„ნიკა ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მუდმივად ძალადობდა“- თამარ გაბოძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროცესი ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ. ჩოგბურთელი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა რაც ყოფილმა ცოლმა ნელი დოროყაშვილმა ძალადობაში დაადანაშაულა.

 „ნელი დოროყაშვილზე, მისი ყოფილი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილი  ახორციელებდა სხვადასხვა ფორმის ძალადობას, რასაც ჰქონდა სისტემატური  ხასიათი, ჩოგბურთელი ყოფილ მეუღლეს უსწორდებოდა ფიზიკურად, ასევე ძალადობდა ფსიქოლოგიურად. წლების განმავლობაში ნელი დოროყაშვილის სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი  იხილა როგორც პოლიციის, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა.  ნიკოლოზ ბასილაშვილი მის ყოფილ მეუღლეს უკრძალავდა მუშაობას, ხელს უშლიდა  კარიერულ განვითარებაში და არ აძლევდა უფლებას გაეგრძელებინა სწავლა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ნელი დოროყაშვილის უფლებების დასაცავად და მოძალადის, კანონის მთელი სიმკაცრით დასასჯელად „- განუცხადა ქრონიკა + ს  ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტმა თამარ გაბოძემ.