QronikaPlus
საგარეჯოს არჩევნებში ირმა ინაშვილი ლიდერობს!

საგარეჯოს არჩევნებში ირმა ინაშვილი ლიდერობს!

2015-10-31 14:45:17

ამ დროის მონაცემებით  ირმა ინაშვილი ლიდერობს. როგორც  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო შტაბში თავად დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს -  „ახლა მიდის ხმების დათვლის პროცესი, 2-3 საათში გვეცოდინება კონტურები რაღაც შედეგების. თუმცა, მთელ რიგ უბნებში გამარჯვებულები ვართ, ეს არის მანავის 25-ე უბანი, მანავის 26-ე უბანი, კოჭბაანის მე-12 უბანი, სათაფლე, მზისგული. ყველას დიდი მადლობა, ამომრჩეველს, ვინც გამომიცხადა ნდობა და მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას. ძალიან სამწუხარო ფაქტები ვითარდებოდა მთელი დღის მანძილზე, ხელისუფლება დილიდან ცდილობდა ამ არჩევნების გაყალბებას, ჩვენ არა ერთი ფაქტი დავაფიქსირეთ და ვიდეომასალაც გავრცელდება ხვალიდან. სამწუხაროა, რომ მთელ რიგ უბნებზე იყო განხორციელებული ტერორი ჩვენს ამომრჩეველზე, დაშინება, შანტაჟი, სატყეო მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები კახეთის რეგიონიდან, აგიტაცია-პროპაგანდაში მონაწილეობდნენ, ამიტომ ვამბობდი, არ არის საჭირო მინისტრების მონაწილეობა არჩევნებში და ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, პირველი რასაც გავაკეთებთ, ამ მახინჯ კანონებს გავაუქმებთ!“    

გაზიარება