QronikaPlus
„საქართველო იქნება ნატოსა და ევროკავშირის ხიდი სამხრეთ კავკასიაში“

„საქართველო იქნება ნატოსა და ევროკავშირის ხიდი სამხრეთ კავკასიაში“

2023-06-17 16:09:27

მიხეილ ხაჩიძე

ვილნიუსის NAთO-ს სამიტი კარზეა მომდგარი. რა მოლოდინი და იმედები, რა შანსები აქვს ჩვენს ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციისკენ მიმავალ გზაზე? როგორია საქართველოს მთავრობის პოზიციონირება დასავლეთისკენ? რას უნდა ველოდოთ ვილნიუსისგან?

ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ავსტრიელ NAთO-ს ექსპერტ-ანალიტიკოს გიუნტერ ფელინგერთან.

შეგახსენებთ: გიუნტერ ფელინგერი უკვე 30 წელია, ნატოსა და ევროკავშირის ექსპერტ-ანალიტიკოსია; ის იყო ევროზონის გაფართოების აქტივისტი, EDშ-ის ყოფილი თავმჯდომარე და მცირე და საშუალო ბიზნესის კავშირის გენერალური მდივანი; 6 წლის განმავლობაში მუშაობდა ბრიუსელში და ახლა 2005 წლიდან მუშაობს განვითარების ექსპერტად ალბანეთში, უკრაინაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანაში გარდამავალ ეკონომიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების მომზადების პროცესებზე. ავსტრიელი ანალიტიკოსი მხარს უჭერს ნატოს გაფართოებას განსაკუთრებით კოსოვოსთვის, ბოსნიისა და უკრაინისთვის და, რასაკვირველია, საქართველოსთვის. ამასთან, მომხრეა, ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისა ნატოს ყველა მოკავშირე ქვეყნის, მათ შორის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის.
მისი თქმით, გზა ევროკავშირისკენ და ნატოსკენაც იწყება საქართველოს ეროვნული ბანკით და ევროპული ვალუტის, ევროს მიღებით. მან არაერთგზის იმოგზაურა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, გაუზიარა მათ მოდელი, რომელიც, მისი აზრით, დაეხმარება ევროკავშირის სამ ასპირანტს, გახდეს ევროპის ნაწილი.

_ ბატონო გიუნტერ, ნატოს სამიტი ვილნიუსში კარზეა მომდგარი. რას შეიძლება ველოდოთ ვილნიუსში ნატოს სამიტზე?
_ ნატოს სამიტზე ვილნიუსში დიდი სიხარულით ხვდებიან ნატოს გაფართოებას ფინეთით, რომელიც უკვე სრული წევრია და შვედეთით, რომელიც 2023 წლის ივნისში უკვე ნატოს ოფიციალური წევრი იქნება. ვილნიუსში დომინანტური საკითხია რუსეთის აგრესიული ომი და უკრაინის ნატოში გაწევრიანება. ცხადია, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანების იგივე დაპირება უნდა მიიღოს, რაც მან მიიღო ევროკავშირის წევრებისგან 2022 წლის ივნისში. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნატოში უკრაინის წევრობის გარეშე ნიშნავს, რომ ევროკავშირმა მომავალში უნდა უზრუნველყოს უკრაინა აშშ-ისა და კანადის გარეშე და ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, არ არის ამის საშუალება. ასე რომ, ევროკავშირში გაწევრიანება ნატოში გაწევრიანების გარეშე შეუძლებელია და ამიტომ ჩვენ უკრაინას უნდა დავპირდეთ ვილნიუსში, რომ იმ მომენტში, როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა სწრაფად გადაინაცვლებს ნატოში, ისევე როგორც ფინეთი და შვედეთი. ამასთან, ირლანდია, ავსტრია, მალტა, მოლდოვა და საქართველო, კოსოვო და ბოსნია მიწვეულნი არიან სამიტზე, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მესიჯია.
_ რამდენად სავარაუდოა, რომ საქართველო ნატოსგან რამე სახის კონკრეტულ პასუხებს მიიღებს?
_ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, უფრო მეტად ტრიალებს რუსეთის ორბიტაზე, ამიტომ საკითხავია, ნამდვილად იაქტიურებს და ჩაეჭიდება თუ არა საქართველო ნატოს MAP-ს ვილნიუსში.
მაგრამ, მეორე მხრივ, თუ უკრაინა იღებს MAP-ს და დაპირებას აქტიური ომის დროს, რატომ არ უნდა მისცეს ნატომ იგივე საქართველოს? რუსეთს არ აქვს მე-2 ფრონტის გახსნის შესაძლებლობები. ამასთან, როგორც ყველა ხედავთ, ძალიან ცუდად მიმდინარეობს რუსეთისთვის უკრაინის ომი. საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო ესკალაციის საფრთხე მინიმალურია.
_ 2008 წელს ბუქარესტში საქართველომ და უკრაინამ პირობა მიიღეს, რომ გახდებოდნენ ალიანსის წევრები. ამ სამიტზე MAP-ი განისაზღვრა, როგორც მათი ინტეგრაციის შემდეგი ეტაპი…
_ ბუქარესტი იყო ისტორიული შესაძლებლობა უკრაინისა და საქართველოსთვის, დაეცვათ თავი აგრესიისგან. ნატო რომ მაშინ მკაფიო და ცალსახა ყოფილიყო უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხში, 2008, 2014 და 2022 წლების სამივე ომი არასოდეს მოხდებოდა. რუსეთი ამას ვეღარ გაბედავდა.
დამშვიდების ფაზამ კი გააბედინა რუსეთს ებრძოლა ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენ ურცხვად უგულებელვყავით და მარტო დავტოვეთ რუსეთის შეტევების პირისპირ. ეს იყო სამწუხარო მაგალითი, რომლითაც ბევრმა ისწავლა. დღეს ეს, რასაკვირველია, აღარ უნდა განმეორდეს.
_ უკრაინას შეიძლება ჰქონდეს საქართველოსგან განსხვავებული სიტუაცია და შესაძლებლობები. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
_ უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის უფრო ცალსახა მომხრეა, ვიდრე საქართველო. უკრაინა აუცილებლად შეუერთდება ნატოს, ევროკავშირს და მალე მიიღებს ევროს, როგორც ვალუტას, რადგან ეს ლოგიკური პასუხია რუსეთის აგრესიაზე, ევროპის ერთიანობასა და კონკრეტულ სოლიდარობაზე უკრაინასთან, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ. ასე რომ, ბევრად უკეთესი და ადვილია ევროკავშირისა და ნატოსთვის, რომ ევროკავშირისა და ნატოს ინსტიტუტებს შიგნით ჰქონდეთ უკეთესი წვდომა, კონტროლი და წარმატების გარანტია, ვიდრე გარედან ან რაღაც შუალედებში.
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ უკრაინის ომი არის ყველაზე საშიში ომი ვიეტნამის შემდეგ და ევროკავშირისა და ნატოს ყველაზე ძვირადღირებული პროექტი მარშალის გეგმის შემდეგ, ამიტომ მან უნდა იმუშაოს და უკრაინა იმუშავებს მხოლოდ ევროკავშირის, ნატოსა და ევროს შიგნით მკაფიო ინტეგრაციით.
არის თუ არა საქართველო მზად იგივესთვის, ეს გასარკვევია. ვიმედოვნებ, რომ ეს ასეა, მაგრამ 2022 წლის ომის დროს საქართველოს მიმართ დიდი იმედგაცრუება იყო.
_ შვედეთისა და ფინეთის ნატოში MAP-ის გარეშე მოწვევით ნატომ შექმნა პრეცედენტი გაწევრიანების გზის შემცირებისა…
_ ევროკავშირის ყველა წევრმა უნდა მიიღოს მსგავსი სწრაფი გზა ნატოში გასაწევრიანებლად. და ევროკავშირში ამიერიდან მხოლოდ ნატოს წევრობა იქნება დაშვებული, რათა ნათლად გამოჩნდეს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთის ერთი ერთეული.
ირლანდიამ, მალტამ, ავსტრიამ და კვიპროსმა უნდა მიიღონ იგივე სწრაფი გზა. ასევე უკრაინამაც, როგორც ჯილდო გამარჯვებისთვის და როგორც ძლიერი სიმბოლო სოლიდარობისთვის. იგივე ეხება კოსოვოსა და ბოსნიას, რომლებიც უკვე ნატოს დაცვის ქოლგის ქვეშ არიან.
მოლდოვასა და საქართველოსთვის ვურჩევ, ახლავე დაიწყონ MAP-ით და არ არის საჭირო სწრაფი პროცესი, რადგან მოლდოვამ ჯერ უნდა მიატოვოს საბჭოთა დაწესებული ნეიტრალიტეტი და საქართველომ ჯერ უნდა შეცვალოს მთავრობა პროდასავლურ მიმართულებაზე და გაასუფთაოს სახლი, ანუ გაწმინდოს ქვეყანა კორუფციული მექანიზმებისგან და ა. შ., როგორიც მოლდოვამ დაიწყო 2021 წელს, ხოლო უკრაინამ _ 2014 წელს.
_ რას ნიშნავს საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანება?
_ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მოუტანს უსაფრთხოებას და გზას გაუხსნის ევროკავშირში რეალურ ინტეგრაციისთვის. ეს ქვეყნისთვის უდიდესი სიკეთის მომტანი პროცესია. დაცვის, უსაფრთხოების, ერთიანობის, განვითარების დიდი შანსი და შესაძლებლობაა.
საქართველო ნატოში _ ეს ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის, მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების მუდმივ გარანტიას. საქართველო იქნება ნატოსა და ევროკავშირის ხიდი სამხრეთ კავკასიაში და ეს გამოიწვევს აზერბაიჯანის შემდგომ ინტეგრაციას დასავლეთში, ასევე შესაძლოა, ნატოში და სომხეთს რუსეთის ორბიტიდან სწრაფად გამოყოფს. საქართველო იქნება დასავლეთის მხარდაჭერილი უსაფრთხოების კუნძული და რუსეთის მოახლოებული დაშლით, იუგოსლავიის მსგავსად, საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა არსებითი იქნება მსოფლიოს ყველაზე არასტაბილურ რეგიონში მომავალი ათწლეულების განმავლობაში.
_ ზოგადად რომ განგვიმარტოთ, რა არის ნატოს პრიორიტეტები და სიკეთეები?
_ პირველ რიგში, ნება მომეცით, ნათლად განვაცხადო, რომ საქართველოს შეუძლია გაწევრიანება მხოლოდ დასავლეთ გერმანიის 1955 წლის მოდელის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ ნატოს შეუძლია მოიწვიოს საქართველო ოკუპირებული რეგიონების გარეშე. როგორც გერმანიის შემთხვევაში, ნატოსა და ევროკავშირის მიზანი და შედეგი იქნება საქართველოს ერთიანობა.
ანუ ჯერ უნდა იყოს ნატოში გაწევრიანება, შემდეგ ევრო, როგორც ვალუტა და ევროკავშირი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ნატოს, ევროკავშირსა და ევროპულ ინტეგრირებულ საქართველოს მოგვიანებით, თუ ამას აირჩევენ რუსეთის დაცემისა და დაშლის შემდეგ. ისინი, როგორც საქართველო, ნატოსა და ევროკავშირში იქნებიან ისეთივე წარმატებულები, როგორც დასავლეთ გერმანია.
_ ჩვენ გეთანხმებით, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში არის საქრთველოს ძლიერებისა და სიმშვიდის გარანტია, მით უფრო იმ ფონზე, როცა ასეთი აგრესორი და ოკუპანტი მეზობელი გვყავს…
_ საქართველო სწრაფად უნდა გაწევრიანდეს ნატოში, ევროკავშირში. საუკეთესო პოლიტიკაა ისწავლო მონტენეგროს წარმატებაზე, რომელიც უკვე 6 წელია, მოკავშირეა, რომელმაც მიიღო ევრო და დღეს ბევრად უფრო წარმატებულია, ვიდრე საქართველო თავისი გაუფასურებული სუსტი ლარის პოლიტიკით. სცადეთ ევროს მიღების მყარი სავალუტო პოლიტიკა, რათა უფრო სწრაფად ინტეგრირდეთ ევროკავშირის ეკონომიკასთან და უფრო სწრაფად განთავისუფლდეთ რუსული ეკონომიკური გავლენისგან. საქართველო, როგორც კავკასიის მყარი ვალუტის კლდე, ევროს ვალუტით, მოიზიდავს დიდ კაპიტალს. გთხოვთ ისწავლოთ მონტენეგროს მაგალითზე.
უნდა ვთქვა ისიც, რომ საქართველო ასევე უნდა შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ინსტიტუტებს, როგორიცაა ღჩჩ წწწ.რცც.ინტ და ჩEFთA წწწ.ცეფტა.ინტ, რომლებიც შეიქმნა ომის შემდგომ ევროკავშირში გაწევრიანების დასახმარებლად და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო მათ დიდი ხნის წინ არ შეუერთდა. ჩვენ დავაარსეთ ისინი, რათა დავეხმაროთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა და ეს კარგად მუშაობს.

გაზიარება