, ძალიან მაგარ წელს მიღწეული წარმატებები. _ ე. ი. ბიუროკრატიული ხარჯი უფრო მეტია? _ თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, რომ სპორტს რამდენიმე ააიპ-ი ჰქონოდა. კონკრეტულ დარგს არ სჭირდება მარტივ მამრავლებად დაშლა. ამ ლოგიკითი მაშინ სამხატვრო სკოლის ააიპ-ი რამდენიმე ნაწილად უნდა დავყოთ, ცალკე გავაკეთოთ სიურეალისტების ააიპი, ცალკე _ პრიმიტივისტების, ცალკე _ გრაფიკოსების და ა. შ. სპორტშიც გვაქვს ერთი ააიპ-ი დასამატებელი, _ ბატუტზე ხტომის ააიპ-ი. რაც შეეხება ქორეოგრაფიას, აქ შეგვიძლია გავაკეთოთ შალახოს, „დაისისა“ და ტანგოს ააიპ-ები. რა თქმა უნდა, მე ეს ყველაფერი იუმორით ვთქვი. რეალურად, როცა ამბობენ, რომ თვითმმართველობის მიმართ კითხვის ნიშნებია, პასუხი მარტივია, არ არის საჭირო ამდენი ააიპ-ი, საჭიროა თვითმმართველობის, მერიისა და საკრებულოს აპარატის გაძლიერება და განვითარება.   ვარდოშვილისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარე დავით ჯორჯაძეს: _ ბატონო დავით, სპორტის ოთხ აიპად დაყოფამ რა შედეგი გამოიღო ქალაქისთვის? _ თელავის მუნიციპალიტეტს აქვს ოთხი სპორტული ააიპ-ი: სპორტულ კლუბთა გაერთიანება თელავი, ჭიდაობის სპორტული სკოლა თელავი, საფეხბურთო სკოლა კახეთი და სასპორტო გაერთიანება. დეტალურად გავშალოთ თემა: სპორტულ კლუბთა გაერთიანება თელავი ზრდის კალათბურთელებს, რაგბისტებს, აქვს ბილიარდის სკოლა, გვაქვს ხელბურთი, არსებობს პარაოლიმპიური ტირის სკოლა, მხატვრული ტანვარჯიში. თუ ჩვენ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტი საერთოდაც გასაზრდელია, თუკი ჯანსაღი თაობის გაზრდა გვინდა. რაც შეეხება სხვა ააიპ-ებს, სასპორტო გაერთინება აქტიურად აგრძელებს ძველი თელავის ტრადიციას და ქალაქში ჩოგბურთი სპორტის ერთ-ერთ წამყვან სახეობად ითვლება. გვაქვს საქართველოში საუკეთესო ჩოგბურთის მოედანი, სადაც ყოველწლიურად იმართება მსოფლიო მასშტაბის ტურნირები. _ ბატონო დავით, მაგალითად, რა მდგომარეობაშია ამ დროისთვის ჭიდაობის სკოლა, რა სახეობები ვითარდება ამ სკოლაში?! _ ჩემთვის როგორც ცნობილია, ჭიდაობის ააიპ-ში არის ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობისა და სამბოს ჯგუფები, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელები ასწავლიან. მეც და ჩვენი გუნდიც ვემხრობით იმ აზრს, რომ დამოუკიდებელ სპორტულ ერთეულად უნდა ვითარდებოდეს ქალაქში ეს სპორტი, რადგან თავისი სპეციფიკით სპორტის ეს სახეობა სხვა სპორტის სახეობებისგან განსხვავდება. მეტსაც გეტყვით: ჭიდაობა ძველი ქართული ტრადიციული სპორტია და საკმაოდ განვითარებულია ჩვენს ქვეყანაში. ამას ქართველი მოჭიდავეების მიღწევები და წარმატებებიც ადასტურებს. _ არ ფიქრობთ, რომ ბიუროკრატიული ხარჯი უფრო მეტია?! თქვენი პოლიტიკური ოპონენტის, ნიკოლოზ ვარდოშვილის აზრით, ეს სტრატეგიული შეცდომაა. _ მომხრე ვარ სპორტის სხვადასხვა სახეობის დამოუკიდებლად განვითარებისა და ვისურვებდი, დეპუტატმა ნიკოლოზ ვარდოშვილმა ჩემთან ერთად ხშირად იაროს სპორტულ სკოლებში და საკუთარი თვალით ნანახი ობიექტურად შეაფასოს. თავად რომელი სპორტით იყო დაკავებული გასულ წლებში? ვურჩევდი, რომელიმე სპორტიის სახეობაში ევარჯიშა. ქალაქში სპორტის განვითარება აუცილებელია, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის როგორც ფიზიკურ, ისე სულიერად სწორი მიმართულებით აღზრდას. მინდა, აქვე დავამატო და ძალიან გთხოვთ, რომ ზუსტი ციტირებით გადასცეთ მკითხველს: თელავი ისტორიულად ძლიერ მოჭადრაკე ქალთა ქალაქია. თელავიდან გახლავთ ხუთი მსოფლიო ჩემპიონი მოჭადრაკე ქალი. მომავალი წლის ბიუჯეტში ჭადრაკის განვითარებას კიდევ უფრო მეტი ყურადრება უნდა დავუთმოთ, ისევე როგორც სპორტის ყველა სახეობის განვითარებას.  
  1. S. 2017 წლის ბიუჯეტში სპორტის განვითარებისთვის ქალაქ თელავის მერიას გათვალისწინებული აქვს სასპორტო გაერთიანებისთვის გამოყოფილი 204 700 ლარი, საფეხბურთო სკოლა კახეთისთვის 100 000 ლარი, სპორტულ კლუბთა გაერთიანება თელავისთვის 314 000 ლარი, ჭიდაობის სპორტული სკოლა თელავისთვის 115 900 ლარი. ჯამში, სპორტის განვითარებისთვის თელავში 734 600 ლარი იხარჯება.
თელავის ბიუჯეტი სრულად 14 მილიონზე მეტს აჭარბებს. 14 340 600 ლარიდან სპორტისთვის საერთო ბიუჯეტის 5%-ზე მეტი იხარჯება. არის თუ არა მიზნობრივი ხარჯვა, ამის შესახებ თელავის მერიის შიდა აუდიტი არც კომენტარს აკეთებს და როგორც ცნობილია, არც არაფერს ამოწმებს, რადგან თელავში, როგორც კულისებში ამბობენ, სპორტში ფული კარგად თეთრდება.   მაკა მოსიაშვილი  

გაზიარება