QronikaPlus
ირმა ინაშვილი: „რას ნიშნავს ტერმინი „სახელისუფლებო“, ირმა ინაშვილის არ არის ეს ხელისუფლება?!“

ირმა ინაშვილი: „რას ნიშნავს ტერმინი „სახელისუფლებო“, ირმა ინაშვილის არ არის ეს ხელისუფლება?!“

2015-10-31 10:03:39

საგანგებო ბრიფინგზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირმა ინაშვილზე სპეცუბნებზეც გააკეთა განცხადება და პარალელი წინა ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებთანაც გაავლო: „ჩვენ გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს როგორ აპროტესტებდა აგულაშვილის პარტიის ყველა ლიდერი სპეცუბნების გახსნას. მაშინ ეს იყო მანკიერი და დაუშვებელი, ახლა კი მოსწონთ და აცხადებენ - მერე რა, რომ შევქმენით სპეცუბანი და 546 ჯარისკაციდან მხოლოდ 25 არის საგარეჯოელი. ამ ჯარისკაცებს თავად აქვთ კითხვა - მე ზუგდიდელი, მესტიელი, ბორჯომელი, რატომ ვმონაწილეობ საგარეჯოს მაჯორიტარულ არჩევნებში?  ეს რომ იყოს პროპორციული არჩევნები, გასაგები იქნებოდა. თანაც უწყებათაშორის კომისიაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა  ჩვენ გვითხრეს, რომ მხოლოდ 25 ჯარისკაცი იმყოფებოდა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე და აღმოჩნდა რომ ახლა 546 ჯარისკაცია. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ სამხედროებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ რატომღაც ისე სწრაფად იცვლება ჯარისკაცების დისლოკაციების ადგილები და ჯარისკაცების რაოდენობა, პირდაპირ აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ქალბატონ თინათინ ხიდაშელს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ახლა დაიწყო ჯარისკაცების ხმების გამოყენება მათი კანდიდატების მხარდასაჭერად. მინდა გავახსენო ყველას - ეს არ მოგვწონდა ჩვენ მიშას დროს, ეს არ ყოფილა ჩვენი ქართული ოცნება. ამას ვებრძოდით და დღეს ვხედავთ, რომ საგარეჯოში ხდება იგივე, რასაც აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი. თუნდაც ის, რომ სოფლის რწმუნებულები და გამგებლები არ არღვევენ კანონსო, დიახ, ეს მახინჯი კანონებია შესაცვლელი. დავით უსუფაშვილი, რომელიც ასევე არის რესპუბლიკური პარტიის წევრი, რას აკეთებდა ამ სამის წლის მანძილზე, რატომ არ შეცვალეს ეს კანონები, რა უნდა სოფლის გამგებელს, რწმუნებულს, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, ეს ხომ არის ირიბი ზეწოლა ამომრჩეველზე? ვინ მოდის, რა რაოდენობით ხალხი მოდის... ვისურვებდი, რომ ჩვენ ქვეყანაში ჩატარდეს მართლა თავისუფალი არჩევნები, რწმუნებულბისგან, გამგებლებისგან, მინისტრებისგან, პრემიერ-მინისტრისგან გათავისუფლება და ხალხმა მიიღოს თვითონ გადაწყვეტილება. ვნახეთ, რომ მთელი მთავრობა გავიდა შვებულებაში იმისათვის, რომ ჩამოსულიყვნენ და სახელისუფლო კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი, ჯერ რას ნიშანავს ტერმინი სახელისუფლებო, ირმა ინაშვილის ეს ხელისუფლება არ არის?“

გაზიარება