QronikaPlus
„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო შტაბის იურისტი განმარტებებს აკეთებს!

„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო შტაბის იურისტი განმარტებებს აკეთებს!

2015-10-31 13:04:01

მას შემდეგ, რაც საგარეჯოში საარჩევნო დარვევებზე აქტიურად დაიწყო საუბარი, გაკეთდა შესაბამისი განცხადებები, ამ დრომდე მდგომარეობა არ გამოსწორებულა. მთელი დღის მანძილზე დარღვევებს ადგილზე აფიქსირებდა „პატრიოტთა ალიანსის“ იურისტთა ჯგუფი. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება იურისტი ნინო ჩარკვიანი: „ჩვენ, იურისტთა ჯგუფი ზონალურად დავყავით საგარეჯოს რაიონში და 8 იურისტი ემსახურებოდა ამ პროცესს. დანარჩენები კი გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა უბანზე მთელი დღის განმავლობაში. მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად, დარღვევათა ნუსხა იყო აბსოლუტურად იდენტური _  ყველა უბანზე, თუ არ ჩავთვლით გამონაკლისს, მაქსიმუმ 4 უბანს, ყველგან იყო ბიულეტენების მეტი რაოდენობა. ეს არის ძალიან გამაოგნებელი ფაქტი. მე ვიმყოფებოდი მე-5 უბანზე ინციდენტის დროს _ უბნის ბათილობას ვგულისხმობ, ეს მართლაც იყო დიდი პრობლემა, მაგრამ მერე თავმჯდომარემ ე.წ. გადანახული 50 ბიულეტენი ამოიღო და უკან დააბრუნა. რაც შეეხება სხვა დარღვევას, ყველასთვის მარტივად გასაგები რომ იყოს, ასეთი სქემა მუშაობდა - კონკრეტულ უბანზე თუ მიღებული იყო 700 ცალი ბიულეტენი, ოფიციალურად იყო მონაცემები, რომ თითქოს ამ უბანზე იყო 650 ცალი ბიულეტენი. პრაქტიკულად, 50 ცალი ბიულეტენი ყველა უბანზე იყო სადღაც გადანახული, რაც იწვევს კითხვის ნიშნებს. პრობლემა იყო გამგებელთან დაკავშირებით, მეც შევესწარი ასეთ ინციდენტს, იყო მის მიერ მოწოდებები, რაზეც მქონდა რეაქცია - მას პირადად გავესაუბრე და ვთხოვე, რომ  მიუხედავად იმისა, რომ მას არ უკრძალავს კანონი უბნის გარეთ ჩაატაროს აგიტაცია-პროპაგანდა, მაინც ვთხოვე საარჩევნო უბნის კიბესთან არ დამდგარიყო, რადგან ეს გახლავთ ელემენტალური ნორმა.“

გაზიარება