COVID-19-ის წინააღმდეგ შემუშავებული 52 ვაქცინა და მათი გამქრალი ვარიანტები
2021-12-21 09:28:08
მსოფლიოში მიმდინარე საყოველთაო ვაქცინირების ფონზე, გამოიკვეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომელიც ვაქცინირების წინააღმდეგია. ასეთი ჯგუფები ყოველთვის არსებობდა, იგივე ფრინველის გრიპისა და ღორის გრიპის დროს, თუმცა მაშინ ვაქცინა „ტამიფლუმ“ შეცვალა და საყოველთაო ვაქცინირების საკითხი ასე მწვავედ არ დამდგარა.
დღეს, „კოვიდის“ პერიოდში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვირუსისგან თავდაცვის ერთადერთო საშუალება ვაქცინირებაა. ყოევლ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. საყოევლთაო იმუნიზაციის ფონზე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსახლეობის გარკვეული პროცენტი უარს აცხადებს აცრაზე, მათ შორის საქართველოში.
საქართველო სპეციფიური ქვეყანაა და ანტივაქსერობა აქ თავისი მიზეზები აქვს. ერთ-ერთი მიზეზი, შეიძლება ითქვას მთავარი, არის ინფორმაციის ნაკლებობა. ჯანდაცვის სამინისტროს კამპანია ისე არის წარმართული, რომ არსად - ვერც ერთ ბუკლეტში, ცნობარში, საიტზე, საჯარო თუ საეთერო გამოსვლებში მათი ოფიციალური წარმომადგენლებისა ვერ ნახავთ დეტალურ, პოპულარულ ენაზე გაკეთებულ აღწერას ამა თუ იმ ვაქცინას. მაგალითად, რა ტექნოლოგიით არის დმზადებული ასტრაზენეკა, პფაიზერი, სინოფარმი... ის ვაქცინები, რომლითაც საქართველოში იცრებიან და რომლებიც, განსხვავებული ტექნოლოგიებით არის დამზადებული. რეცეპტი გასაიდუმლოებული არისო! სინამდვილეში არაფერიც არ არის გასაიდუმლოებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურ ბიულეტინში ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი და სრულიად ხელმისაწვდომი.
ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს მედიცინის აკადემიის აკადემიკოსს, ექიმი საბა საბახტარიშვილი ესაუბრება:
პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მუშაობა მიდიოდა დაახლოებით 200-მდე კანდიდატ-ვაქცინაზე COVID-19-ს წინააღმდეგ. 2021 წლის დასაწყისისთვის კი მხოლოდ 52 ვაქცინა გადავიდა ადამიანებზე გამოცდის ეტაპზე.
რა საჭირო იყო ამ რაოდენობის ვაქცინის შემუშავება?
ყოველთვის ასე ხდება. უამრავი ვარიანტი მუშავდება, სანამ მათგან არჩეული იქნება ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ნიმუში. მაგალითად, ყველა ვაქცინიდან, რომელთაც ლაბორატორიაში იკვლევენ და უმთავრესად ლაბორატორიულ მღრღნელებზე გამოიცდება, ადამიანებზე გადასვლის სტადიაში 100-დან მხოლოდ 7 ვაქცინა გადადის. ანუ ხდება უსერიოზულესი გამოცხრილვა და თითოეულ პარამეტრს მრავალჯერადად სწავლობენ. დიდი ოდენობის ვაქცინის დამუშავება ზრდის იმის ალბათობას, რომ ერთი ან რამოდენიმე ვაქცინა მაინც აუცილებლად იქნება ვარგისი მოსახლეობის პრიორიტეტული ჯგუფისთვის.
როგორია ვაქცინის შექმნის პროცესი?
გამოარჩევენ ვაქცინების შექმნის სამ ძირითად მიდგომას. მთლიანი ვირუსი ანდა ბაქტერია, მიკროორგანიზმის ფრაგმენტი, რომელიც იმუნურ პასუხს იძლევა, ასევე გენეტიკურ მასალას, რომელიც კონკრეტული ცილების სინთეზის კოდს შეიცავს და არა უშუალოდ ვირუსს.
და როდესაც ამბობენ, რომ ვაქცინირებული ადამიანი თავიდან შეიძლება ინიფიცირების წყარო გახდეს, არ შეეფერება სიმართლეს?
სრული აბსურდია! როგორ უნდა გახდეს ინფიცირების წყარო ზემოთ ჩამოთვლილი მასალებიდან - რითი?!
ბატონო კახა, თითოეული მეთოდი რომ აღგვიწეროთ ვაქცინის მიღების?
ვაქცინები, რომელიც მიიღება მთლიანი მიკროორგანიზმებისგან, ეს იგივე ინაქტივირებული ვაქცინაა. პირველ შემთხვევაში იყენებენ დაავადების მატარებელ ვირუსს ანდა ბაქტერიას, ზოგჯერ კი მასთან ძალიან მიახლოვებულ მიკროორგანიზმებს. ამ უკანსკნელს ინაქტივირებას უკეთებენ, ანუ კლავენ ქიმიური რეაგენტების საშუალებით. ეს რეაგენტებია სითბო და რადიაცია. ეს მეთოდი ეფუძნება ტექნოლოგიებს, რომელიც, როგორც დამტკიცებულ იქნა ეფექტურად იცავს ადამიანს და გამოიყენება ისეთი სახის ვაქცინების დასამზადებლად, როგორც არის გრიპის საწიააღმდეგო და პოლიომიელტის საწინააღმდეგო. ასევე საშუალებას იძლევა ვაქცინების მასშტაბური წარმოების პროცესი დაალაგოს. თუმცა, ამ ყველაფერისტვის საჭიროა უმაღლეს დონეზე აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იქნება კულტუვირება გაუკეთო ვირუსს ანდა ბაქტერიას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წარმოების ციკლი შედარებით გრძელი იქნება, ხოლო იმუნიზაციისთვის საჭირო გახდება ორჯერადი ანდა სამჯერადი აცრა.
გასაგებია - ეს არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული ე.წ. ინაქტივირებული ვაქცინა. როგორია ცოცხალი ვაქცინა?
ცოცხალ ვაქცინაში გამოიყენება დასუსუტებული ანდა ძალიან მიმსგავსებული ვირუსი. მაგალითად, ამის ანალოგია წითელას, ეპიდეიური პაროტიტის და წითურას ვაქცინა. მათი შემუშავებისას გამოიყენება ტექნოლოგიები, რომელიც საფუძვლად უდევს ინაქტივირებული ვაქცინის მიღებას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის ვაქცინები შეიძლება მიუღებელი იყოს დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.
მესამე ვაქცინის ტიპი როგორია?
ეს არის ვირუსული ვექტორული ვაქცინა - მასში გამოიყენება სრულიად უსაფრთხო ვირუსი, რომელიც გამოიმუშავებს მიკროორგანიზმების მსგავს სპეციფიკურ სუბელემენტებს, იგივე ცილებს, რომლითაც ვაქცინა იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს ისე, რომ არ გამოიწვიოს თავად დაავადება. ამ მიზნით უსაფრთხო ვირუსში შეჰყავთ კოდი, რომელიც შესაბამისი პათოგენის გარვეული ნაწილების ფორმირებას ახდენს. ამის შედეგად მიღებული უსაფრთხო ვირუსი შემდგომში გამოიყენება პლატფორმად და ვექტორად, რათა ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს მიაწოდოს ცილა. სწორედ ეს უკანასკნელი ააქტიურებს იმუნურ პასუხს ვირუსზე. სხვათაშორის, ამ ტიპის ვაქცინები შედარებით მოკლე ხანში შემუშავდება.
სუბერთეულოვან ვაქცინაზე მინდა გკითხოთ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება?
სუბერთეულოვან ვაქცინები შეიცავენ ვირუსის ანდა ბაქტერიის მხოლოდ სპეციფიურ ფრაგმენტებს, რომელიც უნდა ამოიცნოს იმუნურმა სისტემამ. ისინი არ შეიცავენ მთლიან მიკროორგანიზმებს ანდა უსაფრთხო ვირუსებს ვექტორის სახით. სუბერთეულების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას ცილები ანდა შაქარი. მინდა გითხრათ, რომ საბავშვო იმუნიზაციის კალენდარში გამოყენებული ვაქცინების უმეტესობა არის სუბერთეულოვანი და იცავენ ისეთი დაავადებებისგან, როგორიც არის დიფტერია, მენინგოკოკური მენინგიტი და ა.შ.
კიდევ დაგვრჩა ვაქცინის სახეობები?
ვაქცინები გენეტიკური მასალის საფუძველზე ე.წ. ნუკლეინის მჟავაზე. განსხვავებით დასუსტებულ და მკვდარ ვირუსის მიკროორგანიზმებისგან განსხვავებით, ნუკლეინის მჟავაზე დამზადებულ ვაქცინებში გამოიყენება გენეტიკური სტრუქტურის ნაწილი, რომელიც შეიცავს სპეციფიური ცილების გენერირების პროგრამას და არა მთლიან მიკროორგანიზმებს. ზოგადად რომ იცოდეთ, დნმ შეიცავს კოდს, რომელსაც გამოიყენებს ადამიანის ორგანიზმის უჯრედები ცილების გამომუშავებისთვის. შესაბამისად, ნუკლეინის მჟავაზე დამზადებული ვაქცინა ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს მიაწოდებს გარკვეულ ინფორმაციას დნმ-ს სახით და აიძულებს უჯრედს გარდაქმნას ის საჭირო სპეციფიკურ ცილაში. ეს ცილა უნდა ამოიცნოს ორგანიზმა და მისცეს იმუნური პასუხი.
COVID-19-ის საწინააღმდეგი ვაქცინების შემუშავებისას ყველა ეს მეთოდი იქნა გამოყენებული?
დიახ, მაგრამ გენეტიკური მასალის მიღების ტექნოლოგია მიიჩნევა ინოვაციურ საშუალებად ვაქცინის მიღების. COVID-19-ს პამდემიამდე არც ერთ მათგანს არ ჰქონდა გავლილი აღიარების ყველა სტადია ადამიანებში გამოყენებისთვის. თუმცა, ზოგიერთი დნმ-ვაქცინების გამოცდა, მაგალითად კიბოს სახეობის განსაზღვისთვის, ადამიანების მონაწილეობით მიმდინარეობდა. პანდემიის შემდეგ ამ სფეროში კვლევები ძალიან სწრაფად წავიდა წინ და ზოგიერთი რნმ ვაქცინას მისცეს აღიარება მისი ეფექტურობის გამო.
ბატონო კახა, სულ უფრო აქტუალური ხდება მესამე დოზით აცრის საკითხი?
ბუსტერი, იგივე გამაძლიერებელი ვაქცინები ქვეყნებისთვის ფუფუნების საკითხს წარმოადგენს. სავარაუდოდ, აქაც, ისევე როგორც პანდემიის პირველი ტალღის დროს, პრიორიტეტული ჯგუფები გამოვლინდება. შეიძლება ბუსტერი ჰუმანიტარულ რეზერვშიც ჩასვან, თუმცა ამ შემთხვევაში, მისი ოდენობა 5%-ზე მეტი არ იქნება. პრიორიტეტულ ჯგუფში იგულისხმება, თუ არ შეცვალეს, პირები 65 წელს ზემოთ და 65 წელს ქვემო მყოფი პირები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.
არ შემიძლია არ შეგეკითხოთ ბოლო კვლევის შესახებ, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებიც ჩააფიქრა. საუბარია, კორონავირუსს გადატანილ პირებში გართულებეზე. დაიდო დასკვნა, რომ თირკმლის ფუნქცია მთლიანად ითიშება?
იცით რა, მე გამიჭირდება რაიმე შეფასება მივცე, იმიტომ, რომ ყველაფერი რაც ზემოთ მოგახსენეთ ვაქცინების შემადგენლობისა და ტექნოლოგიების შესახებ, ყველა „ჯანმოს“ ექსპერტების კვლევას ეყრდნობა. თქვენს მიერ მოყვანილ შემთხვევაში კი ხსენებული ორგანიზაციის ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
არადა, საკმაოდ მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რომელშიც 90 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა?
90 000 რომელთაც მოიხადეს COVID-19 და მილიონამდე, რომელთაც არ მოიხადეს. კოვიდმოხდილებში თირკმლის ფუნქციის დაკარგვამ 1% შეადგინა. ეს პატარა ციფრი არ გეგონოთ.
და ბოლოს, რომელი ვაქცინებია ყველაზე ცირკულირებადი მსოფლიოში?
ეს არის AstraZeneca, Janssen, Moderna, Pfizer/BioNTech, Sinopharm.