სოსო უფრო მაგარია თუ ბიძინა?!

წინათქმის ნაცვლად: კუ და მორიელის იგავი ყველას გეცოდინებათ, როდესაც წყლის გადაცურვისას კუზე შემჯდარმა მორიელმა კუს კისერში უკბინა და თავი იმით იმართლა: რა ვქნა, ასეთი გვარისა ვარ, მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვკბენდეო. ისიც გემახსოვრებათ, კუ რომ ჩაყურყუმალავდა, მორიელი წყალს მისცა და მიაძახა: ძმაო, არც მე მინდა, მაგრამ ჩემი გვარი თუ მოშხამულ ხორცს არ მოიბანს, გასივდება და მოკვდებაო.

დროებით უხასიათობასაც კი ხშირად დეპრესიას ვუწოდებთ, თუმცა დეპრესია გაცილებით სერიოზული შეიძლება იყოს, ვიდრე ეს მოწყენილობა ან უხასიათობაა.

ხანმოკლე უგუნებობისგან განსხვავებით, ღრმა დეპრესია არის ემოციური მოშლილობა, რომელიც ხშირად ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიური საქმეების კეთებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დეპრესიის გამომწვევი აშკარა მიზეზები არსებობს, ხშირად ის მოულოდნელად იჭრება ადამიანის ცხოვრებაში,

როგორც ახლა გოგაშვილის თავს ტრიალებს, _ უცაბედად, სოსოს ცხოვრება შავი ღრუბლებით მოქუფრულ ცას ემსგავსება.

 

„არავინ დაღუპვია (ჯვარი წერია), თითქოს ცუდიც არაფერი მომხდარა, მაგრამ დათრგუნული და ძალაგამოცლილია. ფიქრობს, რომ ვერაფერი გაფანტავს ამ ღრუბლებს. სასოწარკვეთილია და არ იცის, რატომ“ _ ასე აღწერს სოსოს მდგომარეობას ჩემი წყარო.

 

_ ჩემი რჩევაა, სოსოსთვის, _ არ უნდა შეგრცხვეს, თუ სხვები გაიგებენ, რომ დეპრესია გაქვს.

გოგაშვილისთვის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მოტაცება ტესტი აღმოჩნდა, რომელიც უნიჭოდ ჩააბარა. მიზეზი კი ერთია: მას ეს გაუთამაშეს, რადგან მოსალოდნელი ხმაური სისტემას იძულებულს გახდის, რომ რაღაცები შეცვალოს და ის რაღაცები სწორედ სოსოს გაშვების საკითხი უნდა იყოს, შესაბამისად, გოგაშვილი ბოლო კვირაში თანამშრომლებს არ ეკონტაქტება, საკუთარ კაბინეტშია გამოკეტილი და, ალბათ, მარტო სცემს ბოლთას.

საელჩოებმა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე პრემიერთან ისაუბრეს. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა ქვეყნის ელჩის აზრით, საქართველოში არსებული უსაფრთხო გარემო დარღვეულია და უარესი კითხვები სწორედ სუს-თან მიმართებით ისმის.

_ უფრო რომ დამიზუსტოთ?

_ როგორც თარგამაძემ თქვა, გოგაშვილმა იცოდა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი უნდა გაეტაცებინათ. ეს კი უკვე იმას ნიშნავს, რომ სოსო თავის მართლების რეჟიმშია, მეგობარი ქვეყნები კი დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ, ე. ი. ამ ამბავს ვინმე მსხვერპლად უნდა შეეწიროს.

_ სოსო გოგაშვილი იქნება ე. წ. მსხვერპლი?

_ კი, თუმცა არა მარტო გოგაშვილი. მასთან ერთად იქნება სამი მინისტრი. უახლოეს პერიოდში პრემიერი ინიციატივით გამოვა სამი მინისტრის გადაყენების მოთხოვნით: 1. მღებრიშვილის გვერდზე გაწევა; ასევე, გოგაშვილის განთავისუფლება; საფუძველი მყარია, რადგან გომელაურს ოთხი კი არა, ხუთი მოადგილე ჰყავს. მაგრამ აზრი? ხუთი მოადგილე გყავს და ქვეყნის იმიჯი უკან-უკან მიდის…

_ სხვა რომელი მინისტრი იქნება კიდევ?

_ არ ვიცი, არ გამორიცხოთ თავად ჯეჯელავაც… რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთი შეხვედრა იყო, სადაც ბიძინას მოთხოვნა გახმოვანდა სალომე ზურაბიშვილის მინისტრთა კაბინეტში გადაყვანაზე. იმ შეხვედრიდან გამოსული გოგაშვილი სულ ცოფებს ყრიდა, _ ზურაბიშვილი მე შემაყვანინეს პარლამენტში და ახლა მე მიშვებენო…

_ რატომ აწუხებს ეს გოგაშვილს?!

_ აღმოჩნდა, რომ გოგაშვილს გასულ წელს თავად სურდა, პარლამენტში შესულიყო, მაგრამ ეს ბიძინამ არ დააკმაყოფილა და მის ნაცვლად დათო მათიკაშვილი შეიყვანა.

_ ეს არ ვიცოდი.

_ კი, ასე იყო და ახლა როგორი გადასატანია?! სოსო _ გარეთ, სალომე _ მინისტრთა კაბინეტში?

_ ასე გარეთ გოგაშვილს არავინ დატოვებს.

_ ბუნებრივია. ამიტომ ახლა გოგაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ იქ, სადაც ზურაბიშვილმა იყარა კენჭი, იქნებ, მისი კანდიდატურა დააყენონ.

_ ვინ მისცემს ხმას ქიზიყელ სოსოს? გამორიცხულია.

_ კი მაგრამ, არც სალომეა თბილისელი, ასე უყურებს თემას.

_ გასაგებია, მაგრამ სალომესა და გოგაშვილის შედარება ერთმანეთთან სასაცილოა.

_ ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია და ამ საკითხზე მსჯელობენ. თუ ისე განვითარდა თემა, როგორც მე აგიხსენით, სოსოს თავის გატანა შეუძლია და მისი ქიზიყელობა ხელის შემშლელი არ იქნება.

_ ამიტომ აქვს ხასიათი გაფუჭებული?

_ ამას ხასიათის გაფუჭება აღარ ჰქვია. ამას ჰქვია ღრმა დეპრესია, პრაქტიკულად, უკონტაქტოა. არავის ელაპარაკება სუს-ში. უნდობლობას უცხადებს ყველას თავისი დუმილით. ბოლო პერიოდში ხშირად სტუმრობს ასევე საპატრიარქოს. ყველაფერი, ბუნებრივია, მასზე გადატყდება და მან იცის უკვე, რომ იგი უნდა გაწირონ.

_ და თუ არც გაუშვეს და დატოვეს?

_ ე. ი. სოსო ბიძინას ყოველ ჯერზე სჯობნის, რადგან მერამდენე მოთხოვნაა უკვე შუშის სასახლიდან, რომ გოგაშვილი წავიდეს… თუმცა აზრი ეკარგება ყველაფერს იმიტომ, რომ გოგაშვილის დატოვებას ბოლოს, ისევ და ისევ, მამაცაშვილი ითხოვს. ორი ვარიანტია _ ან გოგაშვილის გამო ბიძინას დეიდაშვილთან მოუვა სერიოზული დავა და ჩხუბი, ან გოგაშვილი წავა. მაგრამ თუ დარჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ სოსო უფრო მაგარია, ვიდრე ბიძინა!

 

  1. S. დეპრესია მთელი ცხოვრება სოსოს დამახასიათებელი მოვლენაა. კუ და მორიელის იგავი კი ძალიან ჰგავს ბიძინასა და სოსოს ტანდემს.

მე მაინც მგონია, რომ სოსომ აჯობა ბიძინას!

 

მაკა მოსიაშვილი