რატომ არ მიდის სწორი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაშინ როცა ამ უწყებას სასჯელაღსრულების სამინისტროში „ოდეერი“ ჰყავს, რომლის უშუალო ფუნქციას სწორედ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს?! „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, აქაც შეგნებულ საბოტაჟთან გვაქვს საქმე. სამინისტროს „ოდეერი“, ტარიელ ცქვიტინიძე, მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული კადრია. ის, თავის დროზე, „კუდში“ მუშაობდა, მცხეთის რაიონულ განყოფილებაში. 2004 წელს, როცა გეგუთის კოლონიიდან პატიმრები გაიქცნენ, მოკლეს კონტროლიორი. ცქვიტინიძე იყო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 2005 წელს მის სახელს უკავშირდება გახმაურებული სკანდალი, „წრიპას“ საქმე, როცა „კანონიერი ქურდი“ გოგრიდის აბანოში აღმოჩნდა. მის წინააღმდეგ აღძრული იყო საქმე სატელიტური თეფშებისა და სხვა სახის ინვენტარის ქურდობაზე. ეს საქმე მირზა სუბელიანის უშუალო მითითებით დაიხურა, ხოლო მოპარული ქონება ჩამოიწერა. ციხის სკანდალური კადრების შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ცქვიტინიძე მე-19 ტუბზონის უფროსად დანიშნა, სადაც მას დავალებული ჰქონდა არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ გამარჯვების ორგანიზება. სწორედ ეს კადრი დღემდე რჩება სისტემაში მირზა სუბელიანის მფარველობით. მისი ამოცანა ამ დრომდე იყო დეპარტამენტში იმ პირების დისკრედიტაცია და მათზე შსს-ში არასწორი ინფორმაციის მიტანა, რომლებიც სუბელიანების სიმპათიას არ იმსახურებდნენ. მირზა სუბელიანის მფარველობით სისტემაში ისევ რჩება ილია ზაალიშვილი - შაქრო კალაშოვის მძღოლის, გალუაშვილის ბიძა. სწორედ გალუაშვილზეა გაფორმებული კალაშოვის ქონება, მათ შორის, წყნეთის სახლიც. თავის დროზე ილია ზაალიშვილიც მხილებული იყო ნივთების ქურდობაში. ვრცლად, ეს და სხვა დეტალები „ქრონიკა+“-ის #30 (66) -ში.