QronikaPlus
ძუძუს კიბოს გამოკვლევის ხელმისაწვდომობისთვის მემორანდუმი გაფორმდა

ძუძუს კიბოს გამოკვლევის ხელმისაწვდომობისთვის მემორანდუმი გაფორმდა

2016-09-10 09:01:04

  „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა და „ეივონ კოსმეტიკს“ საქართველოს დირექტორმა, სერგეი ოსადჩიმ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. პრესკონფერენციაზე სერგეი ოსადჩიმ განაცხადა, რომ მემორანდუმის ფარგლებში კამპანიაში, რომელსაც „ეივონი“ 1992 წლიდან ახორციელებს, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად, ამიერიდან, „ლიბერთი ბანკიც“ ჩაერთვება.   სერგეი ოსადჩი _ „ეივონ კოსმეტიკს“ საქართველოს დირექტორი: „2013 წლიდან კამპანიას, რომელსაც „ეივონი“ ახორციელებს, „ეივონ საქართველოც“ შეუერთდა. საქველმოქმედო მიზნების განსახორციელებლად „ეივონი“ საქველმოქმედო პროდუქტების გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავალს სრულად მიმართავს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისკენ. მოხარული ვართ, რომ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში გარკვეულ წილს ჩვენც შევიტანთ. ასევე განვახორციელებთ სხვა ღონისძიებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ძუძუს კიბოსა და მისი პრევენციის შესახებ ცნობადობის გაზრდას საქართველოში“.   ალექსი ხოროშვილი _ „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი: „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის თქმით, პროგრამის ფარგლებში რეგიონში მცხოვრები ქალბატონები მიიღებენ როგორც უფასო მამოლოგიის კონსულტაციას, ასევე, პირველად ექნებათ შესაძლებლობა, ჩაიტარონ უფასო გამოკვლევებიც. „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერა ამ კამპანიაში უდავოდ მნიშვნელოვანია, რადგან მეტი ქალბატონი შეიტყობს მობილური კლინიკის მომსახურების შესაძლებლობის შესახებ და, ასევე, მიიღებს საგანმანათლებლო მასალებს ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ. კამპანია 15 აგვისტოდან დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება“.  

გაზიარება