„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის" თავმჯდომარე, ვეტერანი ემზარ ქვარიანი „ქრონიკა+"-ში გამოქვეყნებულ მასალას ეხმიანება და ნინოწმინდაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, სადაც უკვე ადგილობრივი ჩინოსნები იარაღით არჩევენ საქმეებს, ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს:
„ის, რაც დღეს ხდება ნინოწმინდაში, ქართულ რეალობას სცდება და უფრო განგსტერების ქვეყანაში ცხოვრებას გვაჩვევს. უბედურებაა ისაა, რომ ამ ფაქტების შესახებ, ძალიან კარგად იცის დაჩმორებულმა და დამონებულმა ხელისუფლებამ. სწორედ ხელისუფლება მფარველობთ მათ და ამიტომ შეუძლია საჯარო მოხელეს შუბლზე იარაღი დაადოს. დამნაშავე სამყაროსთან შეკრული ხელისუფლება, ცხადია, რეაგირებას ვერ მოახდენს, რადგან ყველანი ნაგავში არიან ჩაფლულნი და რაც მეტად მოუწევთ ამ ნაგვის გაქექვა, მით უფრო ყელამდე ჩაიძირებიან. ის, რაც დღეს ხდება ნინოწმინდაში, არც პირველია და არც უკანასკნელი ფაქტი, ანალოგიური „რაზბორკები" მიმდინარეობს სხვადასხვა რეგიონში, რაც ქვეყანას ქაოსში ძირავს. მაპატიეთ, მაგრამ ხელისუფალნო, თქვენ ხომ არ გძმარავთ?!" - განაცხადა „ქრონიკა+"-სთან ემზარ ქვარიანმა.