ჩვენ ყოველთვის არ ვართ დაზღვეულები იმ შეცდომებისგან, რომელთა გამოც სხვებს დავცინით... ასე მოხდა მის ცხოვრებაშიც, როცა ძალაუფლება ხელთ არათუ იგდო, არამედ ჩააბარეს და მიიჩნია, რომ მას ის ეკუთვნოდა და მიიღო, მაგრამ როცა მამა-მარჩენალმა მამაცაშვილმა შეახსენა, რომ პასუხისმგებელია განსაკუთრებით ზუგდიდზე, არ შეიფერა შეცბუნება და მორჩილად თქვა, რომ ყველაფერი წესრიგში იქნება...
როცა დაფიქრდა, როგორ შეიძლება მოერიოს ჰოლანდიელ ქალბატონს, რომელმაც არათუ მარტო მიშასი, არამედ ბევრი მეგრელის გულიც მოიგო, ცოტა შეწუხდა... როცა მსტოვრებმა ამბავი მიუტანეს, რომ ზუგდიდის არჩევნები სიზმარი არ იყო და ცხადია, გულში იფიქრა „რა მინდოდა წვენებში? მქონოდა ჩემი ფარშის დისტრიბუცია და ვიქნებოდი მშვიდადო“, როცა უცებ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიზო სართანია გადადგა და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა, ამასთან ერთად, გადაწყვიტა, კენჭი იყაროს პარლამენტისთვის, უკვე დაიბნა, დაიბნა და აიბნა...
გზა ვეღარ დაინახა, ვეღარც თავი და ბოლო გაუგო პოლიტიკას და ინატრა, _ ნეტა, ახლა ზემო მაჩხაანში ჩემს ეზოში დამსვა და მშვიდად მაცხოვრაო.
ნათქვამია: უბედურების მიზეზი საკუთარ თავში ეძიეო... მაგრამ საიდან დაიწყო ეს აბლაბუდა, ის ვეღარ გაიხსენა...
მარტო ის მოიგონა, რომ ოდესღაც სჯობდა დაეჯერებინა: ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე არ თქვა, რაც დუმილზე უკეთესია.
მაგრამ რა თქვა დუმილზე უკეთესი, ეგ ვეღარ გაიხსენა.
დაბოლოს, რა მოუვიდა სოსოს?
მის მდგომარეობას ჩემზე უკეთ იულიუს კეისარი აგიხსნით: „ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას, რაც მისთვის სასურველია“.
ჰოდა, სოსოს ბავშვობაში უყვარდა „აგენტი 007“ და საკუთარი თავი იმ ლეგენდარულ პერსონად წარმოიდგინა... ბოლოს კი, როცა დაფიქრდა, მიხვდა, რომ: პიროვნების სიძლიერე გამოითვლება იმ პრობლემის სიდიდით, რომელსაც შეუძლია, მწყობრიდან გამოგიყვანოს. ადამიანი შეიძლება, გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო...
სოსოს წარმოსახვა სანდრაზე
ციხეში ერთი პატიმარი იყო, თუმცა იმ ერთის გარდა მე 1200-ვეს ვიცნობდი... იმ ერთს განსაკუთრებული ისტორია ჰქონდა: მისი მამა წლების მანძილზე თბილისში მედიკამენტებით ვაჭრობდა, მერე იყო შვილი...
ერთხელ რომ დაიჭირეს პირმშო ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე, 100 000 გადაიხადა ოჯახმა, მეორედ რომ დაიჭირეს, კიდევ მაგდენი გადაიხადა... მესამედ რომ დაიჭირეს, აღარც მაგდენი იყო ფული და აღარც საპროცესო გაუფორმა არავინ. და როცა ციხეში მიიხედ-მოიხედა, აღმოაჩინა, რომ არავინ იყო გარეთ დარჩენილი, ვისზედაც შეეძლო თანამშრომლობა, ყველანი უკვე ერთად იყვნენ და ყველა გზაც დაკეტილი აღმოჩნდა...
რამდენიმეწლიანმა ლოდინმა ისიც დაღალა, მეც და სხვა ყველა დანარჩენიც, ყველას თავისუფლება ენატრებოდა... რომელიც
არ ჩანდა...
მრავალჯერ იშიმშილა იმ მოტივით, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ და მისი საშვილოსნო კი კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაში იყო... ბოლოს გეგმური ოპერაციის დროც დადგა და ორგანოების ამპუტაცია გაუკეთდა, ცისტისა და ფიბრომის გართულებული მდგომარეობა საშვილოსნოს შენარჩუნების შესაძლებლობას ვერ გვაძლევდა... შიმშილობის მიზეზიც დასრულდა, სამედიცინო ნაწილმა ყურადღება მიაქცია. მალე 2012 წელმაც შემოაბიჯა და ნანატრი თავისუფლებაც მოვიდა...
გარეთ ყველამ ისე გააგრძელა ცხოვრება, როგორც 2007-მდე უცხოვრია, _ მე მედიაში დავბრუნდი, ის კი ფორმალური, თუ არაფორმალური მედიკამენტების ბიზნესში... აი, ამ ბიზნესს კი მუდამ სჭირდება ვინმე ზემოდან, რომ ისევ სასჯელაღსრულების „პასაჟირი“ არ გახდე...
გავიდა დრო და სანდრას „ორგანოებით ვაჭრობა“ თემად იქცა... რეალურად, რულოვსს ქალთა დაწესებულებაში მედიცინის ჯგუფები შემოჰყავდა. ისინი წელიწადში ერთხელ მკერდისა და საშვილოსნოს გამოკვლევას უტარებდნენ ქალებს...
და რადგან სანდა საქართველოს ვერ მოაშორეს, ვიღაცის გონებამ გადაწყვიტა, მისთვის ეს შავი პიარი აეგორებინა...
ორგანოებით ვაჭრობის თემამ გაჭრა, თუ ვერ გაჭრა, ამას საზოგადოება მალე იხილავს 8 ოქტომბრის შემდეგ, მაგრამ მანამდე ჩემმა „ოსმალეთის“ (ციხის) მეგობრებმა მითხრეს, რომ გოგონები, რომლებიც ორგანოების ამპუტაციაზე საუბრობენ, ძირითადად, მოქმედი ნარკობარიგები არიან კვლავ და უშუალო კონტაქტები აქვთ „სუსის“ მაღალი თანამდებობების პირებთან...
ყოფილი პატიმარი ქალების (რომლებიც ახლა ნარკომომხამრებლები და ნარკო რეალიზატორები არიან) გამოყენება ტეხავს...
რატომ?
ისინი ყველას ემსახურებიან, სოსო!
შენც!
მეც!
და სხვებსაც!
ასე ვერ გაფრინდები...
ადამიანი შეიძლება, გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო... სწორედ ასეთი „შტუკა“ გემართება რულოვსთან...
როგორ? _ 2016-ში რულოვსი კანდიდატი რომ ხდება, ეს წესიერია? _ ჰკითხა მამაცაშვილს ივანიშვილმა. მამაცაშვილმა რა უპასუხა, არ ვიცი, მაგრამ შემდეგ ეს კითხვა სოსოს დაუსვა...
მაშ, რატომ დაუყაღადაღეთ ქონება? რატომ ჰქონდა ამდენი წლის მანძილზე მაინც სასათბურე პირობები? რით ვერ მოვიშორეთ ეს სანდრა? სანდრას აქ ყოფნა მიშას აქ ყოფნას ნიშნავს, თავისი ქარიზმა აქვს და რას გეგმავ?
სოსომ იმართლა თავი...
გამოსავალი მოიძებნებაო...
დღის ბოლოსთვის გადაწყდა _ 8 ოქტომბერს გოგაშვილი უშუალოდ იქნება ზუგდიდში და იქვე, ადგილზე შეაფასებს მოვლენებს.
სანდრამ არ უნდა გაიმარჯვოს! სანდრა როგორც კანდიდატი, უნდა განადგურდეს! სანდრას, როგორც კანდიდატს, მეტი ქალი უნდა დახვდეს ქუჩაში და ლანძღოს!
ყველაფერი წესისამებრ მიდის, ხომ, სოსო?
მაგრამ ფინალი არ იცვლება. შეიძლება, გაანადგურე, მაგრამ დღემდე მაინც ვერ აჯობე ამ ქალს!
მეტი რაღა გითხრა, აბა?
საიდან ვიცი ამდენი? შენგან!
რატომ გახდა სანდრა შენთვის დამოკლეს მახვილი? მიზეზი მარტივია, _ შენ ვერ აფასებ მოვლენებს სწორად, თოფი მეთოფეს, მეთოფე კი სოფელს, მაგრამ თუ თოფს სხვა დურგალი დაიჭერს, მაშინ სოფელი მეთოფის გარეშე დარჩება და ომიც აღარ იქნება...
P. S და რადგან ადამიანების უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან ის მოითხოვს პასუხისმგებლობას, ხოლო პასუხისმგებლობა მათ აშინებთ, სოსოც საფიქრალშია. არ არის ადვილი მამაცაშვილის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა, რადგან ყველაფერი ისე როდია, როგორც შორიდან ჩანს.
მაკა მოსიაშვილი