„თიბისი გალერეაში“ შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოებას „თიბისი ბანკმა“ განხორციელებული CSR პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „თიბისი ბანკისთვის“ პრიორიტეტული მიმართულებაა; CSR ინვესტიციებისა და პოლიტიკის მხრივ „თიბისი“ ისეთი საერთაშორისო ბანკების პრაქტიკას უტოლდება, როგორებიც არიან: Barclays, HSBC, Deutche Banc და სხვები. კორპორაციული სოლიდარული პასუხისმგებლობა ისეთ სფეროებზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას ითვალისწინებს, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალური და საინტერესოა. ამ მხრივ, „თიბისი ბანკის“ მიერ მხარდაჭერილი პროექტები მრავალფეროვანია: ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, ნიჭიერი ახალგაზრდების განათლება და პროფესიული განვითარება, კულტურა, ხელოვნება, სოციალურად აქტუალური თემები, რაგბის პოპულარიზაცია და სხვ.
ქართული ბიზნესსექტორისთვის სიახლეა ისიც, რომ კერძო კომპანია საზოგადოებას წარუდგენს ანგარიშს სოციალური პასუხისმგებლობის ქოლგის ქვეშ განხორციელებული პროექტების შესახებ.
პრეზენტაციაზე შეკრებილ ადამიანებს საშუალება ჰქონდათ, ვიდეორგოლი ენახათ, სადაც ყველა ის მნიშვნელოვანი ინიციატივა მოხვდა, რომელიც 2015-2016 წლებში „თიბისის“ მხარდაჭერით შედგა. განხორციელებული პროექტები ბანკისთვის პრიორიტეტულ ოთხ მიმართულებაში გაერთიანდა: ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი თაობა, კულტურა და რაგბი. „თიბისი“ გამოირჩევა თანამშრომლებზე ორიენტირებული სოციალური პროექტებითაც: პროფესიული განვითარების პროგრამები, რომელიც უცხოეთში სწავლას მოიცავს, „თიბისი აკადემია“, ფონდი „თიბისელები თიბისელებისთვის“, მრავალშვილიანების ფინანსური წახალისება და სხვ.
„თიბისი ბანკი“ მომავალშიც გააგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას, 2017 წლის აქცენტები კვლავ იქნება ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი თაობა, კულტურა და რაგბი.
მამუკა ხაზარაძე - „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
- გადავწყვიტეთ, საზოგადოებას, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გაკეთებული საქმიანობის შესახებ, გასული წლის ანგარიში ჩავაბაროთ. საკმაოდ მოცულობით თანხას ვხარჯავთ იმისთვის, რომ სხვადასხვა პროექტი განვახორციელოთ, ეს არის რაგბის მხარდაჭერა, ოპერისა და ბალეტის თეატრის მხარდაჭერა, პროგრამის - წერე ქართულად და სხვა. ეს პროექტები ფართოდ გავაცანით საზოგადოებას, ჩავაბარეთ ანგარიში და ასევე ვუთხარით, რას ვაპირებთ მომავალ წელს. ჩვენი აზრით, ეს კულტურა „თიბისი ბანკში“ უკვე დამკვიდრდა, ამაში ჩართულია უამრავი ადამიანი, პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლები. ჩვენ საკმაოდ დიდი ისტორია დავაგროვეთ, რომელიც უკვე გასცდა საქართველოს ფარგლებს, ამ პროექტებით ძალიან ბევრი უცხოური ბანკია დაინტერესებული. რა თქმა უნდა, ჩვენც ვსწავლობთ მათგანაც. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარზეა ლაპარაკი. შარშან, დაახლოებით, 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა იმ თანხების გარდა, რომლითაც საქველმოქმედო პროექტებში ვაკეთებთ ინვესტირებას. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქველმოქმედება და სოციალური პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან გავმიჯნეთ, რადგან ქველმოქმედება ის ნაწილია, რომელსაც გულით ვაკეთებთ და ამაზე არ ვლაპარაკობთ. სოციალური პასუხისმგებლობა, ჩვენი გაგებით, არის ინსტიტუციური მიდგომა, სერიოზული მენეჯმენტის რესურსების დახარჯვა, ახალი მენეჯმენტის გენერირება და საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ მან შემდეგ დამოუკიდებლად შეძლოს არსებობა, ანუ ვაფინანსებთ ანკესს და არა თევზს. სწორედ ეს იდეა გვინდა გავიტანოთ და ბევრი ინიციატივა დავნერგოთ. მიგვაჩნია, რომ ძალა ერთობაშია და პატარა შეხიდებაც ამ საქმეს უფრო ფართო მასშტაბს მისცემს.
თამარ ბატიაშვილი